მგონი, მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს, ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით გამოდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა.
კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი არასერიოზულია.
„აბსოლუტურად არასერიოზულია ეს განცხადებები. წლების განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული, მას არაერთი ასეთი განცხადება გაუკეთებია, თუმცა ყოველ ჯერზე მისი განცხადებები ცარიელ განცხადებებად დარჩა. ბუნებრივია, ასე გაგრძელდება მომავალშიც. სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. მგონი, ეს ყველასთვის სრულიად ცხადია“, – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 13 ივლისს სასამართლო პროცესზე განაცხადა: „მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული პლატფორმა მოგვიტანს ნამდვილ თავისუფლებას. დავანებოთ თავი კბენებს, ინტრიგებს, მით უმეტეს, ჩემთან ქიშპობას“.

