„ჰეზბოლა“ ცეცხლს ეთამაშება, ლიბანის მთავრობა თუ არაფერს გააკეთებს მის შესაჩერებლად, ქვეყანა ცეცხლში გაეხვევა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერი ნაიმ ქასემი „ცეცხლს ეთამაშება“, ხოლო ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი ქვეყნის მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს.
„ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ვერ იარსებებს, თუ ჩვენს სამხედროებს ცეცხლს გაუხსნიან“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
ოფიციალურად გამოცხადებული ზავის მიუხედავად, ისრაელი და „ჰეზბოლა“ ერთმანეთის წინააღმდეგ დარტყმებს კვლავ აგრძელებენ. ორივე მხარე ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს სამხედრო ოპერაციების გაგრძელების უფლება აქვს და ომის მიზნები ჯერ სრულად მიღწეული არ არის.

