ხუთშაბათი, ივლისი 30, 2026

შიო მესამე – სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მსახურებისას ვეცადე, მესწავლა ეშხი, სიყვარული სამეგრელოსი, რის გარეშეც შეუძლებელია, შეიცნო ქართული სული, კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსი

ჩვენ, როგორც ადამიანები, მეტად თუ ნაკლებად ვცოდავთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ სინანულიც. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ დროებითი, მიწიური სიცოცხლე მხოლოდ მომზადებაა მარადიულისთვის და მომავალ სამსჯავროზე მოგვიწევს პასუხისგება თითოეული ფუჭად წარმოთქმული სიტყვისთვისაც კი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „მარხვის პერიოდში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, პატივი მივაგოთ ამ დიდ მოღვაწეს, უდიდეს წმინდანს, შევისმინოთ მისი მოწოდებებისა და ქადაგების“.

„დღეს არის ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაული, რომელიც ნაკურთხია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელზე. დღეს ვიხსენებთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. ეს ტაძარი განსაკუთრებულია სენაკელებისთვის, რადგან ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ხალხის, მრევლისა მონაწილეობდა ამ ტაძრის მშენებლობაში. განსაკუთრებით საყვარელია ეს ტაძარი სენაკელებისთვის. მინდა, განსაკუთრებით გავიხსენო მღვდელმონაზონი ამბაკონი, რომელიც იყო მოთავე ტაძრის მშენებლობის, მთავარი ორგანიზატორი. ყველას მადლობა ამ შესანიშნავი ტაძრის აგებისთვის.

მინდა, განსაკუთრებული სიყვარული გამოვთქვა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიისადმი. ვმადლობ უფალს, რომ მომიწია ამ ძვირფას ეპარქიაში მსახურება და მომზადება თურმე, როგორც ყოფილა ღვთის ნება, კათოლიკოს-პატრიარქის საპატრიარქო მსახურებისთვის. მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთს, რომ აქ მომიწია მსახურება, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ეპარქიაში. ვისწავლე თქვენთან ურთიერთობით და იმ დიდი წმინდანების მოხსენიებით, მათ ცხოვრებაზე მუშაობით, შესწავლით, რომლებიც იღწოდნენ ამ წმინდა ეპარქიაში. ალბათ ვეცადე, შეძლებისდაგვარად მესწავლა მთავარი რამ, ეს არის ეშხი, სიყვარული, დიდი სილამაზე და კულტურა სამეგრელოსი, რისი ცოდნის გარეშეც შეუძლებელია, დღეს შეიცნო ქართული სული, ჩვენი კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსიც. ვმადლობ უფალს, რომ ეს ყველაფერი მომცა და თქვენთან ერთად მამსახურა ამდენი წელი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, შეგეწიოთ წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მისი ლოცვით, უფალი შეგვეწიოს სინანულის სწავლაში და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი. ღმერთმა გაამთლიანოს და გააძლიეროს, გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა შიო მესამემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გოგა მანიას გაფრთხილება

ეზოთერიკოსი, გოგა მანია მოსახლეობას აფრთხილებს:„ინფორმაცია ჯადოზე და მაგიაზე. ის რაც აქამდე არ იცოდით... შიშველი ხელებით არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ, მაგიურ ნივთებს, სწორედ მაშინ იწყებს აქტიურობას, როცა მას ეხებით. იყავით ფრთხილად“,- ამბობს გოგა.ნახეთ, ვიდეო: 

საპატრიარქოს უწყებანი ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში ახალი მღვდელმსახურის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.„ამა წლის 26 ივლისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი სიხარულიძეს.მღვდელი გიორგი ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ადამიანი ვიყავი, მან შემცვალა” – თოფურია მუნდიალის გმირ ფერან ტორესს შეხვდა

"ბარსელონას" ფორვარდმა ფერან ტორესმა, რომელიც იბიცაზე ისვენებს, სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, საიდანაც ირკვევა, რომ ის UFC-ის ქართველ მებრძოლ ილია თოფურიას შეხვდა.ტორესისთვის თოფურიასთან კავშირი მის განვითარებაში მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. YouTuber Jordi Wild-ის "პოდკასტში" ადრე საუბრისას ტორესმა ახსნა, თუ როგორ შეცვალა მებრძოლთან შეხვედრამ მისი პირადი აზროვნება და სპორტისადმი პროფესიული მიდგომა."პირველივე შეხვედრისას საერთო ენა მალევე გამოვნახეთ. მან ბრძოლის წინ მითხრა, რომ მოწინააღმდეგე 1 რაუნდსაც ვერ გაუძლებდა. ვიფიქრე: "მინდა, მისნაირი ვიყო".ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ფერანი ვიყავი და შემდეგ სულ სხვანაირი გავხდი", - იხსენებს ტორესი.ამ შეხვედრის შემდეგ, ესპანელმა თავდამსხმელმა მთლიანად შეცვალა ყოველდღიური ვარჯიშისა და ჯანმრთელობის რეჟიმი. მან მწვრთნელს დღეში ორი ვარჯიში, ხოლო ნუტრიციოლოგს სამი კილოგრამის დაკლებაში დახმარება სთხოვა და ფიზიოთერაპევტთან ერთად ორსაათიანი ყოველდღიური აღდგენითი პროცედურები დაგეგმა.თოფურიასთან ურთიერთობამ ფერანის ცნობილი სახელი "ზვიგენიც" გამოიწვია. მან "ბარსელონაში" თანაგუნდელებს ილიას ფრაზა უთხრა, სადაც ის აცხადებდა, რომ ზვიგენი იყო, რომელსაც დიდი თევზების არ ეშინოდა. ამის შემდეგ "ბლაუგრანას" ფეხბურთელებმა ტორესს სოციალურ ქსელში ზვიგენის ემოჯებით უპასუხეს.

კახა კალაძე – აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს – შესაბამისი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რამდენიმე მიმართულებით, რაც...

აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ამ დროისთვის, მთლიანად დასრულებულია ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები.„რუსთაველის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა. მეორე დღიდანვე ობიექტზე შევიდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელმაც წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრულმასშტაბიანი განახლება დაიწყო. ეს მომავალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამზირის საინჟინრო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის განმარტებით, ტროტუარზე დაწყებულია მიწისქვეშა კაბელარხების მოწყობაც, სადაც შემდგომ ელექტროსადენები განთავსდება.„კონტრაქტორი კომპანია აქტიურად ახორციელებს ტროტუარზე არსებული მოაჯირების, ბორდიურისა და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების დემონტაჟს, რათა მომდევნო ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეები მოეწყოს. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ობიექტზე შესაბამისი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.„აღსანიშნავია, რომ ყველა სამუშაო ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, რაც პროექტის შესრულების ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებს. ობიექტზე ღამის საათებში ხდება შეგროვებული მასალის გატანა, ასევე, ახალი სამშენებლო მასალის შეტანა, რომ დღის მანძილზე დიდი მანქანების მოძრაობა შეზღუდული იყოს. შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით. სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი, ჰლუნ სოლო გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის გარდაცვლილი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ნახეს.ბლოგერის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 13 ივლისს გავრცელდა, ოჯახი მას ამ დრომდე ეძებდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები