სამშაბათი, მაისი 5, 2026

მარიამ ქვრივიშვილი: 2024 წელი წარმატებით დასრულდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის – ტურისტების ოდენობამ 5.1 მილიონს გადააჭარბა

„წარმატებით დასრულდა 2024 წელი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის, დაფიქსირდა რეკორდული ტურისტული ვიზიტების რაოდენობა, რომელმაც  5.1 მილიონს გადააჭარბა. ჩვენი დივერსიფიკაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ რეკორდულ ნიშნულზე გავიდა გასულ წელს ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების ოდენობა, როგორიც არის ისრაელი, აშშ, საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები, საიდანაც ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მსყიდველუნარიანობით“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

2024 წელს საქართველოში რეკორდული ოდენობის ტურისტული ვიზიტი განხორციელდა და ისტორიული მაქსიმუმი – 5.1 მილიონი ვიზიტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9%-ით მეტია. 2024 წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც  2023 წლის მაჩვენებლებს 4.2%-ით აჭარბებს.

„რა თქმა უნდა, ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, რადგან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები არაერთ წამყვან ავიაკომპანიასთან 2024 წელს. საქართველოს ტურისტულ და საავიაციო ბაზარს მიმდინარე წელს დაემატება ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისი,“ „იზიჯეტი“, ისევე როგორც შვეიცარიის დაბალბიუჯეტიანია ახალი ავიაკომპანია  „ედელვაისი.“ მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება დამატებით პირდაპირი ფრენები დიდ ბრიტანეთთან, მილანთან, ციურიხთან, ასევე ჟენევის მიმართულებით“ – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მსყიდველუნარიანი ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების შემოდინებას, გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულნი არიან ტურიზმის ინდუსტრიაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტარები როცა თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი

ევროპარლამენტარები როდესაც თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ღიაა დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით.„ისინი როდესაც თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ვიზალიბერალიზაციაზე საუბარი სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართველ ხალხზე, ესეც არის თავის მოჭრა და სირცხვილი. თავის მოჭრა და სირცხვილია რეალურად, ამ მდგომარეობაში ჩაიგდოს საკუთარი თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ. ევროპარლამენტი როცა თავს ესხმის ქართველ ხალხს და მედიის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში, ამას არ სჭირდება არავითარი შეფასებაც კი.ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, პოზიცია ნათელია. რა თემაც არ უნდა იყოს, მათ შორის, კანონებით დაწყებული. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ კონკრეტული კანონები, გამჭვირვალობის კანონმდებლობა, მოვახერხეთ ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის მიღწევა. მანამდე იყო რევოლუციის ხუთი მცდელობა ოთხ წელიწადში, ყველა ეს მცდელობა იყო გარედან მხარდაჭერილი და გარედან დაფინანსებული. მივიღეთ გამჭვირვალობის კანონმდებლობა და ქვეყანა დამშვიდდა. ისევ უნდათ, რომ დაბრუნდეს ძველი მდგომარეობა. რისთვის უნდათ, ცხადია, რომ არეულობას მიაღწიონ. საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია. იმისთვის, რომ შეიცვალოს ეს მიდგომა, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„10:00 საათზე დაიწყება” – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს:⛪ ამა წლის 6 მაისს, გიორგობას, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას ქაშუეთის ტაძარში აღავლენს.🔸 ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი კობახიძე – ვინმე თუ დაშორდა ევროპას, ეს თავად ევროპული ბიუროკრატიაა, როდესაც თავს ესხმი მედიის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ დაშორება

მივულოცავ სომხეთს, ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა გუშინ იყო EPC-ის, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვინმე თუ დაშორდა ევროპას, ეს არის თავად ევროპული ბიუროკრატია.„როდესაც თავს ესხმი მედიის თავისუფლებას, როდესაც თავს ესხმი ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ დაშორება. რაც შეეხება EPC-ის ჩატარებას სომხეთში, ამაზე არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ, ერთადერთი მივულოცავ სომხეთს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი იყო გუშინ ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეცნიერ-გამომგონებელი  და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე გარდაიცვალა

ქართველი ავიაციის ინჟინერი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორი. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე გარდაიცვალა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გააძევეს თურქმენეთის, ინდოეთის, თურქეთის, ერაყის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უზბეკეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, იორდანიის, კენიის, სუდანის, ბელორუსის, უგანდის, ნეპალის, პაკისტანის, ფილიპინების, ყირგიზეთის, ზიმბაბვეს, ლიბანის და სხვა სახელმწიფოების, ჯამში, 101 მოქალაქე.„აღსანიშნავია, რომ, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითქმის იმავე რაოდენობის უცხოელი არალეგალის გაძევება განახორციელეს ქვეყნიდან, რაც გასული წლის მანძილზე ჯამურად. შეგახსენებთ, რომ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად  2025 წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯამში, უცხო ქვეყნის 1 311 მოქალაქე გააძევეს საქართველოდან.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები