ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026

ბიძინა ივანიშვილი – მე, როგორც აქციონერს, „ქართუ ბანკიდან“ დივიდენდი არასოდეს ამიღია. ბანკმა კი, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა

„ქართუ“ ბანკს არასოდეს უცდია აგრესიული მოქმედებები და კამპანია საქართველოს ბაზარზე, არასოდეს დაუსახავს მიზნად ბაზრის მონოპოლისტობა, არასოდეს დასთანხმებია სახელმწიფო ანგარიშების მომსახურებას და ყოველთვის ქართული საბანკო სისტემის გაჯანსაღებას ემსახურებოდა. ამის მაგალითად ბანკ „აბსოლუტის“ შემთხვევის მოყვანაც საკმარისია, როცა 2001 წელს მისი პასივების გამოსყიდვით, ფაქტობრივად, გადავარჩინეთ მაშინდელი საბანკო სისტემა“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, როგორც აქციონერს, „ქართუ“ ბანკიდან“ დივიდენდი არასოდეს აუღია, ბანკმა კი, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა.

„რაც შეეხება შპს „ელიტა ბურჯს“, ის წლების განმავლობაში წამგებიანი კომპანია იყო და მუდმივად მიწევდა მისი სუბსიდირება, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ დროის უქონლობის გამო, პირადად ვერ ვხელმძღვანელობდი კომპანიის მენეჯმენტს. კომპანია კი, საკუთარი ძალებით, სამშენებლო ტექნოლოგიებში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციის გამო, დროის მოკლე მონაკვეთში ვერ ახერხებდა მოგების მიღებას. მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემთვის საქართველოში ბიზნესის კეთებაზე მეტად ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და, ზოგადად, ბიზნესგარემოს გაჯანსაღება უფრო მნიშვნელოვანი იყო.  ამ დამოკიდებულებას დღემდე ვინარჩუნებ და სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჩემი მეუღლის ინიციატივით, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში მასშტაბური ინვესტირება დავიწყეთ. ამ დონის სასტუმრო ინფრასტრუქტურის საჭიროება დღეს და უახლოეს მომავალში შესაძლოა არც იყოს, მაგრამ წლების შემდეგ დიდად წაადგება ქვეყანას, როცა მაღალ მხარჯველ უნარიანი ტურისტები მრავლად გვეყოლება, მათ შორის წელიწადის ოთხივე სეზონზე და საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებების დამოუკიდებლად მასპინძლობას შეძლებს.  მესმის, რომ მასშტაბური ინვესტიციისა და ბაზრის სიმცირის პირობებში, ასეთი პროექტები კომერციულად პროპორციულ შემოსავალს ვერ მოიტანს, მაგრამ მესმის ისიც, რომ ეს სჭირდება თბილისს, სჭირდება ქვეყანას და ამიტომაც, ჩემთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე სტანდარტული კომერციული პროექტი. იგივე ეხება „ქართუ“ ბანკს, „ელიტა ბურჯს“ და სხვა ბიზნესებს“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იგი ეთანხმება ჟურნალისტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვერ შეძლო საქართველოში მომგებიანი ბიზნესკომპანიების დაფუძნება.

„ვაღიარებ, რომ მომგებიანობის კრიტერიუმით კმაყოფილი არ ვარ. რა თქმა უნდა, სჯობდა ბიზნესს მოგების უფრო მაღალი მაჩვენებელი ეჩვენებინა. ბანკის შემთხვევაში, კარგი იქნებოდა, მეტი ინვესტიცია მოგვეზიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით, რაც, რა თქმა უნდა, არ მაძლევს კმაყოფილების საფუძველს. როგორც ჩანს, სათანადო ყურადღება ვერ დავუთმე, განსაკუთრებით პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ. თუმცა, ყურადღების დაკლებასთან ერთად, ჩემი ბიზნეს კომპანიების ნაკლებ ეფექტიანობას ისიც განაპირობებდა, რომ არასოდეს მიცდია, ჩემი ჭარბი ფინანსური რესურსით ქართული ბიზნესისთვის რაიმე ტიპის დაბრკოლება შემექმნა, პირიქით – ყოველთვის მინდოდა ბაზარს დავხმარებოდი და მაქსიმალურად გამეჯანსაღებინა ეკონომიკური გარემო. ამიტომაც, გათვლა მხოლოდ ბიზნესის რენტაბელობაზე არასოდეს მქონია. გულწრფელი სურვილი მქონდა, ქვეყანას დავხმარებოდი და ბიზნესსაქმიანობა არა მისი მომგებიანობით შემერჩია, არამედ იმით, თუ რა ჭირდებოდა ქვეყანას“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ  entrepreneur-მა ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ შეკვეთილში, აბასთუმანში და თბილისის ცენტრში განხორციელებული და მიმდინარე მასშტაბური პროექტები „სოციალური მეწარმეობის“ საუკეთესო მაგალითებად შეაფასა, პირადად ბიძინა ივანიშვილი კი სოციალურ ანტრეპრენერად მოიხსენია.

„ეს ტერმინი, როგორც ზემოთაც ავღნიშნე, ალბათ, ყველაზე მეტად შეესაბამება იმ პროექტებს, რომლის დანიშნულება თავიდანვე არა ბიზნესის კეთება და სწრაფი მოგება, არამედ ქვეყანაში რაღაც ახლის კეთება, ქვეყნის დახმარება და სხვებისთვის ბიძგის მიცემა იყო. სოციალური მეწარმეობის მთავარი მიზანიც ხომ ესაა. ასეთი იყო და არის ჩემი დამოკიდებულება, რასაც არ ვნანობ, რადგან, მაგალითად შეკვეთილში, დღეს უკვე ვხედავ არაერთ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს, რომლებიც სწორედ მას შემდეგ გაჩნდნენ, რაც „პარაგრაფის“ გარშემო უმაღლესი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასეთ დროს, როგორც ბიზნესმენი, ვინც ვერ მიიღო განხორციელებული ინვესტიციის პროპორციული მოგება და ვერ შექმნა რენტაბელური ბიზნესი, კმაყოფილი, ცხადია, არ ვარ, რადგან ბიზნესი სჯობს კომერციალიზაციის გზით წავიდეს და მოგება ნახოს, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის შვილი, ცხადია კმაყოფილი ვარ იმით, რომ შავი ზღვისპირა გურიის რეგიონს, ისევე როგორც თბილისს და აბასთუმანს, პერსპექტივაში კი, წყალტუბოსაც, განვითარების ახალი შესაძლებლობა მიეცა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარტივი მეცნიერულად დასაბუთებული გზა მეხსიერების გასაუმჯობესებლად

გონების დაბინდვა ხშირად გამოწვეულია სტრესით, არასრულფასოვანი ძილით, ცუდი კვებით ან არასაკმარისი ფიზიკური აქტივობით. ექსპერტები გვთავაზობენ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ტვინის გააქტიურებასა და ყურადღების დაბრუნებაში — თანაც სახლში და ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე.დაიწყეთ დღე ცილოვანი საუზმითმეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ცილებით მდიდარი საუზმე (როგორიცაა ბერძნული იოგურტი, ხაჭო ან კვერცხი) ამაღლებს დოფამინისა და სეროტონინის დონეს — ეს ჰორმონები კი მეხსიერებასა და კონცენტრაციას აძლიერებს.დალიეთ მეტი წყალიტვინი 80%-ით წყლისგან შედგება. ერთი დიდი ჭიქა წყალი დილაობით 15%-ით აუმჯობესებს ტვინის რეაქციებს. არ დაგავიწყდეთ დღის განმავლობაში 1-2 ჭიქის დამატება — ეს მარტივი ნაბიჯი გააუმჯობესებს თქვენს მოკლევადიან მეხსიერებას.მეტი ხილი და ბოსტნეულიმცენარეული პროდუქტებით მდიდარი დიეტა (მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის დიეტა) დაგეხმარებათ ტვინის „გაახალგაზრდავებაში“. კვლევების მიხედვით, ამგვარ დიეტაზე მყოფი ადამიანების ტვინი 5 წლით ახალგაზრდულად გამოიყურება.იარეთ ყოველდღემაშინაც კი, თუ ეს 10-წუთიანი გასეირნებაა — ტვინის მეხსიერების ცენტრი, ჰიპოკამპი, აქტიურდება. დღეში სამჯერ 10-წუთიანი სიარული აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს კონცენტრაციის უნარს.მოუსმინეთ ზღვის ან ბუნების ხმებსმდინარე, ზღვის ტალღები, წვიმა, ჩიტების ჭიკჭიკი – ეს ხმები აღადგენს ტვინის ენერგიას და ხელს უწყობს ფოკუსირებას. ფონი წყლის ან ტყის ხმებით დაგეხმარებათ უფრო მშვიდად და მკაფიოდ იფიქროთ.დაყნოსეთ ლავანდას ან ციტრუსის არომატილავანდას სურნელი ამცირებს სტრესის ჰორმონს – კორტიზოლს – და აუმჯობესებს სამუშაო მეხსიერებას. ლიმონის ან ფორთოხლის არომატს კი მეხსიერების გაუმჯობესება და სიმშვიდის განცდა შეუძლია.გონების სიმკვეთრის დაბრუნება ხელის გაწვდენაზე ახლოა.ამ რჩევების ყოველდღიურ რუტინაში ინტეგრაცია დაგეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდეთ გონების დაბინდვას — მეტი ფოკუსით, მეტი ენერგიით და უფრო მკაფიო აზროვნებით.

35 წლის მსახიობი დეივი ჩეისი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი დეივი ჩეისი 35 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია გამოცემა TMZ-ს მისმა ბოიფრენდმა, როი ერნანდესმა დაუდასტურა.ერნანდესის თქმით, ჩეისს მენინგიტი და „სისხლის რამდენიმე სერიოზული ინფექცია“ ჰქონდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქალი გამოფიტული იყო და სეფსისი განუვითარდა. ექიმები არასახარბიელო პროგნოზს აკეთებდნენ.დეივიმ პოპულარობა საშინელებათა ფილმ „ზარში“ სამარა მორგანის როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა. ეს როლი მან 11 წლის ასაკში მიიღო. ამ ნამუშევრისთვის მსახიობი MTV Movie Award-ის პრემიაზე ნომინაციაში „საუკეთესო ბოროტმოქმედი“ დააჯილდოვეს.ჩეისმა ასევე გაახმოვანა ლილო მულტფილმში „ლილო და სტიჩი“ (2002) და ტიჰირო ოგინო ანიმე „უჩინართა ქვეყანაში“. მოგვიანებით ჩეისი მონაწილეობდა ისეთ პროექტებში, როგორებიცაა: „დონი დარკო“, „ს. დარკო“, „ბეთჰოვენი 5“, „საბრინა - პატარა ალქაჯი“, „სასწრაფო დახმარება“ და HBO-ს სერიალი „დიდი სიყვარული“.

სოფელ მაღაროსკართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია – მიზეზი მეწყრული პროცესებია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი) მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მაკრონი: „დიდი შვიდეულის“ ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, „დიდ შვიდეულში“ შემავალი ყველა ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთი მშვიდობისთვის სერიოზულ მზაობას არ აჩვენებს.როგორც მაკრონმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქვეყნის ლიდერები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ რუსეთის მხრიდან „მშვიდობისთვის მზაობა არ არსებობს“ მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აშშ-ის და ევროპის წინადადება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უარყო.საფრანგეთის პრეზიდენტი აგრეთვე მიესალმა უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის მიდგომის „სიღრმისეულ ცვლილებას“. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობით დაინტერესებული არ არის.„პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორც ჩვენ ყველამ უბრალოდ აღიარა, რომ დღეს რუსეთის მხრიდან მშვიდობის საკითხების განხილვისთვის მზაობა არ არსებობს“, - თქვა მაკრონმა.

„სიენენი“ – დონალდ ტრამპმა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ვერსალის სასახლეში გამართულ ვახშამზე მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ვერსალის სასახლეში გამართულ ვახშამზე მოაწერა ხელი. ამის შესახებ „სიენენი“ წერს. როგორც მედია ამერიკელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აღნიშნავს, დონალდ ტრამპმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მანამდე ურთიერთგაგების მემორანდუმს ელექტრონულად მოაწერეს ხელი, თუმცა ახლა დოკუმენტის ფიზიკური, ოფიციალური ვერსიაც გაფორმდა.„სიენენის“ ცნობით, ირანის მხრიდან კი დოკუმენტს ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა ელექტრონულად მოაწერა ხელი, რაც შეთანხმების პროცესის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს.ამასთან, ამერიკული მხარის ინფორმაციით, პარასკევს ჯეი დი ვენსის მონაწილეობით ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია კვლავ იგეგმება.ცნობისთვის, დონალდ ტრამპს ვერსალის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და მისმა მეუღლემ ბრიჯიტ მაკრონმა უმასპინძლეს. ლიდერებმა ისტორიულ რეზიდენციაში სასახლე დაათვალიერეს. ჟურნალისტებს სასახლეში არ უშვებდნენ, თუმცა ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს, როგორ გადაადგილდებოდა ტრამპი სასახლის მდიდრულ დარბაზებში. ტრამპმა განაცხადა, რომ ვერსალში ვახშამზე მაკრონის მიწვევა მიიღო, რადგან ის „ლამაზი ადგილების ფანია“.

ბოლო სიახლეები