ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026

ზაქარია ქუცნაშვილმა ბეირუთში, ლიბანის პარლამენტში, სპეციალური მოხსენება წაიკითხა.

“ ბეირუთში, ლიბანის პარლამენტში მიმდინაროებს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ერთიანობა მრავალფეროვნებაში და თავისუფლებების ძირითადი პრინციპები ქრისტიანებისა და მუსლიმებისათვის ახლო აღმოსავლეთში“. კონფერენციაში მონაწილოებას იღებს მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლიის საერთაშორისო სამდივნოს წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც კონფერენციაზე სპეციალური მოხსენება წაიკითხა. მისი აზრით ამ ორ დიდი სამყაროს – ქრისტიანული და მუსულმანურის მშვიდობიანი თანაარსებობისათვის აუცილებელია „კონსტრუქციული პოლიტიური და რელიგიათაშორისი დიალოგი, რომ ვიპოვოთ ის, რაც გვაერთიანებს. გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა დავეყრდნოთ პირველ და უმთავრეს პრინციპს, რომ ჩვენ საერთო სახლი გვაქვს, – პლანეტა დედამიწა და მისთვის ზიანის მიყენება გაუთავებელი ომებითა და კონფლიქტებით, ისევ ჩვენ გვაზარალებს. უნდა დამთავრდეს რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ძალადობრივი ექსტრემიზმი ეთნიკური ნიშნით მსოფლიოს ყველა რეგიონში. ეს განსაკუთრებით რთული იქნება იქ, სადაც მცირე ტერიტორიაზე, რამდენიმე რელიგია იყრის თავს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. გულწრფელი სურვილის შემთხვევაში – ამისათვის მარტივი ფორმულა არსებობს: ერთმანეთში დავინახოთ საკუთარი თავი და სხვას ვუსურვოთ მხოლოდ ის, რასაც საკუთარ თავს ვუსურვებდით.“ ის მოხსენებაში შეეხო იმ მთავარ მსგავსებებს რაც ქრისტიანს მუსულმანისაგან არ განასხვავებს: „ადამიანებს, ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო. ერთნაირად უყვართ თავისი მშობლები, შვილები, მეგობრები, ერთნაირად ახარებთ მათი წარმატება, ერთნაირად სურთ მათთვის მშვიდობა და ბედნიერი მომავალი. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს უჭირთ დაინახონ ასეთივე ადამიანი მის იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეში და იყვნენ შემწყნარებლები ერთმანეთის მიმართ. სწორედ ამაში უნდა დაეხმაროს მათ რელიგია და ასწავლოს ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანი ცხოვრება. ეს არის პირველი კონცეპტუალური კორექცია, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ პოლიტიკოსებმა“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვერაზე სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა

ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.შემთხვევის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა.„დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა",- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ხეჩინაშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული.

ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის მიღებაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლო

ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის მიღებაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლო. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდას“ ევროკავშირის რამდენიმე დიპლომატმა განუცხადა.უკრაინული მედიის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას ევროკავშირის ელჩები 23 ივლისს კიდევ ერთხელ შეეცდებიან.„დღეს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა სანქციების 21-ე პაკეტზე კონსენსუსს ვერ მიაღწია, რადგან საბერძნეთი კვლავ მოითხოვს პაკეტიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის მომსახურების სრულ აკრძალვაზე გამონაკლისის დაშვებას, განსაკუთრებით მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირების შემთხვევაში. დისკუსია ხვალ დილით გაგრძელდება“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.მედიის ცნობით, 22 ივლისს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის დღის წესრიგში პირველი საკითხი სანქციების 21-ე პაკეტი იყო, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და გადაწყდა, რომ განხილვა საღამოსთვის, დღის ბოლო საკითხად გადაეტანათ. დისკუსიის შემდეგ, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, განხილვის შეწყვეტა და მომდევნო დღისთვის გადადება გადაწყდა.ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა ვერც 15 ივლისს შეძლო გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის მიღებაზე. როგორც მედია წერს, მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა საბერძნეთის მოთხოვნა, რომ მისთვის გაგრძელებულიყო რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში რეექსპორტის უფლება.ცნობისთვის, მანამდე „ფაინენშალ თაიმსი“ წერდა, რომ ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერა სუსტდება, რადგან წევრი ქვეყნების მთავრობები არ თანხმდებიან ისეთი ზომების მიღებაზე, რომლებმაც შესაძლოა, მათი წამყვანი კომპანიები დააზარალოს.„ფაინანშელ თაიმსი“ ასევე წერს, რომ საბერძნეთი სანქციების მთელი პაკეტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს, თუ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირების გაგრძელებასთან დაკავშირებით გამონაკლისი არ დამტკიცდება. პორტუგალიამ და გერმანიამაც მოითხოვეს, სანქციების პაკეტიდან ამოეღოთ რუსული თევზის შესყიდვის აკრძალვა. მათი განცხადებით, ეს აუცილებელია ადგილობრივი თევზის გადამამუშავებელი მრეწველობის მხარდასაჭერად.გამოცემის ცნობით, საფრანგეთი და იტალია, როგორც მსხვილი ტურისტული მიმართულებები, მოითხოვენ, შემსუბუქდეს აკრძალვა, რომელიც უკრაინაში ომში მონაწილე რუსი სამხედროებისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემას ეხება. ავსტრიამ კი, კიდევ ერთხელ მოითხოვა გაყინული რუსული აქტივებიდან ორი მილიარდი ევროს განბლოკვა, რათა ავსტრიულმა Raiffeisen Bank-მა რუსეთში დაკისრებული ჯარიმის კომპენსაცია მიიღოს.გამოცემის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს ზომებს, რომლებიც მიმართულია რუსეთის ექსპორტისა და ქვეყნის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ. ასევე მოიცავს მექანიზმს, რომელიც რუსული ნედლი ნავთობის საექსპორტო ფასის ხელოვნურად დაბალ დონეზე შენარჩუნებას ისახავს მიზნად, თუმცა, „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, წევრი სახელმწიფოების ვეტოების გამო ამ სისტემის მუშაობაც საფრთხის ქვეშ დგება.

სროლა ვერაზე – ვრცელდება ახალი დეტალები

თბილისში, ვერაზე სროლის შედეგად 3 ადამიანია დაჭრილი. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაჭრილებს შორის ერთი, გამვლელი ქალია, ორი კი 17 და 18 წლის ბიჭები.სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანა.ადგილზე ამ დრომდე, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

„ნოდარ დუმბაძე რომ ცოცხალი იყოს და ამას უყურებდეს, „აბდლები მაგენიო“ იტყოდა და მორჩებოდა ამით ეს ისტორია…“ – იაგო ხვიჩია

„ნოდარ დუმბაძე რომ ცოცხალი იყოს და ამას უყურებდეს, ალბათ ერთს მიაგინებდა, „აბდლები მაგენიო“ იტყოდა მორჩებოდა ამით ეს ისტორია...“, - ამის შესახებ  პარტია ,,გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და ცდილობდა მასთან ნდობაში შესვლას. ასევე, მის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით (14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ადევნება) წარედგინა.გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

ბოლო სიახლეები