პარასკევი, აპრილი 17, 2026

გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ

ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ნებისმიერ მცდელობას რევოლუციისას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

„5 რევოლუციის მცდელობა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში მოხდა, ეს იყო აკერმანის სახელმძღვანელოს მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებული მცდელობები, რომ საქართველოში რევოლუციები მომხდარიყო. ასეთი მცდელობები გვახსოვს თუმცა ისიც კარგად გვახსოვს, რომ ყოველი ასეთი მცდელობა იყო უსუსური მცდელობა. არც ერთ მათგანს შედეგი არ მოჰყოლია. მაგრამ ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას.

როდესაც გავრცელდა ბლაჟევიჩის ტრენინგებთან დაკავშირებით ინფორმაცია, საგულისხმოა ეს ფაქტი, ყურადსაღებია. კონკრეტულად ამ ტრენინგის შინაარსი არ ვიცით მაგრამ ისიც გვახსოვს, როდესაც სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია და ვიდე-მასალა, როდესაც ტრენინგზე საუბარი იყო იმაზე თუ როგორ მოეწყოს არეულობა, გარკვეული რევოლუციური გზები, რომ ხელისუფლების შეცვლა მოხდეს და ა.შ. მეორე მხრივ ამბობდნენ იმას, რომ თითქოს ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ტრენინგებს ეხებოდა. ამიტომ ამ შემთხვევაშიც, როდესაც თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობს იმაზე, რომ მას ეს ინფორმაცია აქვს და ამ თემასთან დაკავშირებით უკვე შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებები აქვს განხორციელებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ ტრენინგებსაც სწორედ იმგვარი ხასიათი შეიძლება ჰქონდეს, რომელიც აქამდე მოგვისმენია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით – „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

„ქრონიკის“ ინფორმაციითვე, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში მყოფ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება “მძიმე დარტყმას” მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება "მძიმე დარტყმას" მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და დააკარგინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ბრიუსელის მხრიდან დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით, მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას და საფრთხეს შეუქმნის ახლობლებს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებას, რომლებიც საქართველოში და რუსეთში ცხოვრობენ - მათ შეიძლება დაკარგონ ერთმანეთის ნორმალურად მონახულების შესაძლებლობა. გარდა ამისა, საქართველოს მოუწევს შეურთდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ ენერგეტიკულ ემბარგოს,“ - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი მთავარი და სანდო მიმწოდებელი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის მიმართულებით. „ევროკავშირში გაწევრიანება ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაკარგავს შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან, რომლებიც მისთვის მთავარი საექსპორტო ბაზრებია,“- დასძინა ზახაროვამ. ასევე ზახაროვას თქმით, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება, გამოიწვევს რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას. "ეს უბრალოდ ანტირუსული სანქციები არ არის - ეს არის არალეგიტიმური, უკანონო სანქციები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით დაწესდა. რას ნიშნავს ეს კონკრეტულად საქართველოსთვის? მაგალითად, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას და მკაცრი სავიზო რეჟიმის შემოღებას,“ — განაცხადა მან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.რა იცვლება კონკრეტულად?ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე; ან საინვესტიციო მიზნით; ან სათამაშო ბიზნესში; ან ვირტუალურ აქტივებთან; ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.„მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, - ამბობენ ეროვნულ ბანკში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელ-ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელ-ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.ისრაელი და ლიბანი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეს,17:00 საათზე დაიწყება. განცხადებაში შეთანხმება აღწერილია, როგორც „ისრაელის მთავრობის კეთილი ნების ჟესტი“.განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარემ ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ დაადასტურა, რომ ისინი „ომში არ არიან“ და მზად არიან აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა, გაგრძელდეს, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისრაელს კვლავ აქვს უფლება, „თავდაცვის მიზნით საჭირო ზომები მიიღოს ნებისმიერ დროს“.„შეთანხმების დაწყებისთანავე, ლიბანის მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა გააძლიეროს კონტროლი შეიარაღებულ ჯგუფებზე, მათ შორის „ჰეზბოლაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, ისრაელმა და ლიბანმა მოითხოვეს, რომ აშშ-მა „გააგრძელოს პირდაპირი მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის ყველა დარჩენილი საკითხის გადაჭრის მიზნით“.

ვიქტორ ორბანი – ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, ამბიციის ან შთაგონების მიღებას, ახლა დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ვებრძვი

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ებრძვის.„ცხოვრებაში ბევრი რამ გამიკეთებია. შესაძლოა, ზოგჯერ დავღლილვარ კიდეც, თუმცა ახლა, მარცხის შემდეგ, უცებ უფრო ახალგაზრდად ვგრძნობ თავს. ამ ტკივილმა ჩემში დიდი ენერგია გააღვიძა“,- აღნიშნა ორბანმა.მისი თქმით, ჯერ არ იცის, საიდან მიიღებს მომავალში მოტივაციას.„ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, მოტივაციის, ამბიციის ან შთაგონების მიღებას. ახლა, როგორც გითხარით, დაღლილობას, ტკივილს და სიცარიელეს ვებრძვი“,- განაცხადა ორბანმა.ორბანის თქმით, თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ გუნდს სხვა როლი სჭირდება, მზად არის გვერდით დადგეს, თუმცა თუ კვლავ ლიდერობა დაევალება, ამასაც გააკეთებს.

გია ხუხაშვილი – წარმოუდგენელია, როცა ოპოზიცია ერთმანეთთან ნიშნის მოგებით იწყებს ლაპარაკს – დაოკდით, რად გინდათ სალომე ზურაბიშვილის ბოდიში, 2025 წელს რომ უხსენებ, დღეს გაქვთ...

გაჩერდით, დაოკდით, რა ბოდიშებს ითხოვთ, რად გინდათ სალომე ზურაბიშვილის ბოდიში, როდესაც ხვალ თუ ზეგ განწირული ხართ მასთან თანამშრომლობაზე , - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების განცხადებას, რომელთაც სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო.„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც სალომე ზურაბიშვილს 2025 წელს გაკეთებულ განცხადებებს უხსენებენ, ამით ისინი იმ ხიდებს წვავენ, რომელიც აახლოებთ.„ეს ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი პროცესია, როცა ოპოზიცია ერთმანეთთან ნიშნის მოგებით იწყებს ლაპარაკს. ადამიანს აქვს უფლება, რომ შეიცვალოს აზრი. 2005 წელს რომ რაღაც ვთქვი, მთელი ცხოვრება იმის მძევალი უნდა ვიყო? მეც ბევრ რამეს ისე ვფიქრობდი და ახლა სხვანაირად ვფიქრობ. ადამიანი ვითარდება, ვითარებაც იცვლება და მოსაზრებებს და ტაქტიკას ცვლის. ამის წამოძახება რა უბედურებაა, სად ისწავლა ამ ხალხმა პოლიტიკა? თვითდაზიანებას იყენებენ, მეტს არაფერს არ შვრებიან. რაზე სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს პასუხისმგებლობის აღებას? რა ფორმით აიღოს ეს პასუხისმგებლობა, თავზე ნაცარი დაიყაროს, ეს არის მიზანი? ამის დროა ახლა, ბოდიში იხადოს სალომე ზურაბიშვილმა? ბოდიშს რომ მოიხდის სალომე ზურაბიშვილი, ესენი ცხვირს აწევენ, ჩვენ რა მართლები ვიყავითო? სალომე ზურაბიშვილიც ამდენს უპოვის მათ ბიოგრაფიაში ისეთს, რომ წამოაძახებს და ეს უნდა ხელისუფლებას. ამათმა რაღაც განცხადება ნახეს, ახლა ის გახარიას რამე განცხადებას ნახავს 2013 წლისას ან 2014 წლისას და ასე გადის ცხოვრება. გაჩერდით, დაოკდით, რა ბოდიშებს ითხოვთ, რად გინდათ სალომე ზურაბიშვილის ბოდიში, როდესაც ხვალ თუ ზეგ განწირული ხართ მასთან თანამშრომლობაზე. თუ რა ჰგონია გახარიას გუნდს? ექსკლუზიურად ხელისუფლებაში მოვლენ? ყველას გათათხავენ, გალანძღავენ და თვითონ დარჩებიან?თუ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, შენც ამბობ, რომ მივიღოთ მონაწილეობა, დღეს თქვენ გაქვთ შეხების წერტილი. 2025 წელს რომ უხსენებ და ბოდიში მომიხადეო, ფაქტობრივად ამ ხიდებს წვავ. ბოდიშ თუ გინდა მოისმინო, შეხვდი შე კაი ადამიანო, დაელაპარაკე და იქ შეიძლება მოგიხადოს ბოდიში, მაგრამ საჯარო ბოდიშს რომ ითხოვს, რა თამაშია ეს?“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

ბოლო სიახლეები