ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის, თუ ირანთან ბრძოლა განახლდება.
„ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, როგორ დასრულდება ან როგორ განვითარდება მოვლენები. იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა, განახლდეს, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ისრაელი „ჰეზბოლას“ მთავარი დასაყრდენის“ განადგურებასთან ახლოსაა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ თავდაცვის ძალებს სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონის გაძლიერების ბრძანება მისცა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ ისრაელისა და შეერთებული შტატების მიზნები ომთან დაკავშირებით კვლავ თანხვედრაშია.

