პარასკევი, აპრილი 24, 2026

მიხეილ სარჯველაძე – ევროპული სახელმწიფოებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტების დაფინანსებაზე და ფრთხილად ეკიდებიან საკითხს

ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც ელოდებიან და ამ დრომდე ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით, ამ პრეპარატების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, ვერ ვიტყვით იმასაც, რომ თანხა ენანებათ, ესენი არიან სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველოზე ბევრად მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ და, იმავდროულად, მათი კვლევითი რესურსებიც გაცილებით დიდია. ვგულისხმობ საფრანგეთს, გერმანიას, სკანდინავიურ სახელმწიფოებს და სხვებს. ისინიც ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მედიკამენტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას სახელმწიფოებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და ეს გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული რაციონალურად, ემოციების გარეშე, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი გადაწყვეტილებებით გამოწვეული შესაძლო ზიანი.

„ერთ-ერთ მედიკამენტზე – ელევიდისზე, რომელიც სატელევიზიო ეთერებითაც დასახელდა, მინდა, ვთქვა, რომ ეს არის ის მედიკამენტი, რომელზეც ბრიფინგის დროს აღვნიშნე: შარშან ამ დროს რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, შემდეგ დაგვეწეოდა ორი მთავარი მარეგულირებლის – ევროპის წამლის სააგენტოსა (EMA) და აშშ-ის FDA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალიან დიდ სკეპტიციზმს აჩენენ ამ მედიკამენტთან დაკავშირებით.

ევროპის წამლის სააგენტო ეჭვქვეშ აყენებს ამ წამლის ეფექტიანობას. საუბარია 3 მილიონ 200 ათასი დოლარის ღირებულების მედიკამენტზე – ერთი ბავშვის დოზაზე. ამ პრეპარატის ეფექტიანობასთან დაკავშირებით EMA დიდ კითხვის ნიშანს სვამს. არსებობს FDA-ს გადაწყვეტილებაც, რომელსაც მანამდე ამ პრეპარატისთვის მინიჭებული ჰქონდა დაჩქარებული ავტორიზაცია. „დაჩქარებული“, აქვე ავხსნი, ნიშნავს იმას, რომ ავტორიზაცია გაიცემა დაჩქარებული წესით, ანუ ეს არის პირობითი დაშვება. შემდეგ ხდება ამ მედიკამენტების გამოცდა, კვლევა – მწარმოებელს ეძლევა რეკომენდაცია, გაიაროს დამატებითი კვლევები. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ამ წამალს აქვს უმძიმესი შედეგები ჯანმრთელობისთვის და უზარმაზარი რისკების შემცველია. უეცარი გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. განა ეს არ არის საკმარისი, რომ ფრთხილად ვიყოთ ჩვენც და, ბუნებრივია, ის ევროპული სახელმწიფოებიც, რომლებიც ამავე საკითხებს განიხილავენ?!

მინდა, იმ პოლიტიკოსების გასაგონად ვთქვა, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გამოირჩნენ, ან პოლიტიკურად თუ კომერციულად მიკერძოებული ადამიანების გასაგონად – ეს სახელმწიფოები ვერ აძლევენ თავს უფლებას, რომ გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიიღონ; ისინი ელოდებიან კითხვებზე პასუხებს, მეტ მტკიცებულებას, მეტ ინფორმაციას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რამდენ ხანს გაგრძელდება უნალექო ამინდი – მეტეოროლოგის პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს:„დღეს დასავლეთ საქართველოში ამინდი უფრო ნოემბერს ჰგავდა, ვიდრე აპრილსა და გაზაფხულს, მაღალ მთაში თოვდა კიდეც, ხვალ იგივე სურათი აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება - მოსალოდნელია წვიმა და ქარი, ასე რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება. 25 აპრილს - გამოიდარებს. 26 აპრილს - უმეტესად უნალექო დღე შენარჩუნდება. 27 აპრილში - ისევ გაუარესდება ამინდი და წვიმა დაბრუნდება. ასე მიილევა აპრილი სტაბილური სითბოს გარეშე, მხოლოდ ხანმოკლე უნალექო პერიოდებით“, - წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.

სიახლე, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება

უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ამავდროულად, დამკვიდრდება სისტემური მონიტორინგი, რათა დროულად შევიდეს ცვლილებები იმ პროგრამებში, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება.„ჩვენ ვამკვიდრებთ სისტემურ მონიტორინგს, რაც საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ვადევნოთ თვალი პროგრამის ეფექტიანობას და დროულად შევიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ხოლო ძლიერი სოფელი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტი. ეს პროგრამა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს, როგორც თანამედროვე და ძლიერი აგრარული სახელმწიფოს განმტკიცების გზაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ილია წულაია – „ტრამპ თაუერ თბილისი“ არის მესიჯი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის ძალიან ყურადღებით შერჩეული ადგილი, საუბარია დაახლოებით, ორ მილიარდ დოლარ ინვესტიციაზე

„ტრამპ თაუერ თბილისი“ მნიშვნელოვანი სიახლეა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ჩვენი სექტორისთვის, – ამის შესახებ „არქის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ილია წულაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.წულაიას თქმით, რეგიონში ასეთი პროექტი არ განხორციელებულა და საქართველო არის პირველი.„ამ პროექტზე საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით და ბევრი შეხვედრა გვქონდა. საბოლოო ჯამში, მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი წარმატებით დავასრულეთ და საბოლოო კონტრაქტი გავაფორმეთ. პროექტის განხორციელებაში ჩართულია მსოფლიოში ყველაზე დიდი და ავტორიტეტული არქიტექტურული კომპანია Gensler-ი და თბილისში რაღაც განსაკუთრებული შეიქმნება.საუბარია დაახლოებით ორი მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ Trump Tower-ს, არამედ მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასაც, რომელიც ახალი დანიშნულება იქნება თბილისისთვის. მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება რესტორნები, კაფეები, მაღალი დონის მაღაზიები, საოფისე კომპლექსი და სასტუმროები. ძალიან ბევრი პოზიტიური ამბავი მოჰყვება ამ პროექტის მშენებლობას. მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე მსოფლიო ბრენდთან როგორც სასტუმრო, ისე სარესტორნე მიმართულებით და ზოგთან კონტრაქტიც კი გვაქვს უკვე გაფორმებული. ამ ყველაფერს ეტაპობრივად დავაანონსებთ. რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაგარი და მიმზიდველი უბანი გაკეთდება, რომელიც დანიშნულების ადგილი იქნება როგორც უცხოელებისთვის, ისე ქართველებისთვის.გვიხარია, რომ ამ პროექტს ჩვენ ვახორციელებთ პარტნიორებთან ერთად. „ტრამპ თაუერ თბილისი“ არის მესიჯი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის ძალიან ყურადღებით შერჩეული ადგილი, რომელსაც Trump-ის ორგანიზაცია ირჩევს. ქვეყნების და ქალაქების არჩევა ძალიან დიდი სიფრთხილის ფონზე ხდება, – აცხადებს ილია წულაია.„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია საქართველოს დედაქალაქში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, 70-სართულიანი ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის – Trump Tower Tbilisi-ს აშენებას გეგმავს.

აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უცვლელი რჩება

ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უცვლელი რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა „ალ ჯაზირას“ განუცხადა.მისივე თქმით, აშშ-ს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ცვლილება არ განუხორციელებია და, შესაბამისად, ვაშინგტონს ირანზე იერიში არ მიუტანია.ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სავარაუდო მტრული სამიზნის აღმოჩენის შემდეგ ირანის დედაქალაქ თეირანის ზოგიერთ ნაწილში საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა.

მასუდ ფეზეშქიანი – ერთი ღმერთი, ერთი ლიდერი, ერთი ერი და ერთი გზა, ეს გზა ირანისთვის გამარჯვების გზაა, სიცოცხლეზე ძვირფასი

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და ირანის პარლამენტის სპიკერ და ამავდროულად ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურებიან.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ისინი აღნიშნავენ, რომ ირანში არა რადიკალები არამედ, „რევოლუციონერები“ არიან, ქვეყანაში კი ერსა და მთავრობას „რკინის ერთობა“ აქვთ.„ირანში არ არიან რადიკალები. ჩვენ ყველანი „ირანელები“ და „რევოლუციონერები“ ვართ, ერისა და მთავრობის რკინის ერთიანობით, რევოლუციის უზენაესი ლიდერისადმი სრული მორჩილებით, ჩვენ აგრესორ დამნაშავეს ვაიძულებთ, რომ თავისი ქმედებები ინანოს. ერთი ღმერთი, ერთი ლიდერი, ერთი ერი და ერთი გზა; ეს გზა ირანისთვის გამარჯვების გზაა, სიცოცხლეზე ძვირფასი“, – წერენ ფეზეშქიანი და ღალიბაფი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში დაპირისპირებაა და ვერ გაურკვევიათ თუ ვინ არის მათი ლიდერი.

ბოლო სიახლეები