აშშ-ის საელჩო მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
საელჩოს განცხადებით, აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია და ასევე ერთგულება ამ ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებული ხალხის მიმართ.
„აშშ-ის საელჩო გულითად სამძიმარს უცხადებს გუშინ მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობის დროს დაღუპული ქართველების ოჯახებსა და მეგობრებს. აგრეთვე ყველას, ვინც განიცდის ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც შეიქმნა COVID-19 პანდემიისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვის შედეგად. ვაფასებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ენგურის ხიდის გავლით ჰუმანიტარული დერეფნის ხელშეწყობას. ადამიანის სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყოველი მხრიდან ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გუშინ წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილის მსგავსი მომავალი ტრაგედიები. ეს შემზარავი გარემოება უკვე მრავალი წელია ყველას გვახსენებს რომ ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება, იყვნენ მათთვის საყვარელ ხალხთან ერთად, მიიღონ სამედიცინო დახმარება და განათლება, ან ოჯახი უზრუნველყონ საკვებით. აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ასევეა ჩვენი ერთგულება ამ ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებული ხალხის მიმართ“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები სხვადასხვა საჭიროებისთვის, შემოვლითი გზით ცდილობდნენ ზუგდიდში გადმოსვლას, რა დროსაც სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და ოთხივე დინებამ გაიტაცა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...
პაატა მანჯგალაძე: ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, სინამდვილეში. ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება, მართლა გართულდეს და რაზე ავიღო პასუხისმგებლობა. კობახიძემ აიღოს პასუხისმგებლობა
გგონიათ, რომელიმე პოლიტიკოსის გამო არიან მოსული ეს ბავშვები აქ? ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება,...
მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო
ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, - ამის...