ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

მიშა იმსახურებს იმას, რომ მისი ბანერი პროევროპულ აქციებზე იყოს – სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა იყვნენ მთავარი გარანტი ევროპული ღირებულებების დაცვის და გამოხატვის თავისუფლების, ჩვეულებრივ ცენზორებად იქცნენ – ანა წითლიძე

ის პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს, კარგია, მაგრამ – არასაკმარისი. ნამდვილად მგონია, რომ მიშა იმსახურებს იმას, რომ მიშას ბანერი პროევროპულ აქციებზე იყოს. მეორე ამბავი ის არის, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა იყვნენ მთავარი გარანტი ევროპული ღირებულებების დაცვის და გამოხატვის თავისუფლების, ჩვეულებრივ ცენზორებად იქცნენ ამ პროცესში. მგონია, ამ სექტორშიც ბევრი პრობლემაა, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე.

მისივე თქმით, ყველამ, ვინც ამბობს, რომ საერთო ბრძოლაშია, პერსონალური ზიზღი “თავისთვის უნდა შეინახოს”.

“რეალურად, აღმოჩნდა, რომ არაფერი ამ ერთობაში ღირებული არ იყო, რადგან პირველივე შესაძლებლობაზე დანას ჩაგარტყამენ ზურგში.

მაინტერესებს, ვინ იყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ვინც სტრატეგიას გეგმავდნენ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების. ისინი იძლეოდნენ ინსტრუქციას, რომ ომზე არ უნდა ილაპარაკო…

სალომეს რა შეცვლიდა, რაც იყო 2018-ში, ის იყო მერეც. უბრალოდ, კონკრეტულ სიტუაციებში კონკრეტული სწორი პოზიციები ჰქონდა, შესაბამისად, ამიტომაც ვმონაწილეობდით და ვითმენდით გახარიასგანაც მაგ დამოკიდებულებას. ნამდვილად მგონია პრობლემა, რომ “ნაცმოძრაობა” არ არის მკაფიო მათ შორის, დამოკიდებულებებში, რამაც რეალურად დაგვაკარგვინა ამომრჩეველი. არის რაღაცები, რაშიც თვითონ სააკაშვილი უნდა იყოს მკაფიო და თვითონ უნდა ისაუბროს.

ბიძინა ივანიშვილი რომ დარჩა ხელისუფლებაში, ჩემთვის სულერთი იყო, ვის რა შედეგი ექნებოდა იმ არჩევნებზე. ვიღაცები ზეიმობდნენ, “ახლები” დარბოდნენ, ნაცებს გავასწარითო და ეგ ეგონათ.

“მთავარი” მაშინ არ დაკეტილა, როდესაც ბიძინა დასანქცირებული არ იყო. ძალიან ძლიერად იყო და 5 დღეში გაიხსნა. მარტო გვარამიამ გახსნა? არ გაუხსნია მარტო გვარამიას. ის მთავარ იდეოლოგად ითვლებოდა და “მთავარის” დახურვაზეც პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე მისია. მაშინ მოხერხდა, რომ 5 დღეში აღდგენილიყო.

ბევრი გაქოცდა. ეგრე გვარამიაც ნაცი იყო, მაგრამ აღარ არის. რა ვიცი, ახერხებს ბიძინა, რომ ვიღაცები იყიდოს.

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ვიძახდით და დღემდე გვქონდა პოზიცია, რომ ერთადერთ შემთხვევაში რომ შეიძლება ვიფიქროთ ადგილობრივ არჩევნებზე, თუ მაგალითად, მთელი ოპოზიცია, ყველა შეთანხმდებოდა იმაზე, რომ ერთი კანდიდატი და მოდი, თბილისისთვის ვიბრძოლოთ ყველამ ერთად, მაგრამ ვერ შეთანხმდებიან მაგაზე იმიტომ, რომ გახარია თავისკენ იქაჩება, “ლელო” თავისკენ იქაჩება, “ახლებიც” თავისკენ იქაჩებიან და ა.შ.

როცა ვამბობ, რომ მკაფიოობა უნდა იყოს ამ ყველაფერში და “ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა დაიწყოს მკაფიოდ ლაპარაკი – მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ რა ვიცი, სალომე ზურაბიშვილის იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს. მათ შორის, მკაფიოობა უნდა იყოს გვარამიასთან მიმართებაში და უნდა დაერქვას რაღაცებს სახელი. თუ გვინდა, ეს ვაკხანალია მორჩეს და რომ ვერ გაარჩევ, ვინ ვინ არის, აზელილი რომ არის ოპოზიციური ველი და სამოქალაქო სექტორი და პროფესორები რომ ჰგონიათ ყველაფერში თავი, სხვანაირად ეს ვერ მორჩება თუ ვინმემ არ დაიწყო. თან არაფერი გამოვიდა აქედან. რის გამოც ვითმინეთ, ერთობის გამო, ეგ არ გამოვიდა.

რა პროცესი მიდის – ხომ ითქვა, რომ ეს ოთხი ოპოზიციური პარტია მონაწილეობას არ იღებს [ადგილობრივ არჩევნებზე], ამ დროს, გახარიამ უკვე თქვა, რომ ვიღებ მონაწილეობას, ლელო – ეთერში ერთს იძახიან და აქტივთან რომ ჩადიან – სხვას. მე ზეპირად ვიცი, მაგალითად, სამეგრელოში ვინ ეყოლებათ სიაში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. შტერები ხომ არ ვართ. ემზადებიან არჩევნებისთვის. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, “ახლებმაც” მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო “ნაციონალურ მოძრაობას” ამაში. ეს იქნება რეალობა. ოთხიდან ორი ამ ყველაფრისთვის ემზადება. მაჟორიტარებს აკომპლექტებენ და სიებს წერენ. მე ველი, რომ მარტო დავრჩებით.
არჩევნებში შანსი არ აქვს ოპოზიციას. ყველაფერს გააკეთებს ბიძინა, რომ მოგებულ უბანს წაართმევს, ჯერ ერთი ვერც მოიგებენ. წარმოდგენა არ აქვთ, ბიძინა სად უყალბებს არჩევნებს.

2020-ში ერთი შეცდომა დავუშვით მთელმა ოპოზიციამ: ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ადამიანებს ეგონათ, რომ 2024 არასდროს მოვიდოდა. სამი წელი გაატარა ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნაში და მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო წელია. სამი წელი გავატარეთ სისულელეში.

ვაშაძემ უბრალოდ დააანონსა, ალყა შემოვარტყათ პარლამენტსო და რომ გამოვარდნენ და პოსტები უძღვნეს, კინაღამ ვაშაძე დააჭერინეს. სამოქალაქო სექტორს წარმოადგენენ ეგ ადამიანები და სტრატეგიულ კომუნიკაციებს პარტიებთან ესენი ხელმძღვანელობდნენ ახლა საარჩევნოდ ერთხელ საკუთარ პასუხისმგებლობაზე მაინც ილაპარაკეთ, სანამ 13 წლის წინანდელ ნაცების პასუხისმგებლობაზე ილაპარაკებთ, როცა ყველა ციხეში ჩაჯდა საერთოდ. ვაშაძეზე დაწერეს, რომ დასაჭერიაო, უბრალოდ რომ თქვა, ალყა შემოვარტყათ პარლამენტსო. პოლიტიკოსებზე მეტი პასუხისმგებლობა სამოქალაქო სექტორის არის ნამდვილად.

ნაცებმა ყველას დაძახებულ აქციაზე უნდა ვიაროთ, უბედურებები ჩვენ უნდა ავიტანოთ, მაგრამ ჩვენ, ნაცებს, იმის უფლება არ გვაქვს, რომ ჩემმა მხარდამჭერმა მიშას ბანერი გაშალოს. აქ თანასწორობა სად არის? სად მოსულა ასე, რომ მე უნდა შევაკვდე რაღაცას და შენ ფეხებზე უნდა გეკიდო ამ ყველაფერში”, – აცხადებს წითლიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს

დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი

ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.ქადაგიძის შეფასებით, მაშინ როცა რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, არ არის გასაკვირი კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას.„ნატურალური კაუჩუკი რუსეთში, ლატვიის გავლით შედისო...რა არის გასაკვირი ამაში?- სადაც რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს, მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი და სადაც, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას, რა გასაკვირია?დიახ, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი!“ - წერს ქადაგიძე.

,,წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 165 გრამი) გამოვლინდა. სამართალდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შეეცადა პოლიეთილენის შეფუთვაში განთავსებული ძვირფასეულობა ავტომობილის სალონში მალულად განეთავსებინა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 907 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 16:39-ზე ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელი ჭერემიდან 4 კმ-ში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შალვა პაპუაშვილი – რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და საქართველოს მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებიც სულო უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს.„რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს. ესენი არიან ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები