ისრაელი დაიცავს საზღვაო ნავიგაციის თავისუფლებას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰაიფაში საზღვაო ბაზაზე ვიზიტის დროს განაცხადა.
„მე დავისახე მარტივი მიზანი. საზღვაო ძალების და ისრაელის მიზანია, უზრუნველყოს საზღვაო მარშრუტების და საზღვაო ვაჭრობის თავისუფლება, რაც ასე მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ აღნიშნული განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმების შესახებ. ასევე, იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმით დაიმუქრნენ.

