ბავშვობაში იგი ოჯახთან ერთად, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ფერეიდანიდან საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც თავად იხსენებს, ცხოვრების ახალი ეტაპი მარტივი არ ყოფილა. ოჯახს ქვეყანაში, რომელთანაც ისტორიული ფესვები აკავშირებდა, თითქმის ყოველგვარი რესურსის გარეშე თავიდან მოუწია საკუთარი მომავლის შენება. თუმცა შრომით, შეუპოვრობითა და მიზანდასახულობით მან შეძლო წარმატების მიღწევა-ამის შესახებ ირანის ელჩი სოციალურ ქსელში წერს.
,,დღეს ირანის საელჩოში ირანის მოსახლეობას ერთი მოქალაქე შეემატა, თუმცა საქართველოს მოსახლეობას არც ერთი მოქალაქე არ მოჰკლებია!
დღეს საელჩოში ისეთი მომენტი განვიცადე, რომელიც არა მხოლოდ ადმინისტრაციული პროცედურა, არამედ ორი ერის იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და ურთიერთკავშირის ცოცხალი გამოხატულება იყო.
დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ, ბატონ ბათავანის, წარმოშობით ქართველ ირანელ თანამოქალაქეს, ირანული პირადობის მოწმობა კვლავ დაუბრუნდა და მან ხელახლა მოიპოვა ირანის მოქალაქეობა.
ის ბავშვობაში, ოჯახთან ერთად, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ფერეიდნიდან საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც თავად იხსენებს, ემიგრაციის პირველი წლები ძალიან მძიმე იყო. მაშინ მის ოჯახს იმ ქვეყანაში, რომელთანაც ისტორიული ფესვები აკავშირებდათ, თითქმის ყოველგვარი რესურსის გარეშე თავიდან მოუწია ცხოვრების დაწყება. თუმცა შრომისა და შეუპოვრობის წყალობით, მან წარმატებას მიაღწია და მრავალი წლის შემდეგ გადაწყვიტა დაბრუნებოდა საკუთარ დაბადების ადგილს — ფერეიდანს — და კვლავ მოეპოვებინა ირანის მოქალაქეობა.
მოხარული ვარ, რომ ჩვენი საელჩოს საკონსულო განყოფილების თანამშრომლების ძალისხმევით ეს სურვილი განხორციელდა და დღეს პატივი მერგო, პირადად გადამეცა მისთვის ირანული პირადობის მოწმობა.
დღეს ირანის მოსახლეობას ერთი მოქალაქე შეემატა, თუმცა საქართველოს მოსახლეობას არც ერთი მოქალაქე არ მოჰკლებია.
რადგან ეს დაბრუნება საქართველოსგან განშორებას არ ნიშნავს; პირიქით, იგი კიდევ ერთხელ გვახსენებს ორ ერს შორის არსებულ ღრმა ისტორიულ, კულტურულ და ცოცხალ კავშირებს. ადამიანები, რომლებიც ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, დღემდე ინარჩუნებენ საერთო ისტორიულ მეხსიერებას, ემოციებსა და თავიანთი საერთო იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს.
ბატონი ბათავანის ამბავი მხოლოდ ერთი პირადობის მოწმობის ისტორია არ გახლავთ; ეს არის იმ ხიდის ისტორია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მტკიცედ აკავშირებს ირანსა და საქართველოს და გვიჩვენებს, რომ იდენტობას ზოგჯერ შეუძლია ერთდროულად ორი სახლი და ორი სამშობლო ჰქონდეს”-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი.

