სამშაბათი, მაისი 26, 2026

მიხეილ ყაველაშვილი – უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ვიზიტი შეაჯამა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული რეგიონული ეკოლოგიური სამიტი, სადაც ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვით საკითხებს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

„სამიტი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ჩემს სიტყვაშიც გადავუხადე მადლობა ყაზახეთის მთავრობას და მის პრეზიდენტს, რომელმაც უზრუნველყო გაერო-სთან ერთად ასეთი მაღალი დონის სამიტის ორგანიზება. გარემოს დაცვითი მიმართულებით ნამდვილად არსებობს გამოწვევები, არა მარტო სახელმწიფოებისთვის, არამედ საზოგადოებებისა და მოქალაქეებისთვის.ძალიან საინტერესო თემებს შევეხეთ ყველანი. წარმოდგენილი იყვნენ შუა აზიის ქვეყნების პირველი პირები და კავკასიის ქვეყნების, სამხრეთ კავკასიის პირველი პირები.

სამიტი ორი დღე გაგრძელდება. ბრძანდებოდნენ ჩვენი მინისტრებიც, ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ გააგრძელებენ ამ პროცესში მონაწილეობას. ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს, ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენს გარემოს. სამიტამდე დავათვალიერეთ პავილიონი, სადაც შუა აზიის ქვეყნები იყვნენ წარმოდგენილი ახალი პროექტებით, რომლებიც ასევე ძალიან საინტერესოა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობდა ასეთი მაღალი დონის სამიტში და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით. ჩემს სიტყვაშიც განვაცხადე, რომ ამ პროცესშიც ჩართული ვართ. ამ ყველაფერს თან სდევს ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა და სტაბილური მდგომარეობა, პარალელურ რეჟიმში ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ყველა ერთად აღნიშნავს, რადგან ეს პროცესი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ინკლუზიურია და ყველა ჩართულია ამ პროცესში. საომარი ვითარებებია გარშემო, დაძაბულობაა და ასეთი გამოწვევების ფონზე თითქოს რატომ უნდა გვაწუხებდეს ეკოლოგია, მაგრამ ეს ყველაფერი კავშირშია ჩვენს სამყაროსთან, ადამიანებთან, სახელმწიფოებთან, რასაც ძალიან გაგებით ეკიდებიან. ჩვენ ლიდერებთან შემდეგ ცალკეც გვქონდა ამ თემებზე საუბარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შუა აზიის ქვეყნებთან თითქმის ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გარდა ეკოლოგიისა, იცით, რომ შუა დერეფნის თემა ძალიან მიმზიდველია, მით უმეტეს, კიდევ უფრო მეტად იძენს თავის ფუნქციას. ყველამ იცის, რომ საქართველოს გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია და ამაში ყველანი ერთხმად ვთანხმდებით. ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს.

„ბოლოს მქონდა უკვე ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ტრადიციული მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს სხვადასხვა სფეროში სავაჭრო, ეკონომიკის კუთხით, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის შექმნას, უფრო სწორად, ხელმოწერას. ამაზე ჩვენ შევთანხმდით და უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული პროცესები“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ელჩი საქართველოში-გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს…დღესაც ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ერთად შექმნან მომავალი, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე, სტაბილურობასა და ურთიერთპატივისცემაზე

,,ხვალ საღამოს ირანის ისლამური რესპუბლიკა უმასპინძლებს ძვირფას ქართველ ხალხს, რომელსაც აქვს უძველესი ისტორია, უმდიდრესი კულტურა და დამოუკიდებლობის ძლიერი სული, რომელმაც ყოველთვის შეძლო საკუთარი იდენტობისა და თავისუფლების დაცვა. ჩვენც ვიზიარებთ ქართველი ერის სიხარულს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნისას და ამ დღეს მივიჩნევთ შესაძლებლობად, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ორ ერს შორის არსებულ მეგობრობას, ურთიერთპატივისცემასა და ისტორიულ კავშირებს. ირანსა და საქართველოს, მეზობლობაზე მეტად, მრავალსაუკუნოვანი საერთო ისტორია, კულტურა და ურთიერთობები აკავშირებთ. დღესაც ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ერთად შექმნან მომავალი, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე, სტაბილურობასა და ურთიერთპატივისცემაზე. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ეროვნული დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„ეს დღე ჩვენია! თბილისის მერია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“ – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სააკაშვილი – ალიანსის დაანონსებული აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ

ალიანსის მიერ დაანონსებული ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოიფარგლონ.„საქართველოს უკიდურესი დამცირება და განადგურება თუ არ მოგვწონს, ვეწინააღმდეგებით ამ რეჟიმს, უნდა დავდგეთ ერთად, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი. მეც ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ სახალხო გამოვლინებას როცა ეხება საქმე, იქ ჩემი და სხვა პროტესტი არ არსებობს. მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ. მე გავაგრძელებ ჩემი გულწრფელი აზრის შემდგომშიც ხმამაღლა გამოთქმას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გია ვოლსკი – ამბობენ, რომ 26 მაისს „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც, ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ

4 ოქტომბრის შემდეგ დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მოხდეს და ვინმე დაშავდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ 26 მაისს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.ვოლსკის თქმით, ოპოზიცია „ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავს“.„შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერიაში განცხადება ხუთი დღით ადრე შედიოდა და აქცია ტარდებოდა. ახლა, როცა კანონის მოთხოვნა არ დაიცვეს, რასაკვირველია, უარიც მიიღეს, მით უმეტეს, 26 მაისს სცენა და ისეთი ინფრასტრუქტურა ვერ მოეწყობა, როგორიც თვითონ უნდათ, რადგან უკვე დაგეგმილია გარკვეული აქტივობა. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, თავიანთ პატრონებს შეახსენონ, რაში იხარჯება თანხა, რაც მათ ავალდებულებთ, ექსტრემისტული სცენარით იმოქმედონ. 4 ოქტომბრის შემდეგ ასეთი დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მართლაც მოხდეს და ვინმე დაშავდეს. ამბობენ, რომ „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც. ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ, მანამდე მშვიდობიან დამხობას გეგმავდნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკა გვარამია – 26 მაისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და პირდაპირ ვესაუბროთ ერევანში სახელმწიფო მდივან რუბიოს

26 მაისს თბილისში უფრო მეტნი უნდა შევიკრიბოთ, ვიდრე ერევანში მარკო რუბიოს დასახვედრად მისული ჩვენი მეგობარი სომხები! – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.როგორც გვარამია წერს, ხვალ რუსთაველზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა იყოს და პირდაპირ იქედან ესაუბრონ სახელმწიფო მდივან რუბიოს.„დადასტურდა, რომ 26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა! რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს! პირისპირ შეხვედრებზე უფრო მნიშვნელოვანი და ბევრად შთამბეჭდავი ხალხის მიმართვაა, ბევრი გულანთებული მედასავლეთე ქართველი პატრიოტის! ამიტომ ხვალ, 26 მაისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და პირდაპირ იქედან ვესაუბროთ სახელმწიფო მდივან რუბიოს!“ – წერს ნიკა გვარამია.

ბოლო სიახლეები