ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში 21 ივნისის მზებუდობის შესახებ წერს.
„სამყაროს ყველა პორტალი იხსნება, დღეს გაკეთებული ყველა სიკეთე მთელი წლის განმავლობაში ათასმაგად დაგიბრუნდებათ, დააპურეთ ოთხფეხა მეგობრები, იზრუნეთ სხვებზე, გაეცით და გააკეთეთ სიკეთე. თუმცა ამავე დროს მოიმატებს გაღიზიანებადობა. რადგან ყველა პორტალი გახსნილია, იყავით პოზიტიურები, მაგრამ ფრთხილები. გაცემული ნებისმიერი თეთრი დაგირუნდებათ ათასმაგად. შემოთავაზებული საჩუქარი, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს, მიიღეთ მთელი გულით. ყურადღებით იყავით საჭესთან. პორტალი სრულად არ იხურება. ამასთან, პატარა ფინანსური რიტუალსაც გაგიზიარებთ, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ. სახლის 4 წერტილში მოათავსეთ მონეტები. შემოსასვლელში სამი ცალი მონეტა. ყვავილზეც სამი ცალი მონეტა, საძინებელში და სამზარეულოში მონეტები კუთხეებში მოათავსეთ, ან ხალიჩის ქვეშ. ეს ენერგია იტრიალებს თქვენთან ერთად, ვისაც თანხა გაქვთ და ვერ გადიხართ, შეგიძლიათ მაღაზიაში დატოვოთ 20 ლარი 10 ლარი და დაიბაროთ, თუ ვინმეს დააკლდება ამ თანხიდან აანაზღაურონ, ან უყიდონ“ – ამბობს გოგა მანია გავრცელებულ ვიდეოში.

