ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება.

როგორც ტრამპმა განმარტა, ის ისრაელსა და ლიბანს შორის დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს.

„ვცდილობ გარკვეული სივრცე შევქმნა ისრაელსა და ლიბანს შორის. ძალიან დიდი დრო გავიდა, რაც ორ ლიდერს ერთმანეთთან არ უსაუბრია, დაახლოებით 34 წელი. ეს ხვალ მოხდება“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ისრაელის ოფიციალურმა პირმა მედიას განუცხადა.

ლიბანელი ოფიციალური პირების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, მალე გამოცხადდეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიკა ფილფანი – ხალხი, რომელიც დღეს არჩევნების გზით ავტორიტარული რეჟიმის შეცვლაზე საუბრობს, 2025 წელს არჩევნების წინააღმდეგ კამპანიას ეწეოდა

უნგრეთი კარგი მაგალითია უნგრეთისთვის, რომ არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენს გუნდს უნგრეთის და სხვა ქვეყნების მაგალითი არასდროს გვჭირდებოდა, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ვიკა ფილფანმა განაცხადა.მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ქვეყანაში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს.„ხალხი, რომელიც დღეს საუბრობს, რომ თურმე შესაძლებელია, არჩევნების გზით შეიცვალოს, მათ შორის, ავტორიტარული რეჟიმი, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინააღმდეგ კამპანიას ეწეოდა. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც გუშინ თქვა, რომ ხელისუფლება შესაცვლელად არჩევნები ერთადერთი გზაა. სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი, რომელმაც არჩევნებს გაუწია დისკრედიტაცია და როგორც დემოკრატიული ცვლილების ხელსაწყო, დააკნინა. 30 წელია ამ ქვეყანაში ადამიანები შრომობენ, რომ არჩევნები გახდეს ქვეყნის პოლიტიკაში რეალურად მნიშვნელოვანი ნაწილი. არაერთი მილიონია დახარჯულ, რომ ხალხისთვის აგვეხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა. 30 წლის ნაშრომი, ამ ალიანსებმა და პარტიებმა წინასაარჩევნოდ 2025 წელს, წყალში ჩაყარეს. თავიანთ ამომრჩეველს, საქართველოს მოსახლეობას უთხრეს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, რაც სამწუხაროა. ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. ამას არ სჭირდება მადიარობა. სჯობს თავი დაანებონ, „მე უფრო მაგარი მადიარი ვარ და მე უფრო მაგარი მადიარი ვიქნების“ ძახილს და პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რომ დისკრედიტაცია გაუწიეს არჩევნებს. ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული გამოასწორონ, სულ მცირე, ბოდიშის მოხდით და არა იმით, რომ კრიტიკას თავის მსხვერპლად წარმოჩწნით პასუხობენ“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.მისი თქმით, როდესაც გადაწყვიტეს ახალი გეგმების დასახვა და განხორციელება, ამას 4 ოქტომბერი მოჰყვა.„შესაბამისად, არ ვიცი, აქვთ თუ არა რესური, რომ რაიმე ახალი შესთავაზონ ქართველ ხალხს. არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება შრომა, მოთმინება, კონტრუქციულობა და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება. ბოიკოტი ვერ დაეხმარება ვერაფერს და ვერანაირ პოლიტიკურ პროცესს. აქედან გამომდინარე, უცებ, სწრაფად დაგეგმვით, ერთი თარიღით, რევოლუციური სცენარებით არ გამოდის ხელისუფლების ცვლილება. ამიტომ არჩევნები არის ერთადერთი გზა, რასაც ბევრი მათგანი ახლა მიხვდა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.

პეტერ მადიარმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, პეტერ მადიარმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.ისრაელის მხარემ განცხადებაში საუბარი „გულთბილად“ შეაფასა. პეტერ მადიარმა ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის 70-ე წლისთავის საზეიმო ღონისძიებებზე მიიწვია ბუდაპეშტში.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შემოთავაზება მიიღო და თავის მხრივ, მადიარი იერუსალიმში მთავრობათაშორის შეხვედრაზე მიიწვია.ცნობისთვის, მანამდე პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დააბრუნებს. სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი ღაზაში შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამო გასცა. უნგრეთის მოქმედმა პრემიერმა ვიქტორ ორბანმა, რომელმაც მალე თანამდებობა უნდა დატოვოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის პროცედურა 2025 წლის აპრილში დაიწყო, სწორედ იმ დღეს, როდესაც ბუდაპეშტში ნეთანიაჰუს უმასპინძლა. უნგრეთი, როგორც რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა, ვალდებული იყო, ნეთანიაჰუ დაეკავებინა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანელ კოლეგას მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენისთვის იმუშაოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის მოუწოდა, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენისთვის იმუშაოს.ვანგ ის განცხადებით, ირანის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება სრუტეში დაცული უნდა იყოს, თუმცა ამავდროულად გარანტირებული უნდა იყოს ნავიგაციის თავისუფლება და უსაფრთხოება.„სრუტის გახსნა ყველას საერთო ინტერესია. ჩინეთი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას და მოლაპარაკებების განახლებას“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კატარის ემირმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განიხილა რეგიონში მზარდი დაძაბულობის გავლენა ენერგეტიკულ ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ჯაჭვებზე

კატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.ემირის ოფისის ცნობით, მხარეებმა განიხილეს რეგიონში მზარდი დაძაბულობა და მისი გავლენა ენერგეტიკულ ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ჯაჭვებზე.„საუბრისას ემირმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას, რათა რეგიონი შემდგომი ესკალაციისგან დაცული იყოს. კატარის ემირმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია დიპლომატიური საშუალებების გამოყენება რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი – სირთულეს შეიცავს პატრიარქობის კანდიდატთა კენჭისყრა, თუმცა არაფერია ისეთი, რაც ხელს შეუშლის სულისკვეთებას, მშვიდობიანად მოხდეს გადაწყვეტილების მიღება

ეპისტოლე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის უკვე ჩვენთან არყოფნის დროს დაიწერა, ვფიქრობ, სწორი მიმართებით დაიწერა, – ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„კიდევ ერთხელ მოხდა პატრიარქის შრომისა და ლოცვითი ღვაწლის გახსენება. ამ დროს, ალბათ, ამაზე მეტი არც უნდა თქმულიყო, რადგან მთელი ჩვენი შინაგანი გონება, ფიქრი და საქმე დაკავშირებულია იმ სამწუხარო ფაქტთან, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩვენთან არ არის. ის, რომ ერთობა მნიშვნელოვანია, ყველა დროის იერარქები, მით უმეტეს კათოლიკოს-პატრიარქები, ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდნენ. ერთობა არის ღვთივმოცემული მადლი და ძალა, რომლითაც შეიძლება, ყველა ხილული თუ უხილავი განსაცდელის დაძლევა. ამიტომ ჩვენთვისაც, მით უფრო, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღარ არის ჩვენ გვერდით, ეს სიტყვები კიდევ უფრო მკაფიოდ ჟღერს, რომ ეს არის ის ძალა და იარაღი, რომლითაც შეიძლება, ყველაფერი მშვიდობის სულისკვეთებით, ერთმანეთისადმი პატივის მიგებითა და სიმშვიდით გადავწყვიტოთ. ვფიქრობ, ამ ეპისტოლემ თავისი მთავარი მისია შეასრულა. კიდევ ერთხელ გაგვახსენა კათოლიკოს-პატრიარქი და ის მთავარი გზავნილი, რაც არა მხოლოდ მღვდელმთავრების სიტყვებში, არამედ წმინდა წერილშიც არის გადმოცემული, რომ ერთობით ყველაფერი შესაძლებელია ადამიანებისთვის“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.ამ განცხადებით მიტროპოლიტმა დავითმა გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა, რა გზავნილები იკითხებოდა წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეში. თამთა სანიკიძის კითხვაზე, როდის უნდა ველოდოთ წმინდა სინოდის სხდომას, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ, მიტროპოლიტმა დავითმა განაცხადა, რომ საორგანიზაციო საკითხები რადგან ვნების შვიდეულის მძიმე მსახურებებს დაემთხვა, თავდაპირველად დასახელებული 24 აპრილი კვლავ ძალაში რჩება.„ამ მხრივ ცვლილება არ არის, რადგანაც ითქვა, რომ პატრიარქის მეორმოცე დღის ხსენება 25 აპრილს არის, ხოლო წინა დღეს გაიმართება სინოდის სხდომა. თუ რაიმე მიზეზით, მაგალითად, ეპარქიებიდან დელეგაციები დროულად ვერ ჩამოვლენ, მაშინ შეიძლება ცვლილებაც, თუმცა თარიღის დაზუსტებისთვის შესაძლოა, დამატებითი შეკრებაც გაიმართოს, სადაც გავივლით დეტალებს და საბოლოოდ განისაზღვრება სინოდის კრების ჩანიშვნის დრო. სინოდის კრებაზე ეს პროცედურული საკითხები კიდევ ერთხელ განიხილება, რადგან გაერთიანებული კრება არც თუ ისე მარტივი მოსამზადებელია. დაახლოებით 2 000 დელეგატია და საჭიროა დოკუმენტაციის აღწერა, შეკრება, ყველაფერი შრომატევადი საქმეა. ამიტომ, შესაძლებელია, 24 აპრილამდე კიდევ ერთი შეკრება გაიმართოს და ამის შემდეგ გამოცხადდეს გაერთიანებული სინოდის ჩატარებისა და საერთო დიდი კრების ჩატარების საბოლოო თარიღი. ჯერჯერობით, სავარაუდოდ, 24 აპრილი ძალაში რჩება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.თამთა სანიკიძის კითხვაზე, რამდენად რთული იქნება სამი კანდიდატის შერჩევა არსებული განწყობებისა და პოზიციების გათვალისწინებით, მიტროპოლიტმა დავითმა აღნიშნა, რომ „სირთულე შეიძლება, ითქვას პირობითად, რადგან 39 წევრიდან შეიძლება, 39 განსხვავებული აზრი იყოს და ამან რაღაც სირთულე გააჩინოს, თუმცა ასე არ არის გათითოებული არჩევანი“.„კრებაზე მოწვეული პირების ხმა იქნება სათათბირო, რის შემდეგაც სინოდის წევრები ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ერთ კანდიდატს თუ ექნება ხმათა უმრავლესობა, არჩევანი ცხადია. თუ ორ კანდიდატს ექნება თანაბარი მხარდაჭერა და მესამეს ნაკლები, მაშინ დამატებითი კენჭისყრა ჩატარდება ორ კანდიდატს შორის. რა თქმა უნდა, ეს პროცესი სირთულეს შეიცავს, თუმცა არაფერია ისეთი, რაც ხელს შეუშლის ამ სულისკვეთებას, რომ მშვიდობიანად, ერთობით მოხდეს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, ამას არაფერი წინ არ აღუდგება ისე, რომ დააზიანოს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ საეკლესიო კრებას სამის ნაცვლად ორი ან ერთი კანდიდატი წარედგინოს, მიტროპოლიტმა დავითმა აღნიშნა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.„შესაძლებელია, სამის ნაცვლად ორი ან ერთი კანდიდატის წარდგენაც, თუმცა, ჩემი აზრით, სამი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი, რათა არჩევანი მათ შორის გაკეთდეს. ეს პროცესი ჩვენთვის მართლაც ძალიან ხანდაზმულია, რადგან მსგავსი შემთხვევა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა. სინოდის ყველა წევრი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულიერი შვილები ვართ და სინოდიც მისი ჩამოყალიბებულია. ამიტომ, ეს ჩვენთვის პირველი შემთხვევაა. მღელვარება ამ კუთხით შეიძლება, იყოს, მაგრამ ისეთი არაფერია, რომელიც ამ ისტორიულ არჩევანს დამაზიანებლად დაუპირისპირდება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.

ბოლო სიახლეები