პარასკევი, მაისი 15, 2026

ილია წულაია – „ტრამპ თაუერ თბილისი“ არის მესიჯი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის ძალიან ყურადღებით შერჩეული ადგილი, საუბარია დაახლოებით, ორ მილიარდ დოლარ ინვესტიციაზე

„ტრამპ თაუერ თბილისი“ მნიშვნელოვანი სიახლეა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ჩვენი სექტორისთვის, – ამის შესახებ „არქის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ილია წულაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

წულაიას თქმით, რეგიონში ასეთი პროექტი არ განხორციელებულა და საქართველო არის პირველი.

„ამ პროექტზე საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით და ბევრი შეხვედრა გვქონდა. საბოლოო ჯამში, მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი წარმატებით დავასრულეთ და საბოლოო კონტრაქტი გავაფორმეთ. პროექტის განხორციელებაში ჩართულია მსოფლიოში ყველაზე დიდი და ავტორიტეტული არქიტექტურული კომპანია Gensler-ი და თბილისში რაღაც განსაკუთრებული შეიქმნება.

გვიხარია, რომ ამ პროექტს ჩვენ ვახორციელებთ პარტნიორებთან ერთად. „ტრამპ თაუერ თბილისი“ არის მესიჯი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის ძალიან ყურადღებით შერჩეული ადგილი, რომელსაც Trump-ის ორგანიზაცია ირჩევს. ქვეყნების და ქალაქების არჩევა ძალიან დიდი სიფრთხილის ფონზე ხდება, – აცხადებს ილია წულაია.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია საქართველოს დედაქალაქში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, 70-სართულიანი ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის – Trump Tower Tbilisi-ს აშენებას გეგმავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიგა ფარულავა – ჩვენთვის „ნაცები“ წითელი ხაზია, მით უმეტეს, „ოცნების“ მიერ მოსყიდული „ნაცები“, ალიანსში გაწევრიანება არც განგვიხილავს და არც განვიხილავთ

ფრაქციის „საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიგა ფარულავას განცხადებით, მისი პარტია ოპოზიციურ ალიანსში არ გაწევრიანდება.ჟურნალისტებთან საუბარში გიგა ფარულავა ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათთვის „ნაცები“ წითელი ხაზია.„ჩვენთვის წითელი ხაზი, მით უმეტეს, „ოცნების“ მიერ მოსყიდული „ნაცებია“. ეს დაადასტურა კობახიძემაც და მდინარაძემაც, რომელმაც პირდაპირ ეთერში აღიარა, როგორ დაგეგმა და განახორციელა 4 ოქტომბერი მათ მიერ ჩანერგილი აგენტების მეშვეობით. მათი დღის წესრიგი არ გვაინტერესებს, თავიანთ საქმეს მიხედონ. ალიანსში გაწევრიანება არც განგვიხილავს და არც განვიხილავთ. მოსყიდული „ნაცები“ არიან, ძველი და ახალი „ნაცები“. კობახიძემ თქვა, რომ ჩანერგილის სახით „ანიტები“ ჰყავდათ. ბევრი ფაქტია იმის, სუს-ი და „ოცნება“ როგორ აძლევენ აგენტებს, არჩევნების წინ ან მას შემდეგ ფულს. ფაქტები აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, ისინი „ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედებენ”, – განაცხადა ფარულავამ.ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ პარტიები „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ.

ირაკლი კობახიძე – ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი, მთავარი ამოცანაა, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები

ჩვენ შევხვდით სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ მიღებული იყოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხი, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები.„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა მათთან. მათი მხრიდან გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ სექტორის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი, რომლებიც გააჯანსაღებს სექტორში ვითარებას. არის საკითხები ფასებთან და ინდექსაციასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხი, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები. ამასთან ერთად, გვინდა, რომ გავაძლიეროთ მაქსიმალურად კომპანიები, კონკრეტულად ქართული კომპანიები. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც წარვუდგინეთ დღეს სექტორში ჩართულ კომპანიებს. მათი მხრიდან არსებითად დაიმსახურა ამ ცვლილებებმა მოწონება. ასევე, გამოვთქვით სრული მზაობა, რომ მომავალშიც მაქსიმალური კონსულტაციების რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა შესაბამის კომპანიებთან. სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ უნდა მივაღწიოთ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას და სათანადო ფასებს. ეს არის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა

მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ევროპარლამენტმა.„ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად სრულად კარგავენ სახეს. მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება. რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ახლა ევროპარლამენტმა. ეს არის სრულიად სამარცხვინო, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს. ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება. აბსოლუტურად საბჭოური მიდგომაა, რასაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები. არ გვიკვირს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთი ინიციატივებით გამოდიან, სარგებლობენ ძალიან საეჭვო რეპუტაციით, მათ აქვთ საეჭვო წარსული. ევროპარლამენტში რასაც ვხედავთ, ეს მთლიან დეგრადაციაზე მეტყველებს“, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად გრიგოლ ლილუაშვილი ესწრება.დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა გააკეთა."იკითხებიან სასამართლოში ის ადამიანები, რომლებიც დაადასტურებენ, მათ შორის, გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას. რა თქმა უნდა, აქ არ არის ასეთი მოცემულობა, რომ ყველა ბრალად წარდგენილ ქმედებასთან მიმართებით გვყავს ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ყველა დეტალზე საუბრობს - ლოგიკურია, ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. ზოგადად, ჩვენი პროფესიის და საქმის სირთულეც ის არის, რომ ყველა მოწმეს თავის ფარგლებში აქვს ინფორმაცია. ეს ყველაფერი შემდგომ უნდა შევაჯეროთ, გავაანალიზოთ და ზუსტად ამის საფუძველზე უნდა მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება," - აცხადებს საქმის პროკურორიშეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძე 26 მაისის აქციაზე – ოპოზიციას იმის რესურსიც კი არ აქვს, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდა

26 მაისს რაც შეეხება და აქ ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ - 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნებისმიერი მცდელობა სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული.„26 მაისს რაც შეეხება, აქ ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მათი მცდელობა არის სრული წარუმატებლობისთვის განწირული, ამას დაინახავს საზოგადოება. 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე“,- აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები