ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

აშშ-ის საელჩო მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

საელჩოს განცხადებით, აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია და ასევე ერთგულება ამ ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებული ხალხის მიმართ.

„აშშ-ის საელჩო გულითად სამძიმარს უცხადებს გუშინ მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობის დროს დაღუპული ქართველების ოჯახებსა და მეგობრებს. აგრეთვე ყველას, ვინც განიცდის ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც შეიქმნა COVID-19 პანდემიისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვის შედეგად. ვაფასებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ენგურის ხიდის გავლით ჰუმანიტარული დერეფნის ხელშეწყობას. ადამიანის სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყოველი მხრიდან ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გუშინ წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილის მსგავსი მომავალი ტრაგედიები. ეს შემზარავი გარემოება უკვე მრავალი წელია ყველას გვახსენებს რომ ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება, იყვნენ მათთვის საყვარელ ხალხთან ერთად, მიიღონ სამედიცინო დახმარება და განათლება, ან ოჯახი უზრუნველყონ საკვებით. აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ასევეა ჩვენი ერთგულება ამ ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებული ხალხის მიმართ“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები სხვადასხვა საჭიროებისთვის, შემოვლითი გზით ცდილობდნენ ზუგდიდში გადმოსვლას, რა დროსაც სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და ოთხივე დინებამ გაიტაცა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯეი დი ვენსი – ირანთან ცეცხლის შეწყვეტაზე მყიფე ზავია მიღწეული, მაგრამ ირანელები თუ არიან მზად ჩვენთან ითანამშრომლონ, შეგვიძლია, შეთანხმებას მივაღწიოთ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტას მყიფე ზავი უწოდა.ვენსმა, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების ბოლო საათებში მიიღო მონაწილეობა, თქვა, რომ ამ მოლაპარაკებებმა ირანული სისტემის შესახებ ბევრი რამ ასწავლა.ბუდაპეშტში გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის რეაქცია განსხვავდებოდა მთავრობაში არსებული ჯგუფების მიხედვით.ვენსის თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად უპასუხა გეგმას, მაგრამ სხვები „იტყუებოდნენ“ იმის შესახებ, თუ რა იქნა მიღწეული შეერთებული შტატების მიერ სამხედრო თვალსაზრისით, ასევე იტყუებოდნენ ცეცხლის შეწყვეტის დეტალებზე.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის გუნდს სთხოვა, ამ ეტაპზე თავი შეიკავონ ირანზე ზეწოლის მიზნით გარკვეული სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებისგან. თუმცა, ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ეს ვარიანტები კვლავ განიხილება, თუ ირანი ვერ შეძლებს ომის სამუდამოდ დასრულებისკენ პოზიტიური მოლაპარაკებების წარმოებას.„სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს მყიფე ზავია. არიან ადამიანები, რომლებსაც აშკარად სურთ მოლაპარაკების მაგიდასთან მოსვლა და ჩვენთან მუშაობა კარგი შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც იტყუებიან უკვე მიღწეული მყიფე ზავის შესახებაც კი. ირანელები კეთილი ნებით მზად თუ არიან ჩვენთან ითანამშრომლონ, ვფიქრობ, შეგვიძლია, შეთანხმებას მივაღწიოთ. ისინი ტყუილს თუ აპირებენ, აპირებენ მოტყუებას, შეეცდებიან ხელი შეუშალონ მიღწეულ მყიფე ზავსაც კი, ისინი არ იქნებიან ბედნიერები. მან გვითხრა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ. მაგრამ ირანელები თუ ზუსტად იმავეს არ გააკეთებენ, აღმოაჩენენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისეთი არ არის, ვისთანაც დრო უნდა ხარჯო. ის მოუთმენელია. ის მოუთმენელია პროგრესის მისაღწევად“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ირანული მედია – 10 აპრილს აშშ-თან მოლაპარაკებებში ირანის ჯგუფს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი უხელმძღვანელებს

10 აპრილს აშშ-სთან მოლაპარაკებებში ირანის ჯგუფს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ირანულ სააგენტო „ისნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა, სახელმწიფოსთან ასოცირებულმა საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ განაცხადა, რომ ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი ჯერ არ არის შერჩეული.აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა „სიენენს“ ადრე განუცხადეს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, ისლამაბადში გაიმართება პაკისტანელი შუამავლების თანდასწრებით.აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში, სავარაუდოდ, ჩაერთვებიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, სიძე ჯარედ კუშნერი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

მარიამ ქვრივიშვილი – აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მლნ დოლარით შემცირდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული შუა დერეფნის მიმართულებით, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად 52 მილიონი დოლარის დაზოგვა გახდა შესაძლებელი, ხოლო უახლოეს დღეებში პორტის ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის კონტექსტში. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ არსებული გენგეგმა და აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან, რის შედეგადაც სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მილიონი დოლარით შემცირდა. დავასრულეთ სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები და უახლოეს რამდენიმე დღის განმავლობაში უშუალოდ ანაკლიის ტერიტორიაზე დაიწყება აქტიური სამშენებლო სამუშაოები“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამუშავება ქვეყანას საშუალებას მისცემს, გაზარდოს ტვირთების მიმოცვლა როგორც ქვეყანაში, ისე საზღვრებს გარეთ.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამუშავებით განვაგრძობთ ვიყოთ მნიშვნელოვანი პარტნიორი შუა დერეფნის კონტექსტში,  რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, მიიღოს კიდევ უფრო მეტი ტვირთი და ხელი შეუწყოს ტვირთნაკადების გადაადგილებას ევროპისა და სხვა მიმართულებებით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასუდ ფეზეშქიანი – აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ირანისთვის სასურველი ზოგადი პრინციპები იქნა მიღებული

აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში მიღებულ იქნა ირანისთვის სასურველი ზოგადი პრინციპები, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ომის პირველ დღეს აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპული ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის თავგანწირვისა და ირანელი ხალხის წინააღმდეგობის შედეგი იყო.„დღეიდან ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომას, იქნება ეს დიპლომატიაში, თავდაცვაში, ქუჩებში, თუ მომსახურების გაწევაში“, – აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.

მიხეილ სააკაშვილი – ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად, გოგა ცხაკაია დაინიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად, მოკლედ, მარტო მე ვრჩები რუსულ ტყვეობაში

ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად, ჩემი თანამებრძოლი გოგა ცხაკაია დაინიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად, მოკლედ, მარტო მე ვრჩები რუსულ ტყვეობაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ზურაბ ადეიშვილი ახალ თანამდებობაზე უკრაინაში დანაშაულის ჩამდენ პირთა დაკავებისა და უცხოეთიდან ექსტრადირების მიმართულებით იმუშავებს.„ზურაბ ადეიშვილი გენპროკურატურის იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც აგროვებდა და ადოკუმენტირებდა ფაქტებს რუსების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებზე. ახალ თანამდებობაზე ზურაბი დაკავდება უკრაინაში დანაშაულების ჩამდენთა დაკავებაზე და უცხოეთიდან ექსტრადირებაზე, ასევე – უცხოეთში დანაშაულის ჩამდენთა უკრაინის ტერიტორიაზე ძებნაზე.ამის გარდა, ჩემი მრავალწლიანი თანამებრძოლი და უმაგრესი ადამიანი, გოგა ცხაკაია დაინიშნა ჩემი მეგობრის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მრჩევლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა უკრაინას აქვს წარმატებები ფრონტზე.წარმატებულად აგრძელებს მუშაობას უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი სემენ კრივონოსი, რომელიც ხუთი წელი იყო ჩემი გუნდის წევრი კიევში და ოდესაში“, – წერს სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები