პარასკევი, აპრილი 17, 2026

დონალდ ტრამპი – ეროვნული გვარდია ლოს ანჯელესში დარჩება იქამდე, ვიდრე ვითარება უსაფრთხო არ გახდება

ეროვნული გვარდია ლოს ანჯელესში დარჩება იქამდე, ვიდრე ვითარება უსაფრთხო არ გახდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„გუშინდელი ღამე საშინელი იყო. წინა ღამეც საშინელი იყო. ადამიანები დიდი, მძიმე ჩაქუჩებით ურტყამდნენ ბეტონს და ბორდიურებს, ურტყამდნენ, ამტვრევდნენ და ხალხს აძლევდნენ ბეტონის დიდ ნაჭრებს. ისინი იღებდნენ ამ ბეტონს, ადიოდნენ ხიდებზე და ყრიდნენ მანქანების სახურავზე. ისინი ესროდნენ ჩვენს პოლიციას. ისინი ესროდნენ ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც იქ არიან და ჩვენ ეს შევაჩერეთ. ახლა ისინი დაკავებული გვყავს. შეხედეთ, ახლა რომ არ ჩავრთულიყავით, ლოს ანჯელესი ისევე დაიწვებოდა, როგორც რამდენიმე თვის წინ იწვოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის ესაუბრა ბოლოს კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომს, ტრამპმა უპასუხა, რომ მას ერთი დღის წინ ესაუბრა.

„ერთი დღის წინ დავურეკე და ვუთხარი, რომ უკეთ უნდა იმუშაოს. ის საქმეს ცუდად აკეთებს, ბევრ სიკვდილს იწვევს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ლოს ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციები ამბოხია, შესაბამის კანონს აამოქმედებს.

„ამბოხება თუ იქნება, მე აუცილებლად ავმოქმედდები. მე შემიძლია, გითხრათ, რომ ლოს ანჯელესში იყო გარკვეული რაიონები, სადაც, შეიძლება ითქვას, რომ ეს ხდებოდა. ეს საშინელება იყო, მაგრამ ისინი ამაში ფულს იღებდნენ. ესენი იყვნენ ანაზღაურებადი ამბოხებულები. ისინი ამაში ფულს იღებდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

კალიფორნიაში არეულობა 6 ივნისს დაიწყო. საიმიგრაციო სამსახურების რეიდების წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტები შტატის რამდენიმე ქალაქში სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. არეულობის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის 4 ათასი წევრის და 700-მდე საზღვაო ქვეითის განთავსების განკარგულება გასცა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება “მძიმე დარტყმას” მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება "მძიმე დარტყმას" მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და დააკარგინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ბრიუსელის მხრიდან დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით, მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას და საფრთხეს შეუქმნის ახლობლებს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებას, რომლებიც საქართველოში და რუსეთში ცხოვრობენ - მათ შეიძლება დაკარგონ ერთმანეთის ნორმალურად მონახულების შესაძლებლობა. გარდა ამისა, საქართველოს მოუწევს შეურთდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ ენერგეტიკულ ემბარგოს,“ - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი მთავარი და სანდო მიმწოდებელი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის მიმართულებით. „ევროკავშირში გაწევრიანება ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაკარგავს შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან, რომლებიც მისთვის მთავარი საექსპორტო ბაზრებია,“- დასძინა ზახაროვამ. ასევე ზახაროვას თქმით, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება, გამოიწვევს რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას. "ეს უბრალოდ ანტირუსული სანქციები არ არის - ეს არის არალეგიტიმური, უკანონო სანქციები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით დაწესდა. რას ნიშნავს ეს კონკრეტულად საქართველოსთვის? მაგალითად, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას და მკაცრი სავიზო რეჟიმის შემოღებას,“ — განაცხადა მან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.რა იცვლება კონკრეტულად?ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე; ან საინვესტიციო მიზნით; ან სათამაშო ბიზნესში; ან ვირტუალურ აქტივებთან; ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.„მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, - ამბობენ ეროვნულ ბანკში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელ-ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელ-ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.ისრაელი და ლიბანი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეს,17:00 საათზე დაიწყება. განცხადებაში შეთანხმება აღწერილია, როგორც „ისრაელის მთავრობის კეთილი ნების ჟესტი“.განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარემ ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ დაადასტურა, რომ ისინი „ომში არ არიან“ და მზად არიან აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა, გაგრძელდეს, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისრაელს კვლავ აქვს უფლება, „თავდაცვის მიზნით საჭირო ზომები მიიღოს ნებისმიერ დროს“.„შეთანხმების დაწყებისთანავე, ლიბანის მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა გააძლიეროს კონტროლი შეიარაღებულ ჯგუფებზე, მათ შორის „ჰეზბოლაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, ისრაელმა და ლიბანმა მოითხოვეს, რომ აშშ-მა „გააგრძელოს პირდაპირი მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის ყველა დარჩენილი საკითხის გადაჭრის მიზნით“.

ვიქტორ ორბანი – ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, ამბიციის ან შთაგონების მიღებას, ახლა დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ვებრძვი

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ებრძვის.„ცხოვრებაში ბევრი რამ გამიკეთებია. შესაძლოა, ზოგჯერ დავღლილვარ კიდეც, თუმცა ახლა, მარცხის შემდეგ, უცებ უფრო ახალგაზრდად ვგრძნობ თავს. ამ ტკივილმა ჩემში დიდი ენერგია გააღვიძა“,- აღნიშნა ორბანმა.მისი თქმით, ჯერ არ იცის, საიდან მიიღებს მომავალში მოტივაციას.„ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, მოტივაციის, ამბიციის ან შთაგონების მიღებას. ახლა, როგორც გითხარით, დაღლილობას, ტკივილს და სიცარიელეს ვებრძვი“,- განაცხადა ორბანმა.ორბანის თქმით, თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ გუნდს სხვა როლი სჭირდება, მზად არის გვერდით დადგეს, თუმცა თუ კვლავ ლიდერობა დაევალება, ამასაც გააკეთებს.

გია ხუხაშვილი – წარმოუდგენელია, როცა ოპოზიცია ერთმანეთთან ნიშნის მოგებით იწყებს ლაპარაკს – დაოკდით, რად გინდათ სალომე ზურაბიშვილის ბოდიში, 2025 წელს რომ უხსენებ, დღეს გაქვთ...

გაჩერდით, დაოკდით, რა ბოდიშებს ითხოვთ, რად გინდათ სალომე ზურაბიშვილის ბოდიში, როდესაც ხვალ თუ ზეგ განწირული ხართ მასთან თანამშრომლობაზე , - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების განცხადებას, რომელთაც სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო.„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც სალომე ზურაბიშვილს 2025 წელს გაკეთებულ განცხადებებს უხსენებენ, ამით ისინი იმ ხიდებს წვავენ, რომელიც აახლოებთ.„ეს ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი პროცესია, როცა ოპოზიცია ერთმანეთთან ნიშნის მოგებით იწყებს ლაპარაკს. ადამიანს აქვს უფლება, რომ შეიცვალოს აზრი. 2005 წელს რომ რაღაც ვთქვი, მთელი ცხოვრება იმის მძევალი უნდა ვიყო? მეც ბევრ რამეს ისე ვფიქრობდი და ახლა სხვანაირად ვფიქრობ. ადამიანი ვითარდება, ვითარებაც იცვლება და მოსაზრებებს და ტაქტიკას ცვლის. ამის წამოძახება რა უბედურებაა, სად ისწავლა ამ ხალხმა პოლიტიკა? თვითდაზიანებას იყენებენ, მეტს არაფერს არ შვრებიან. რაზე სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს პასუხისმგებლობის აღებას? რა ფორმით აიღოს ეს პასუხისმგებლობა, თავზე ნაცარი დაიყაროს, ეს არის მიზანი? ამის დროა ახლა, ბოდიში იხადოს სალომე ზურაბიშვილმა? ბოდიშს რომ მოიხდის სალომე ზურაბიშვილი, ესენი ცხვირს აწევენ, ჩვენ რა მართლები ვიყავითო? სალომე ზურაბიშვილიც ამდენს უპოვის მათ ბიოგრაფიაში ისეთს, რომ წამოაძახებს და ეს უნდა ხელისუფლებას. ამათმა რაღაც განცხადება ნახეს, ახლა ის გახარიას რამე განცხადებას ნახავს 2013 წლისას ან 2014 წლისას და ასე გადის ცხოვრება. გაჩერდით, დაოკდით, რა ბოდიშებს ითხოვთ, რად გინდათ სალომე ზურაბიშვილის ბოდიში, როდესაც ხვალ თუ ზეგ განწირული ხართ მასთან თანამშრომლობაზე. თუ რა ჰგონია გახარიას გუნდს? ექსკლუზიურად ხელისუფლებაში მოვლენ? ყველას გათათხავენ, გალანძღავენ და თვითონ დარჩებიან?თუ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, შენც ამბობ, რომ მივიღოთ მონაწილეობა, დღეს თქვენ გაქვთ შეხების წერტილი. 2025 წელს რომ უხსენებ და ბოდიში მომიხადეო, ფაქტობრივად ამ ხიდებს წვავ. ბოდიშ თუ გინდა მოისმინო, შეხვდი შე კაი ადამიანო, დაელაპარაკე და იქ შეიძლება მოგიხადოს ბოდიში, მაგრამ საჯარო ბოდიშს რომ ითხოვს, რა თამაშია ეს?“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

ბოლო სიახლეები