ორშაბათი, ივნისი 22, 2026

გურამ მაჭარაშვილი – მაინტერესებს, სად ბრძანდება ჰერჩინსკი, გამოვიდეს და საზოგადოებას აუხსნას, მისი ნაქები „პროევროპული პარტიის“ თავმჯდომარე ერთი ხელის დაწკაპუნებით უცხო ქვეყნის მოქალაქემ რატომ გააგდო

გვიმტკიცებდნენ, რომ „ნაცმოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევის დროს დემოკრატიული პროცესები იყო, მაგრამ მორიგ ჯერზე თავად ქალბატონმა ბოკუჩავამ დაადასტურა, რომ „ნაცმოძრაობაში“ არანაირი არჩევნებიც არ ტარდება, რასაც იტყვის მათი ბელადი, ისე ხდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„სხვა შემთხვევაში, სააკაშვილმა პოზიცია დააფიქსირა – თუ შენ მართლა დემოკრატიულად ხარ არჩეული და „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობას შენ უნდიხარ, მაშინ სად მიდიხარ? და თუ ეს ასე არ არის, მაშინ რას იწონებდი თავს იმით, რომ აქ თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ პროევროპული პარტიაა, აქ არჩევნები ტარდება და ასე შემდეგ? ახლა ხომ დადასტურდა შენივე გადაწყვეტილებით და განცხადებით, რომ ერთი დააწკაპუნა თითები სააკაშვილმა და ეგრევე გადადექი და თავმჯდომარეობა ლობიანების მცხობელ ნანულის დაუთმე, რომელზეც სააკაშვილმა თქვა, რომ ახლა ეს მჭირდებაო“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის ის მიცემულობა, რა მოცემულობაშიც არა მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობას“, არამედ სახელმწიფოს ამყოფებდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები.

„ძალიან მაინტერესებს, ახლა ბატონი ჰერჩინსკი სად ბრძანდება? ხომ ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობა“ ის პარტიაა, რომელმაც ქვეყანაში პროევროპულობა უნდა შემოიტანოსო. სად არის? კითხვა დასვას: რატომ მოიცილეს ერთი ხელის დაქნევით ეს თავმჯდომარე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ აქტივმა აირჩია? სად არის, ბუჩქებიდან თავი გამოყოს და თქვას, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს პასუხი გასცეს. როცა საუბრობ, რომ რაღაცა პარტია, რომელიც ანტისახელმწიფოებრივია, შენ გინდა, ევროკავშირის ელჩს, რომ საზოგადოებას შეასაღო, როგორც პროევროპული პარტია, გამოდი და საზოგადოებას აუხსენი, ეს შენი ნაქები „პროევროპული პარტიის“ თავმჯდომარე ერთი ხელის დაწკაპუნებით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ თავმჯდომარეობიდან რატომ გააგდო?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

1 ივლისიდან სესხებთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია ამოქმედდება

პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ – მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ევრო თუ დოლარი.2025 წლის აგვისტოდან დღემდე ეს ზღვარი 750 000 ლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ის ერთი მილიონ ლარამდე გაიზრდება.„საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. გასული წლის განმავლობაში გლობალური ფინანსური პირობები შედარებით სტაბილური და ხელსაყრელი იყო. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამ გლობალური ფინანსური პირობების ზომიერი გამკაცრება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ ჭრილში ისინი კვლავ შედარებით შერბილებულად ნარჩუნდება, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მაღალია სასაქონლო ბაზრების შოკების, გლობალური ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებისა და ფინანსური პირობების შემდგომი გამკაცრების რისკები. აღნიშნული გარემოებების ფონზე, ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი კვლავ წინანდელ დონეზე დაებრუნებინა და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა.აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ინსტრუმენტს და სებ-ი მის რეკალიბრაციას მომავალშიც მაკროეკონომიკური გარემოებებისა და პირობების მიხედვით გააგრძელებს. ამასთან, აღსანიშნავია რომ ფინანსური დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილება ეროვნული ბანკის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების შესაბამისად და ასევე სარეზერვო ნორმის კორექტირების პოტენციური ეფექტის გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2026 წლის პირველი ივლისიდან შევა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

28 ივნისს შიო მესამე სამების ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავს

28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.მათივე ცნობით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჩვენ ხელი შევუშალეთ ირანს ჩვენი განადგურების გეგმის განხორციელებაში, ეგზისტენციალური საფრთხე გავანეიტრალეთ, რომ არ გვემოქმედა, ირანს ატომური ბომბები ექნებოდა და გამოიყენებდნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელმა ირანს ისრაელის განადგურების გეგმის განხორციელებაში ხელი შეუშალა, – ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში, Jewish News Syndicate 2026-ის საერთაშორისო პოლიტიკის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.„ჩვენ ხელი შევუშალეთ ირანს ჩვენი განადგურების გეგმის განხორციელებაში. დღეს მათ ბირთვული იარაღი, ატომური ბომბი ექნებოდათ. ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ. ჩვენ ეგზისტენციალური საფრთხე გავანეიტრალეთ. და რომ არ გვემოქმედა, ირანს ატომური ბომბები ექნებოდა და ისინი მათ გამოიყენებდნენ. სწორედ ეს ავიცილეთ თავიდან“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა ირანის 20 წამყვანი ბირთვული მეცნიერი მოკლა. მისივე თქმით, ისრაელის ჯარები ღაზაში, სირიასა და ლიბანში დარჩებიან, ვიდრე საჭიროა.„ჩვენ ირანის ტერორისტული ღერძი გავანადგურეთ. ჩვენ გავანადგურეთ 150 000 რაკეტის 90 პროცენტზე მეტი, რომლებიც „ჰეზბოლამ“ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა. ჩვენ შევქმენით უსაფრთხოების ზონა ღაზაში, შევქმენით უსაფრთხოების ზონა სირიაში, შევქმენით უსაფრთხოების ზონა ლიბანში და ჩვენ მას შევინარჩუნებთ, ვიდრე საჭირო იქნება ჩვენი ხალხის დასაცავად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გიორგი უშიკიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გარდაიცვალა ანსამბლ „ათძალის“ წევრი ბონდო ნეგერვაძე.ბონდო ნეგერვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს გიორგი უშიკიშვილი.„ძალიან დამწყვიტა გული ამ კარგი კაცის გარდაცვალებამ. არაჩვეულებრივი შემსრულებელი, კარგი მეგობარი და მაგარი ქართველი დავკარგეთ .ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ფოლკლორულ ანსამბლ “ათძალს”, – წერს გიორგი უშიკიშვილი. 

გოგა მანია მიმართვას ავრცელებს

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში 21 ივნისის მზებუდობის შესახებ წერს.„სამყაროს ყველა პორტალი იხსნება, დღეს გაკეთებული ყველა  სიკეთე მთელი წლის განმავლობაში ათასმაგად დაგიბრუნდებათ, დააპურეთ ოთხფეხა მეგობრები, იზრუნეთ სხვებზე, გაეცით და გააკეთეთ სიკეთე. თუმცა ამავე დროს მოიმატებს გაღიზიანებადობა. რადგან ყველა პორტალი გახსნილია, იყავით პოზიტიურები, მაგრამ ფრთხილები. გაცემული ნებისმიერი თეთრი დაგირუნდებათ ათასმაგად. შემოთავაზებული საჩუქარი, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს, მიიღეთ მთელი გულით.  ყურადღებით იყავით საჭესთან. პორტალი სრულად არ იხურება. ამასთან, პატარა ფინანსური რიტუალსაც გაგიზიარებთ, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ. სახლის 4 წერტილში მოათავსეთ მონეტები. შემოსასვლელში სამი ცალი მონეტა. ყვავილზეც სამი ცალი მონეტა, საძინებელში და სამზარეულოში მონეტები კუთხეებში მოათავსეთ, ან ხალიჩის ქვეშ. ეს ენერგია იტრიალებს თქვენთან ერთად, ვისაც თანხა გაქვთ და ვერ გადიხართ, შეგიძლიათ მაღაზიაში დატოვოთ 20 ლარი 10 ლარი და დაიბაროთ, თუ ვინმეს დააკლდება ამ თანხიდან აანაზღაურონ, ან უყიდონ“ - ამბობს გოგა მანია გავრცელებულ ვიდეოში.

ბოლო სიახლეები