საარჩევნო პროცესი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს. არსებობს რაღაც კონკრეტული შემთხვევები, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ყოფილი ძალოვნები ცდილობენ გარკვეულ შევიწროებას ჩვენი აქტივისტების, მაგრამ ამას არანაირი ეფექტი და მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„არჩევნები ზუგდიდში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, სამწუხაროდ, როგორც ყველგან მთლიანად საქართველოში, ზუგდიდშიც გვაქვს შემთხვევები, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს დეზინფორმაციას, სიცრუეს, გარკვეულ სახელსა და გვარებს ამბობს, ასახელებს ავტომობილების სანომრე ნიშნებს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, აქ მსგავსი არაფერი ხდება. როგორც შარშან იყო უაზრო და უშედეგო მცდელობა, რაღაცნაირად კომპრომეტირება მოეხდინათ საარჩევნო პროცესისა და გარემოსი ზუგდიდში, ეს აქ არ ხდება. უკვე დაახლოებით 20 უბანზე ვიყავი. ძალიან მშვიდი საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს. არსებობს რაღაც კონკრეტული შემთხვევები, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ყოფილი ძალოვნები ცდილობენ, რაღაც გარკვეულ შევიწროებას ჩვენი აქტივისტების, მაგრამ ამას არანაირი ეფექტი და მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმას, გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები, ვინაიდან ჩვენი ამომრჩევლის აქტივობა ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე, ექსცესებს ნამდვილად არ ველოდებით“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.