კატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ემირის ოფისის ცნობით, მხარეებმა განიხილეს რეგიონში მზარდი დაძაბულობა და მისი გავლენა ენერგეტიკულ ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ჯაჭვებზე.
„საუბრისას ემირმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას, რათა რეგიონი შემდგომი ესკალაციისგან დაცული იყოს. კატარის ემირმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია დიპლომატიური საშუალებების გამოყენება რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

