ზაქარია ქუცნაშვილმა ბეირუთში, ლიბანის პარლამენტში, სპეციალური მოხსენება წაიკითხა.

Read Time:1 Minute, 1 Second

“ ბეირუთში, ლიბანის პარლამენტში მიმდინაროებს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ერთიანობა მრავალფეროვნებაში და თავისუფლებების ძირითადი პრინციპები ქრისტიანებისა და მუსლიმებისათვის ახლო აღმოსავლეთში“. კონფერენციაში მონაწილოებას იღებს მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლიის საერთაშორისო სამდივნოს წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც კონფერენციაზე სპეციალური მოხსენება წაიკითხა. მისი აზრით ამ ორ დიდი სამყაროს – ქრისტიანული და მუსულმანურის მშვიდობიანი თანაარსებობისათვის აუცილებელია „კონსტრუქციული პოლიტიური და რელიგიათაშორისი დიალოგი, რომ ვიპოვოთ ის, რაც გვაერთიანებს. გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა დავეყრდნოთ პირველ და უმთავრეს პრინციპს, რომ ჩვენ საერთო სახლი გვაქვს, – პლანეტა დედამიწა და მისთვის ზიანის მიყენება გაუთავებელი ომებითა და კონფლიქტებით, ისევ ჩვენ გვაზარალებს. უნდა დამთავრდეს რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ძალადობრივი ექსტრემიზმი ეთნიკური ნიშნით მსოფლიოს ყველა რეგიონში. ეს განსაკუთრებით რთული იქნება იქ, სადაც მცირე ტერიტორიაზე, რამდენიმე რელიგია იყრის თავს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. გულწრფელი სურვილის შემთხვევაში – ამისათვის მარტივი ფორმულა არსებობს: ერთმანეთში დავინახოთ საკუთარი თავი და სხვას ვუსურვოთ მხოლოდ ის, რასაც საკუთარ თავს ვუსურვებდით.“ ის მოხსენებაში შეეხო იმ მთავარ მსგავსებებს რაც ქრისტიანს მუსულმანისაგან არ განასხვავებს: „ადამიანებს, ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო. ერთნაირად უყვართ თავისი მშობლები, შვილები, მეგობრები, ერთნაირად ახარებთ მათი წარმატება, ერთნაირად სურთ მათთვის მშვიდობა და ბედნიერი მომავალი. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს უჭირთ დაინახონ ასეთივე ადამიანი მის იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეში და იყვნენ შემწყნარებლები ერთმანეთის მიმართ. სწორედ ამაში უნდა დაეხმაროს მათ რელიგია და ასწავლოს ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანი ცხოვრება. ეს არის პირველი კონცეპტუალური კორექცია, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ პოლიტიკოსებმა“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საბავშვო ბაღების თანამშრომლები სააღდგომოდ ფულად წახალისებას მიიღებენ
Next post არჩილ თალაკვაძე – ჩვენი სურვილია, გიორგი მარგველაშვილის მოხსენება და დებატები ისე წარიმართოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტს შეეფერება