ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

ილია მეორე: ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია

დღევანდელ დღეს მსოფლიო საპატრიარქომ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“ჩვენმა ეკლესიამ გადაარჩინა ქართული სარწმუნოება, ქართული კულტურა, ქართული ენა და დამწერლობადღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს კლდესა ზედა ავაშენო ეკლესია ჩვენი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.დიდება უფალს, რომელმაც მოგვცა ჩვენ ეს უდიდესი საუნჯე, მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო, ძნელი წარმოსადგენია. ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია. ამ დღეს გადაწყდა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მართლმადიდებელი სარწმუნოება იყოს ჩვენი გზამკვლევი, ჩვენი გადამრჩენი“,- აღნიშნა პატრიარქმა.

დიდმარხვის პირველ კვირას, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს, კერძოდ ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას.

ხატმბრძოლობა მე-8 საუკუნის I ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლობაში მძვინვარებდა. ხატმბრძოლობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა.

ამასთან, 842 წელს ადგილობრივმა კრებამ, რომლის აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა, ხატმბრძოლობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა. იმ დღიდან მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასწაულობს.

დიდმარხვა წელს 19 თებერვალს დაიწყო და 50-ე დღეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება, რომელიც 8 აპრილს აღინიშნება. დღეს ასევე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს უდიდესი პატივით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალების დღე, ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას30 აპრილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე, ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად მსახურობენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხს აქვს თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია, საუკუნეების განმავლობაში წინაპრები დაუღალავად იბრძოდნენ საკუთარი იდენტობის, სარწმუნოებისა და მიწა-წყლის დასაცავად.„საქართველოს თავდაცვის ძალების დღე არა მხოლოდ სამხედროების პროფესიული დღესასწაული, არამედ მთელი საზოგადოების ერთიანობის, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისა და ეროვნული თვითშეგნების გამოხატულებაა.ქართველი ხალხის ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა. სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები დაუღალავად იბრძოდნენ საკუთარი იდენტობის, სარწმუნოებისა და მიწა-წყლის დასაცავად. სწორედ ამ უწყვეტმა პრინციპულმა ბრძოლამ ჩამოაყალიბა ჩვენი ეროვნული ხასიათი და ის შინაგანი ძალა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას არაერთი ისტორიული განსაცდელი გადაატანინა“, – განაცხადა  მიხეილ ყაველაშვილმა.მისივე თქმით, სამხედრო სამსახური ეროვნული ერთობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს.„ჩვენთვის, ქართველებისთვის, სამხედრო სამსახური მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის ღრმა ტრადიციის გაგრძელება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ტრადიციის, რომელიც ერთ მთლიანობად კრავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, და ჩვენი ეროვნული ერთობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სგპ ,,სარფსა“ და ,,ბათუმის პორტში“ საბრძოლო ვაზნებისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,ბათუმის პორტი“ მებაჟე ოფიცრებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 149 ცალი საბრძოლო ვაზნისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა.საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული აღნიშნული საქონელი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონისა და სატვირთო ავტომობილის მისაბმელი განყოფილების დეტალური დათვალიერებისას იქნა აღმოჩენილი.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

როდის დათბება საქართველოში – როგორია განახლებული ამინდის პროგნოზი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.„მაისის პირველი კვირა საქართველოში კვლავ არასტაბილური და გრილი იქნება, არათანაბრად განაწილებული ნალექითა და პერიოდულად ძლიერი ქარით.ამის ძირითადი მიზეზი ატმოსფერული წნევის არამდგრადობა და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ციკლონთან არსებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასების ხშირი გავრცელება იქნება. ჯერჯერობით, ახალი თვის დასაწყისში, ხანგრძლივი პერიოდით - არც დათბობა და არც მშრალი პერიოდია მოსალოდნელი.ვარდობისთვე საქართველოში ყოველთვის იყო ხიდი -სევდიან სიჩუმესა და ზაფხულის სიხარულის ხმაურს შორის. გპირდებით თვის მეორე ნახევარში, საქართველო კვლავ შეიგრძნობს გაზაფხულის ნამდვილ სუნთქვას - ყვავილებით, ზღვისპირა სიცილით და მთის ბილიკებზე გაღვიძებული სიცოცხლით...",- წერს ფარტენაძე.  

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შემცირების საკითხს განიხილავს

აშშ გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შემცირების საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.„შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შესაძლო შემცირებას, რის შესახებაც გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

„ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა

ნავთობის ფასები ისევ იზრდება და 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს აღწევს, ეს კი იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის პორტების ბლოკადის გახანგრძლივებას განიხილავს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.მედიის ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 12 პროცენტზე მეტით მოიმატა და ერთ ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა.ხოლო ამერიკული West Texas Intermediate-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი სამ პროცენტზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 110 დოლარს გადააჭარბა.

ბოლო სიახლეები