ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

აზერბაიჯანის პირველი ლედის ცხოვრების გზა

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან – მეჰრიბან ალიევასთან ერთად იმყოფება საქართველოში.

მეჰრიბან ალიევა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პირველი ლედია მსოფლიოში. წლების წინ, ყველაზე გემოვნებიან და ლამაზ პირველ ქალბატონთა სიებშიც ხვდებოდა. 61 წლის მეჰრიბანი ახლა ისე აქტიურად არ ჩანს მსოფლიო მედიის ფურცლებზე, თუმცა აზერბაიჯანში მისი გავლენა არ შემცირებულა. მას ამიერკავკასიაში ყველაზე გავლენიან ქალადაც მოიხსენიებენ ხოლმე და მრავალი ტიტულის მფლობელია.

მეჰრიბან არიფ ყიზი ალიევა (ქალიშვილობის გვარი – ფაშაევა) დაიბადა 1964 წლის 26 აგვისტოს, ბაქოში. ის ეთნიკური აზერბაიჯანელია. ინტელექტუალების ოჯახში დაიბადა, მისი წინაპრები, ფაშაევების კლანი, აღიარებული იყო, როგორც ყველაზე გავლენიანი, ეკონომიკის აკადემიურ წრეებსა და ბიზნეს სექტორებში. მისი ბაბუა, მირ ჯალალ ფაშაევი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და ფილოსოფიის დოქტორი იყო. მამამისი, არიფ ფაშაევი – აზერბაიჯანის საავიაციო აკადემიის რექტორი. დედამისი, აიდა იმანგულიევა, აღმოსავლეთმცოდნეობას სწავლობდა. აიდას მამა, ნასირ იმანგულიევი, ბაქოს გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო.

მეჰრიბანის გარდა, მის მშობლებს კიდევ ერთი ქალიშვილი, ნარგიზ ფაშაევა ჰყავდათ, რომელმაც ასევე მიიღო ფილოლოგიის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და აზერბაიჯანის დედაქალაქში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის რექტორია.

მეჰრიბანმა ბავშვობაში სწავლისადმი განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, რამაც მას საშუალება მისცა მარტივად ჩარიცხულიყო მშობლიურ ქალაქში სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი მედიცინის განყოფილებაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგივან სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში გადავიდა, რომელიც 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა.

სწავლის შემდეგ რუსეთის დედაქალაქში დარჩა და სამსახურიც იქვე იშოვა, მოსკოვში, ჰერმან ჰელმჰოლცის თვალის დაავადებათა კვლევით ინსტიტუტში. იმ დროს ინსტიტუტს აკადემიკოსი მიხაილ კრასნოვი ხელმძღვანელობდა. ეს შესანიშნავი მომზადება იყო ახალგაზრდა ექიმისთვის.

1990-იანი წლების შუა პერიოდში სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საზოგადოებრივ საქმიანობას შეუდგა. მისი მონაწილეობით დაარსდა ფონდი „აზერბაიჯანული კულტურის მეგობრები“, რომელსაც პირველი ლედი დღემდე ხელმძღვანელობს.

მეჰრიბანი და ილჰამი 1983 წელს დაქორწინდნენ. ახალდაქორწინებულები იმ დროს ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ. მეჰრიბანი ახალი გადასული იყო მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში, ხოლო ილჰამი მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ასპირანტურას სწავლობდა.

ერთი წლის შემდეგ შეეძინათ ქალიშვილი, ლეილა ალიევა, ხოლო 1989 წელს – გოგონა, სახელად არზუ. 1997 წელს, როდესაც წყვილი ლონდონში იმყოფებოდა, ვაჟი, ჰეიდარი გაჩნდა.

წყვილის შვილები აზერბაიჯანში ასევე დიდი გავლენით სარგებლობენ. მათი პირადი ცხოვრებაც იყო განხილვის საგანი. ლეილა მომღერალ ემინ აგალაროვზე დაქორწინდა. წყვილს 2008 წელს ტყუპი ვაჟი შეეძინა. ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ თბილი ურთიერთობა შეინარჩუნეს.

არზუმ ბიზნესმენ აიდინ კურბონოვის ვაჟზე, სამედ კურბონოვზე იქორწინა. ერთი წლის შემდეგ ახალდაქორწინებულებს პირველი შვილი, აიდინი შეეძინათ, ხოლო 2016 წელს ქალიშვილი, აზიზა ეყოლათ.

რაც შეეხება წყვილის ერთადერთ ვაჟს, რომელიც ბაბუის მოსახელეა და მამის მემკვიდრე, ხშირად საუბრობენ მის გავლენებზე და დუბაისა თუ სხვა ქვეყნებში არსებულ მის ქონებაზე. ჰეიდარს ცოლი და ორი შვილი ჰყავს.

როცა 2017 წლის 21 თებერვალს მეჰრიბან ალიევამ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ამან პოლიტოლოგებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბევრი ამტკიცებდა, რომ ეს აზერბაიჯანში ნეომონარქიისთვის მზადების დასაწყისი იყო. არსებობდა თეორია, რომ ალიევის გადადგომის შემდეგ მის თანამდებობას მისი მეუღლე დაიკავებდა, შემდეგ კი დედამისი ქვეყნის კონტროლს თავის ზრდასრულ ვაჟს, ჰეიდარ ალიევ უმცროსს გადასცემდა…

ბევრს წერენ ალიევების ოჯახის გავლენებზე და უზარმაზარ ქონებაზე. გავრცელებული ცნობებით, მათ საკუთარ ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც ეკუთვნით უძრავი ქონება თუ კომპანიები. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ჟურნალისტების ცნობით, The Washington Post-ზე დაყრდნობით, 2011 წელს მეჰრიბანის 14 წლის ვაჟი, ჰეიდარი, დუბაიში ცხრა მდიდრული სასახლის მფლობელი გახდა. სასახლეები დაახლოებით 44 მილიონ დოლარად შეიძინეს. ქალიშვილები, ლეილა და არზუ, ასევე ფლობენ დუბაიში მათ სახელზე რეგისტრირებულ ქონებას. ალიევის შვილების საკუთრებაში არსებული ქონების ჯამური ღირებულება 75 მილიონ დოლარად არის შეფასებული. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ლეილა და არზუ აკონტროლებენ აზერბაიჯანულ მობილურ ტელეფონების კომპანია „აზერფონს“.არზუ „სილქ ვეი ბანკის“ თანამფლობელია…

მეჰრიბანი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა, ასევე, აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი (2017 წლიდან), ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი. მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) წევრი (2005–2017); მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე. აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი, აზერბაიჯან-საფრანგეთის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების სამუშაო ჯგუფისა და „აზერბაიჯანის კულტურის მეგობრების ფონდის“ ხელმძღვანელი; კეთილი ნების ელჩი ISESCO-ში (2006), გაეროსა და ოის-ში.

ასევე წლების განმავლობაში მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და გემოვნებიან პირველ ლედიდ მსოფლიოში. საჯარო მოხელე შიიტი მუსლიმია. თუმცა ორთოდოქსმა ფრთამ არაერთხეд გააკრიტიკა “რწმენისთვის შეუფერებელი” ქცევისა და ჩაცმულობის სტილის გამო.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ალიევამ არაერთხელ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია; პლასტიკური ქირურგიის გავლენა მეჰრიბანის გარეგნობაზე, სავარაუდოდ, „ადრე და შემდეგ“ ფოტოებს შორის განსხვავებაში ჩანს. თუმცა, აზერბაიჯანის პირველ ლედის კომენტარი ამ ჭორებზე არ გაუკეთებია.

დღეს მეჰრიბან ალიევა კვლავ აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და უცხოურ ვიზიტებზეც სულ ახლავს მეუღლეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია

ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს – სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურება ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს ქვეყნის თავდაცვის ძალები ინსტიტუციურად ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.„დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას. მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია. ამავდროულად, ქართული ჯარი ყოველთვის მზად არის, დაიცვას ჩვენი მიწა-წყალი და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. თქვენი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის იმედი მუდამ აქვს ჩვენს სახელმწიფოს.ძვირფასო წვევამდელებო, თქვენ მიერ დღეს დადებული ფიცი არის იმ დიდი პასუხისმგებლობის დასტური, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვისთვის იკისრეთ. მჯერა, თქვენი სამსახური გახდება იმ ურყევი მშვიდობის საფუძველი, რომელიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს წინსვლისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის.კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს და 35 წლის იუბილეს. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია. 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ქართული ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად.„ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად. შექმნის დღიდან, თავდაცვის ძალები ყველა ბრძოლაში ღირსეულად იცავდა სამშობლოს თავისუფლებას. ამასთანავე, ქართველი სამხედროები, პარტნიორების მხარდამხარ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში თავდადებით იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. თქვენი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით, უმაღლესი საერთაშორისო აღიარება და ჩვენი პარტნიორების უდიდესი ნდობა მოიპოვეთ.დღეს ჩვენ გულისტკივილითა და უდიდესი პატივისცემით ვიხსენებთ სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვინც საქართველოს ერთიანობისა და მსოფლიოში მშვიდობისათვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი და მარადიული ნაწილია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული...

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს – დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს ისტორია  გმირობის მაგალითებით არის სავსე.„ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა ბრძოლის წინა ხაზზე არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და რწმენის დასაცავად, არამედ ღირსების, იდენტობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება თანამედროვე ქართული ჯარის სახით, რომელიც ერთგულად ემსახურება სახელმწიფოს და ხალხს. თუმცა, ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის. ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, ერთიანობაში და მშვიდობის შენარჩუნების უნარში. ძლიერი სახელმწიფო იქმნება არა მხოლოდ ძლიერი ჯარით, არამედ სწორი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, პოლიტიკით, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს, ამყარებს პარტნიორობას, აძლიერებს ინსტიტუტებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი

მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში იძენს თავდაცვის ძალები თავის სრულ მნიშვნელობას: ისინი არა მხოლოდ იცავენ ქვეყანას, არამედ არიან მშვიდობის გარანტი. მყარი ზურგი, რომელიც თავდაცვის ძალების სახით გააჩნია სახელმწიფოს, მოქნილს ხდის ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალები დღეს არის თანამედროვე, პროფესიონალური და განვითარებისკენ მიმართული ინსტიტუტი.„ჩვენს სამხედროებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ და ამავდროულად, ყოველდღიურად იცავენ ჩვენს მიწას. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს დიდი პატივი. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 35 წლის იუბილეს – გზას, რომელიც დაიწყო 1991 წლის 30 აპრილს, პირველი გაწვევითა და სამხედრო ფიცით, და გადაიქცა ძლიერ, პროფესიონალურ და ღირსეულ ძალად, რომელიც დღეს იცავს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას. დღევანდელი თარიღი კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – 1700 წელს მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ეს იყო მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი იდენტობა, მისი კულტურა, ფასეულობები და ისტორიული გზა. ქრისტიანულმა რწმენამ გვასწავლა ერთობა, თავგანწირვა, სიმტკიცე და მოყვასის სიყვარული – ის ფასეულობები, რომლებიც დღემდე ცოცხლობს ქართულ ჯარში. სწორედ ამ სულიერ საფუძველზე დგას ჩვენი მებრძოლის გმირული სულისკვეთება, რწმენა, რომ სამშობლოს დაცვა არის არა მხოლოდ მოვალეობა, არამედ მაღალი ზნეობრივი აქტი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამხედროების ოჯახებს. თქვენი სიმტკიცე და მხარდაჭერა არის ის უხილავი საყრდენი, რომელზეც დგას ჩვენი არმია. დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოსთვის. მათი თავგანწირვა არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. მათი ხსოვნა გვავალდებულებს, ვიყოთ ღირსეული, გავუფრთხილდეთ თავისუფლებას და გავაგრძელოთ დაწყებული საქმე. თავდაცვის ძალები არის საქართველოს სიმტკიცის, ერთიანობისა და მომავლის რწმენის სიმბოლო. თქვენი სამსახური გვახსენებს, რომ თავისუფლება არ არის მოცემულობა, ის ყოველდღიური ბრძოლის, შრომისა და მზადყოფნის შედეგია. ჩვენი ვალია, ეს ბრძოლა იყოს გააზრებული, ერთიანი და შეუვალი. გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! დიდება ქართველ მებრძოლებს! დიდება საქართველოს“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი – ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი

დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პრეზიდენტის თქმით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამხედროების ოჯახებს, ადამიანებს, რომლებიც უდიდესი მოთმინებით, თანადგომითა და სულიერი სიმტკიცით იზიარებენ ღირსეული, თუმცა რთული მსახურების ტვირთს.„მოგეხსენებათ, თანამედროვე უსაფრთხოების გარემო სწრაფად იცვლება და სახელმწიფოსგან მუდმივ სიფხიზლეს, გაძლიერებასა და განვითარებას მოითხოვს, მით უფრო მსოფლიოში დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თქვენი სათანადო მხარდაჭერა, პროფესიული განვითარება და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და იმ მომავალს, რომელსაც ერთად ვაშენებთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ დაღუპული გმირების სახელი სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი.„უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით მინდა გავიხსენო ჩვენი დაღუპული გმირები, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებასა და ღირსებას ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე მიულოცა ახალგაზრდებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი დადეს და ვეტერანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით, სიმამაცითა და თავდადებით საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ქართულ ჯარს.„მსურს, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მივულოცო ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან თქვენ იღებთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სამშობლოს წინაშე. სამხედრო ფიცის დადებით თქვენც იმ უწყვეტი ჯაჭვის ნაწილი ხდებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა და აერთიანებდა ქართველ პატრიოტთა თაობებს. საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს საამაყო ვეტერანებს. ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით, სიმამაცითა და თავდადებით საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ქართულ ჯარს. თქვენი ღვაწლი ცოცხალი მაგალითია დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის. თქვენი პატრიოტიზმი, ერთგულება, თავგანწირვა და პროფესიონალიზმი შთაგონების წყაროა მათთვის, ვინც დღეს ამ საპასუხისმგებლო გზას აგრძელებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები