ოთხშაბათი, ივნისი 4, 2025

მარიამ ქვრივიშვილი: 2024 წელი წარმატებით დასრულდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის – ტურისტების ოდენობამ 5.1 მილიონს გადააჭარბა

„წარმატებით დასრულდა 2024 წელი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის, დაფიქსირდა რეკორდული ტურისტული ვიზიტების რაოდენობა, რომელმაც  5.1 მილიონს გადააჭარბა. ჩვენი დივერსიფიკაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ რეკორდულ ნიშნულზე გავიდა გასულ წელს ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების ოდენობა, როგორიც არის ისრაელი, აშშ, საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები, საიდანაც ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მსყიდველუნარიანობით“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

2024 წელს საქართველოში რეკორდული ოდენობის ტურისტული ვიზიტი განხორციელდა და ისტორიული მაქსიმუმი – 5.1 მილიონი ვიზიტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9%-ით მეტია. 2024 წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც  2023 წლის მაჩვენებლებს 4.2%-ით აჭარბებს.

„რა თქმა უნდა, ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, რადგან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები არაერთ წამყვან ავიაკომპანიასთან 2024 წელს. საქართველოს ტურისტულ და საავიაციო ბაზარს მიმდინარე წელს დაემატება ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისი,“ „იზიჯეტი“, ისევე როგორც შვეიცარიის დაბალბიუჯეტიანია ახალი ავიაკომპანია  „ედელვაისი.“ მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება დამატებით პირდაპირი ფრენები დიდ ბრიტანეთთან, მილანთან, ციურიხთან, ასევე ჟენევის მიმართულებით“ – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მსყიდველუნარიანი ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების შემოდინებას, გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულნი არიან ტურიზმის ინდუსტრიაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეროვნული ბანკი ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს

ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვერცხლის, ოქროს და სპილენძ-ნიკელის მონეტების გაყიდვა შემდეგი პირობებით მოხდება:ვერცხლის მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 4 ივნისიდან, ოქროს მონეტის – 5 ივნისიდან, სპილენძ-ნიკელის მონეტის შეძენა კი – 6 ივნისიდან.მონეტების გაყიდვა შესაბამისი თარიღების მიხედვით მოხდება საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებში დილის 10:00 საათიდან, ხოლო ელექტრონული პლატფორმა – www.tkt.ge მეშვეობით, მხოლოდ ერთი დღით, დილის 10:00 საათიდან იმავე დღის ბოლომდე.· სალაროებში მონეტის შესაძენად მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.· www.tkt.ge მეშვეობით მონეტის შეძენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა: [email protected], ტელ: 032 2 19 55 77.· საკასო ცენტრი – მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის 2 (კახეთის გზატკეცილი 72), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00(შესვენება 13:00-14:00).· ყვარლის ფულის მუზეუმი – მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო დღეები: – ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00). რეალიზაციის დაწყების დღეს, 4 ივნისს მუზეუმი იმუშავებს სტანდარტულ რეჟიმში.ეროვნული ბანკის ცნობით, 2025 წლის 9 ივნისიდან, მონეტების შესაბამისი მარაგის არსებობის შემთხვევაში, მათი რეალიზაცია საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებთან ერთად, გაგრძელდება ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობითაც – https://moneymuseum.nbg.gov.ge/www.tkt.ge პლატფორმაზე მონეტის შეძენის შემთხვევაში, მის სარეალიზაციო ღირებულებას დაემატება:მიწოდების ღირებულება – თბილისის შემთხვევაში 7 ლარი, რეგიონების შემთხვევაში 20 ლარი; დაზღვევის ღირებულება – მონეტის სარეალიზაციო ფასის 0.4%; ვებგვერდის მომსახურების საკომისიო – ვერცხლის მონეტისთვის – 8 ლარი, ოქროს მონეტისთვის – 85 ლარი, ხოლო სპილენძ-ნიკელის მონეტისთვის – 1. 80 ლარი.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იმისათვის, რომ მონეტების შეძენა მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს, მათი გაყიდვის დაწყებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში თითოეული შემადგენლობის მონეტისთვის დაწესდება შეზღუდვა – ამ პერიოდში ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს არაუმეტეს:· 1 ცალი ოქროს მონეტა;· 2 ცალი ვერცხლის მონეტა;· 5 ცალი სპილენძ-ნიკელის მონეტა.თუ ერთი მომხმარებლის მიერ tkt.ge-ის ვებგვერდზე მოხდება შეზღუდულ ოდენობაზე მეტი ერთეულის შეძენა, გაუქმდება ამ პლატფორმაზე განთავსებული შესაბამის ოდენობაზე მეტი ყველა შეკვეთა და მომხმარებელს დაუბრუნდება მხოლოდ უშუალოდ მონეტის, გადაზიდვისა და დაზღვევის საფასური. ვებგვერდის მომსახურების საკომისიო უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.მონეტების დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მათი დიზაინერები მარიამ და შორენა ჩაჩანიძეები არიან. მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა – ოქროს მონეტა – 1500-იანი, ვერცხლის მონეტა – 5000-იანი და სპილენძ-ნიკელის მონეტა – 20000-იანი ტირაჟით.· ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასია 2 500 ლარი;· ვერცხლის მონეტის სარეალიზაციო ფასია 130 ლარი;· სპილენძ-ნიკელის მონეტის სარეალიზაციო ფასია 30 ლარი.„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, XX-ე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ქვეყანაში ფულად-საკრედიტო რეფორმებთან ერთად დაიწყო მუშაობა პირველი სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის შესაქმნელად, რაც 1995 წელს ლარის შემოღებით დაგვირგვინდა. სიტყვა „ლარი“ ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო „თეთრი“, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ასევე, ძველი ქართული სამონეტო ტერმინია.1995 წლის 25 სექტემბრიდან მიმოქცევაში გავიდა საქართველოს ეროვნული ვალუტა „ლარის“ ბანკნოტები და მონეტები, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ლარი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მართვადი, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს: საქართველოში შესაძლოა ბინადრობის მოწმობითაც არ შეგიშვან

საფრანგეთის საელჩო საქართველოში მყოფ საფრანგეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ პოლიციის მხრიდან შემოწმების შემთხვევაში, თითოეულმა პირმა უნდა შეძლოს თავისი ვინაობის დამტკიცება და საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება აეკრძალოს იმ პირებსაც კი, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას. "2023 წლის 28 ნოემბრიდან თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, ყოველდღიურად იმართება ხანდახან მასშტაბური აქციები. ამ აქციების დროს ხშირად ხდება დაკავებები და ძალოვანთა მიერ დემონსტრანტების ძალით დაშლა, განსაკუთრებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე — თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის. ასეთ აქციებში მონაწილეობა შესაძლოა დაჯარიმდეს დიდი ოდენობის ჯარიმებით (5,000 ლარი თითო ჯარიმაზე, რაც აღემატება 1,600 ევროს და შესაძლებელია რამდენიმე ჯარიმის დაკისრება ერთდროულად). რეკომენდებულია, რომ საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოქალაქეებმა თავი შეიკავონ მსგავსი შეკრებებისგან. შეგახსენებთ, რომ პოლიციის მხრიდან შემოწმების შემთხვევაში, თითოეულმა პირმა უნდა შეძლოს თავისი ვინაობის დამტკიცება. საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება აეკრძალოს იმ პირებსაც კი, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას. მოგზაურებს ურჩევენ, გამგზავრებამდე წინასწარ გადაამოწმონ, არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უარის მიღების რისკს ზრდის — მათ შორის შეიძლება იყოს აქციებში მონაწილეობა ან სოციალური ქსელებით გაწეული აქტივობა. საქართველოში ხელმეორედ შესვლა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მსგავსი აქციებში სავარაუდო მონაწილეობისთვის მძიმე ჯარიმების დაუყოვნებლივ გადახდის აუცილებლობასთან", - წერია განცხადებაში.

რუმინეთში, 23 წლის რეალითი შოუს ვარსკვლავი ქუჩაში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყოფილმა პარტნიორმა მოკლა

რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში რეალითი-შოუს 23 წლის ვარსკვლავი, მცირეწლოვანი ქალიშვილის თვალწინ მოკლეს.dailymail-ის ინფორმაციით, თეოდორა მარკუს მაშინ ესროლეს, როდესაც ის პატარა შვილთან და ბიძაშვილთან ერთად სეირნობდა.ახალგაზრდა ორსულ ქალს მკვლელმა 4-ჯერ ესროლა. მედიის ცნობით, მკვლელი მისი ყოფილი პარტნიორი, 49 წლის რობერტ ლუპუა. მკვლელობის მომენტში ქალი 26 კვირის ორსული იყო.თეოდორა მარკუსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მის გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი წყნარად მიუახლოვდა ქალს და ახლო მანძილიდან რამდენჯერმე ესროლა. მედიის ინფორმაციით, მოგვიანებით მამაკაცმა თავი მოიკლა.

ანდრია რაზმაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ანდრია რაზმაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში ტრანსპორტირება და მკურნალობა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს. დახმარების სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე: საქართველო ბანკი; GE50BG0000000541428496; მიმღები: სალომე ზაუტაშვილი;თი ბი სი ბანკი; GE89TB7504945061100032; მიმღები: სალომე ზაუტაშვილი;

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 79-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას რეკორდული რაოდენობის – 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და იგი, მისი მიზნებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული ხასიათისაა.„რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე.რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.ბოლო წლებში ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივად იქცა, ვინაიდან მის თანაავტორთა რიგებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ათეულობით ქვეყანა უერთდება.რეზოლუციის განხილვისას, 3 ივნისს, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), კანადამ (ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სახელით) და იაპონიამ.განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველომ ამჯერადაც შეძლო და არა მარტო შეინარჩუნა, არამედ გაზარდა რეზოლუციის მხარდაჭერის ყოველწლიური დინამიკა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.საგარეო უწყების ცნობით, რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ესპანეთი, ვანუატუ, თურქეთი, იაპონია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, კაბო-ვერდე, კანადა, კირიბატი, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მალავი, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიკრონეზია, მონაკო, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სამოა, სან მარინო, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უნგრეთი, უკრაინა, ფინეთი, ფიჯი, ხორვატია, შვედეთი, ჩეხეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჯიბუტი.

ბოლო სიახლეები