პარასკევი, აპრილი 11, 2025

დასანანი ინფორმაცია ბუდუ ზივზივაძის შესახებ

Geo Team-ის ცნობით, “ვოლფსბურგთან” მატჩის დასასრულს ტრავმირებულ “ჰაიდენჰაიმის” თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს ორი კვირა გაუცდება:

“Geo Team-ის ინფორმაციით, ბუნდესლიგის ბოლო ტურში “ვოლფსბურგის” წინააღმდეგ ბოლო წუთებზე მიღებული ტრავმის გამო ბუდუ ზივზივაძე 2 კვირით იუქმებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფეხბურთელმა კოჭის იოგი დაიზიანა. ბუდუ გამოტოვებს “ლევერკუზენთან” და “აინტრახტთან” მატჩებს, მისი დაბრუნება კი 19 აპრილს, “ბაიერნის” წინააღმდეგაა მოსალოდნელი”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – მეორე დღეა, დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას და მათ, ვისაც რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ

მეორე დღეა, დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას და მათ, ვისაც რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც ის აღნიშნავს, ზიზღით ალესილი ენით შეიარაღებული თანამედროვე როდიონოვები მემორიალთან გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს; მათ, ვისაც ამ დღეს დაღუპულებისთვის პატივის მიგება სურდა.„ორი დღე გავიდა, რაც რამდენიმე ენჯეომ ამაზრზენი ძალადობის აქტი ჩაიდინა რუსთაველის გამზირზე. ზიზღით ალესილი ენით შეიარაღებული თანამედროვე როდიონოვები მემორიალთან გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს; მათ, ვისაც ამ დღეს დაღუპულებისთვის პატივის მიგება სურდა.მეორე დღეა, რაც ამ ენჯეოების დონორებმა ფეხქვეშ გაგვითელეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საკრალური დღე.მეორე დღეა ისინი პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას და მათ ვისაც რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ“, – წერს პაპუაშვილი.

უკრაინაში აშშ-ს ელჩმა თანამდებობა დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკმა, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტიც ადასტურებს.საერთაშორისო გამოცემა "როიტერსისთვის" მეილით გაგზავნილ წერილში სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი წერს, რომ ბრინკი სამი წლის განმავლობაში იკავებდა ელჩის თანამდებობას, რაც ომის ზონაში ძალიან დიდი დროა.ელჩი თანამდებობაზე 2022 წელს ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა. ის კარიერით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატია, რომელმაც ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ თანამდებობა დატოვა.

შალვა პაპუაშვილი – რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო

რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილი თბილისსა და ბერლინში გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბერლინში გადაღებულ ვიდეოში მამაკაცი პიროტექნიკას სახლს ესვრის, ხოლო თბილისში გადაღებულ ვიდეოში პიროტექნიკას პარლამენტის შენობას ესვრიან.„მარცხენა ვიდეოში ბერლინია, გასული წლის დეკემბერი. კაცმა, რომელმაც სახლს პიროტექნიკა ესროლა, წინასწარ პატიმრობაში ოთხი თვე გაატარა. გერმანიის პროკურატურა თავისუფლების ორი წლით აღკვეთას ითხოვდა. გუშინ, მას, გერმანულმა სასამართლომ, ექვსი თვე მიუსაჯა პირობით, ვინაიდან განზრახვა ვერ დაადგინა. პროკურატურა სასჯელს არ ეთანხმება და განაჩენი გაასაჩივრა.მარჯვენა ვიდეოში თბილისია, ასევე გასული წლის დეკემბერი.რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო“, – წერს პაპუაშვილი.

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა TOP 10-ში შევიდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ ბუკმეიკერებმა განაახლეს კოეფიციენტები 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგებაზე.ამ მომენტისთვის დიდი უპირატესობით ლიდერობს „ბარსელონას“ გარემარბი რაფინია. მის მიერ „ოქროს ბურთის“ მოგება ფასდება კოეფიციენტით – 2.20, რაც 45-პროცენტიან ალბათობას შეესაბამება.აღსანიშნავია, რომ ტოპათეულში შევიდა „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ფეხბურთელი მერვე პოზიციაზეა, არადა, ერთი თვის წინ ის TOP 20-შიც არ შედიოდა.ოქროს ბურთი 2025. TOP10რაფინია (ბარსელონა) – 2.20 ლამინ იამალი (ბარსელონა) – 6.00 მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 6.00 უსმან დემბელე (პსჟ) – 7.00 კილიან მბაპე (რეალი) – 8.00 რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 9.00 პედრი (ბარსელონა) – 15.00 ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 21.00 ვინისიუსი (რეალი) – 41.00 ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 41.00

ტრაგედიის ახალი დეტალები – აშშ-ში ვერტმფრენის ჩამოვარდნას კომპანია Siemens-ის ხელმძღვანელი, მისი მეუღლე და მათი 3 შვილი ემსხვერპლა

ნიუ-იორკში, ვერტმფრენის ჩამოვარდნას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.დაღუპულია პილოტი და ერთი ოჯახის 5 წევრი. მედიის ცნობით, შემთხვევას ემსხვერპლა ევროპული ტექნოლოგიური კომპანიის, Siemens-ესპანეთის აღმასრულებელი დირექტორი, მისი მეუღლე  და მათი 3 მცირეწლოვანი შვილი - 4, 5 და 11 წლის ბავშვები.ოფიციალური წყაროების თანახმად, საჰაერო ტრანსპორტი ესპანელი ტურისტების ოჯახს ეკუთვნოდა.ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად, დაწყებულია გამოძიება.სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ვერტმფრენი წყალშია ჩაძირული.

ბოლო სიახლეები