ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026

„აქსიოსი“ – ომის დაწყების შემდეგ პირველად, უზენაესმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ თავის წარმომადგენლებს შეთანხმებისკენ ნაბიჯის გადადგმა დაავალა, რამაც ზავის მიღწევა უზრუნველყო

ომის დაწყების შემდეგ პირველად, უზენაესმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ თავის წარმომადგენლებს შეთანხმებისკენ ნაბიჯის გადადგმა დაავალა, რამაც ზავის მიღწევა უზრუნველყო, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, 6 აპრილის დილით, როდესაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნაზე ხალხს ესაუბრებოდა, ტელეფონზე „ძალიან გაბრაზებული“ სტივ უიტკოფი მუშაობდა.

აშშ-ის წარმომადგენელმა შუამავლებს განუცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანისგან ახლახან მიღებული 10-პუნქტიანი საპასუხო წინადადება „კატასტროფა“ იყო.

„აქსიოსის“ თანახმად, ამით დაიწყო ცვლილებების „ქაოტური“ დღე, როდესაც პაკისტანელმა შუამავლებმა უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შორის ახალი პროექტები შეათანხმეს, ხოლო ეგვიპტისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ცდილობდნენ ხარვეზების აღმოფხვრას. ორშაბათს საღამოსთვის შუამავლებმა აშშ-ისგან მიიღეს თანხმობა ცეცხლის ორკვირიანი შეწყვეტის შესახებ განახლებულ წინადადებაზე. შემდეგ კი გადაწყვეტილების მიღება ხამენეის ევალებოდა, რომელიც, წყაროების ცნობით, ორშაბათს და სამშაბათს აქტიურად იყო ჩართული პროცესში.

ამერიკული გამოცემის მიხედვით, ახალი უზენაესი ლიდერის ჩართულობა ფარული იყო და ისრაელის მხრიდან მკვლელობის აქტიური საფრთხის წინაშე მყოფი მოჯტაბა ხამენეი ძირითადად კომუნიკაციას აწარმოებდა წერილების გადაცემით. ორმა წყარომ ხამენეის მიერ მისი წარმომადგენლებისთვის შეთანხმების მიღწევის ნებართვა „გარღვევად“ შეაფასა. რეგიონული წყაროს თქმით, აბას არაღჩიმ ასევე ითამაშა ცენტრალური როლი როგორც მოლაპარაკებების წარმართვაში, ასევე „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურების დარწმუნებაში, მიეღოთ შეთანხმება.

როგორც „აქსიოსი“ წერს, ჩინეთი ასევე ურჩევდა ირანს, მოეძებნა გამოსავალი რთული სიტუაციიდან. თუმცა, საბოლოოდ, ორშაბათს და სამშაბათს ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მოჯტაბა ხამენეის მეშვეობით მიიღეს.

„მისი მწვანე შუქის გარეშე შეთანხმება არ იქნებოდა“, – განაცხადა რეგიონულმა წყარომ.

„აქსიოსი“ წერს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთიდან ტელეფონით მუშაობდა და ძირითადად პაკისტანელებს ესაუბრებოდა. პარალელურად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მთელი დღის განმავლობაში ხშირად უკავშირდებოდა ტრამპს და მის გუნდს – თუმცა ისრაელელები სულ უფრო მეტად შეშფოთებულები იყვნენ, რომ მათ პროცესზე კონტროლი დაკარგეს.

„აქსიოსთან“ ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსნის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო გარანტიები,  რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ დაჟინებით მოითხოვდა, ირანს უარი ეთქვა ბირთვულ ამბიციებზე, ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე და შეეწყვიტა ურანის გამდიდრება.

სავარაუდოდ, ჯეი დი ვენსი აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს 10 აპრილს პაკისტანში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რაც, „აქსიოსის“ შეფასებით, უდავოდ მისი პოლიტიკური კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციას რამდენჯერაც შეაქებს​ ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი, იმდენი ხმა დააკლდებათ მოსახლეობისგან, საქართველომ დიდი ხანია, უარი თქვა სატელიტობაზე, ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს

ოპოზიციას რამდენჯერაც  ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი შეაქებს, იმდენი ხმა დააკლდებათ მოსახლეობისგან, ვინაიდან საქართველომ დიდი ხანია, უარი თქვა სატელიტობაზე, ვასალობაზე, ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ოპოზიციაში ჰგონიათ, რომ თუ რომელიმე ელჩი მათ „ტკბილ სიტყვას ეტყვის, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი“.„ოპოზიციას ბრიუსელიდან და სხვა ქალაქებიდან, როგორც სტილი ჩამოყალიბებული აქვს სალონური საუბრები. მათ არ ესმით, რას ნიშნავს საქართველო, ქართველი ხალხი, მათთან ურთიერთობა. ფორმალობისთვის უნდა მოინიშნონ, რომ ჰქონდათ რაღაც შეხვედრა, შეატყობინონ მათ დამფინანსებლებს, თითქოს შეხვედრა ჰქონდათ. ამიტომაც არ უნდათ სხვების ყოფნა, რადგან მერე შესაბამისად შეძლონ გაბევრება შეხვედრაზე მყოფი ადამიანების. ეს არის რადიკალების სალონური შეხვედრები, რომლებიც მოწყვეტილები არიან ქართულ რეალობას და ჰგონიათ, რომ ჰერჩინსკი თუ ორ ტკბილ სიტყვას ეტყვის, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი. არადა პირიქით არის, რამდენჯერაც მათ ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი შეაქებს, იმდენი ხმა დააკლდებათ მოსახლეობისგან, ვინაიდან საქართველომ დიდი ხანია, უარი თქვა სატელიტობაზე, ვასალობაზე, როცა საბჭოთა კავშირი არა დაშლის შედეგად, არამედ ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით დავტოვეთ. ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ყველაფერს როდესაც უპირისპირდები, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, მათ შორის დედაეკლესიასთან, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება

რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი როდესაც ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.კობახიძეს კითხვა დაუსვეს გიგი უგულავას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელშიც უგულავა წერს: „პატრიარქი მოკვდა, გაუმარჯოს ეგზარქოსს“.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დედაეკლესიასთან დაპირისპირების ფონზე პოლიტიკურ წარმატებზე ამბიცია ვერ იქნება.„როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანების და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახეს. ესენი არ იყვნენ მხოლოდ ერთეული პოლიტიკოსები, ეს იყო მთელი პარტიული სპექტრი, ეს იყო მედია და ენჯეოები. ყველა იყო ჩართული ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაში და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ეს კამპანია შეგვენელებინა და შეგვეჩერებინა. მთელი კონტრკამპანია დაგვჭირდა ამისათვის და საბოლოო ჯამში მივაღწიეთ მიზანს, მაგრამ ეს იყო ურთულესი ამოცანა. მათი უცხოელი მეგობრები კარნახობდნენ ასეთი კამპანიის წარმართვას. პარტიები, ენჯეოები, მედია საშუალებები, ყველა იყო ჩართული ამ უმძიმესი კამპანიის წარმოებაში, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ, ჩვენი კონტრკამპანიით. ახლა ცდილობენ, წამოიწყონ ახალი კამპანია, გამოდიან ასეთი განცხადებებით, ამასაც ვერ ექნება წარმატება. ჩვენი ეკლესია იქნება მტკიცე და ძლიერი, როგორც იყო აქამდე და იგივე შემიძლია ვთქვა ქართულ სახელმწიფოზე. როგორც არ უნდა სცადოს რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული სახელმწიფო იქნება მტკიცე და ძლიერი მომავალშიც“, – განაცხადა კობახიძემ.

„ევრონიუსი“ – ევროკავშირი მზადაა, მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემის მიღების გამო ისრაელს სანქციები დაუწესოს

ევროკავშირი მზადაა, მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემის მიღების გამო ისრაელს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ სტატიას „ევრონიუსი“ ავრცელებს.როგორც გამოცემა წერს, უკრაინასა და ისრაელს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელის ქალაქ ჰაიფას პორტში გემი ჩავიდა, რომელსაც რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა.„ევრონიუსის“ ცნობით, ევროკავშირმა გააფრთხილა ისრაელი, რომ მზად არის, სანქციები დაუწესოს მათ, ვინც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოპარული უკრაინული მარცვლეულით ვაჭრობას უწყობს ხელს.„ევროკავშირმა გაითვალისწინა ინფორმაცია, რომ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემს, რომელსაც მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ისრაელმა ჰაიფას პორტში გადმოტვირთვის უფლება მისცა, მიუხედავად უკრაინისა და ისრაელის ხელისუფლებას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით კონტაქტებისა. ჩვენ ვგმობთ ყველა ქმედებას, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის უკანონო საომარი ძალისხმევის დაფინანსებას და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას“, – განუცხადა ევროკომისიის სპიკერმა „ევრონიუსს“.ცნობისთვის, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ჰაიფაში ჩასვლამ უკრაინასა და ისრაელს შორის დაძაბულობა გაამწვავა. გემს, სახელწოდებით „პანორმიტი“, სავარაუდოდ 6 200 ტონაზე მეტი ხორბალი და 19 000 ტონა ქერი გადაჰქონდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ისრაელს, უარი ეთქვა რუსული გემის მიღებაზე და განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროპელებთან კოორდინაციით დაიწყებს „შესაბამისი სანქციების“ მომზადებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც „ამ დანაშაულებრივი სქემიდან მოგებას მიიღებდნენ“.

ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ

კანადის ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს 76-ე კონგრესის წინ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ.საქართველომ და სომხეთმა ფიფა-ს 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს. ამის შესახებ ერევანში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ისაუბრეს.ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს.აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, ფიფას-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს.მასპინძელი ქალაქების, სტადიონებისა და ტურნირთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.ლევან კობიაშვილი – „აღსანიშნავი მოვლენაა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ფიფა-ს ეგიდით გასამართი მსოფლიო რანგის ტურნირის მასპინძლობა. ჩვენი ქვეყნებისთვის და ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მიხარია, რომ ერთად მოგვიწევს ამ პროექტზე მუშაობა. ყველა ფეხბურთის ქომაგს ვულოცავ და დარწმუნებული ვარ, ეს ტურნირიც ისეთივე კვალს დატოვებს ჩვენი ფეხბურთის განვითარების საქმეში როგორიც იმ საერთაშორისო ტურნირებმა დატოვა, რომელთა მასპინძლობის პოზიტიური გამოცდილება ახლო წარსულში გვქონდა“.

ბექა ნაცვლიშვილი – დიდი საბალანსო ჰესები თუ აშენდება, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, საპენსიო ფონდს დღესაც შეუძლია, გამოუშვას ობლიგაციები, რომლის საფუძველზე განხორციელდება მშენებლობა

საბალანსო სიმძლავრები თუ გვჭირდება, ამას ვიზიარებ და თუ, მაგალითად, „ნამახვანჰესი“ აშენდება ან სხვა დიდი საბალანსო ჰესები, რომლებიც კაშხლური ჰესებია, მაშინ ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, – განაცხადა პოლიტეკონომისტმა, „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.„მე ეს არაერთხელ მქონდა შეთავაზებული პარლამენტში, როდესაც დარგობრივი კომიტეტის წევრიც ვიყავი. მე ვთქვი, რომ ეს უნდა გაეკეთებინა საპენსიო ფონდს. საპენსიო ფონდს დღესაც შეუძლია, გამოუშვას ობლიგაციები, ობლიგაციების საფუძველზე განხორციელდეს მშენებლობა და შემდგომში უკვე თვითონ ჰესმა გამოსცეს აქციები, რომლის საფუძველზეც იმ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხით არა მხოლოდ დივიდენდების სახით გამდიდრდებიან ჩვენი პენსიონერები, არამედ, რაც უფრო მთავარია, ეს ფული, რომელიც საპენსიო სისტემაშია ორიენტირებული, უცხოეთის ბიზნესს და ეკონომიკას კი არ დააფინანსებს, დააფინანსებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ასეთ მოდელებზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.მისი თქმით, როდესაც საუბარია ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, არ იცის, მაგალითად, რა ურთიერთობა არსებობს რეალურად პარტნიორ ქვეყნებთან.„რას გვეუბნებიან ისინი, მაგალითად, ელექტროენერგიის ტარიფებზე, გაზის ტარიფებზე, გაზის, უბრალოდ, ნაკადების მოწოდებაზე და ა.შ. შეიძლება, ძალიან ცუდი ურთიერთობა გვაქვს, მე ხომ არ ვიცი და ეს შეიძლება, მთავრობას უბიძგებს იქითკენ, რომ მართლაც იფიქრონ, ვთქვათ, საკუთარი გენერაციის წყაროებზე. ეს არ ვიცი, მაგრამ ეს ასე ცხადად არ ჩანს. აქედან გამომდინარე, შავ ყუთში რა ხდება, არ ვიცი. თუ ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ გავხდეთ თვითმყოფადი, ავტარქიული ქვეყანა ეკონომიკურად, მაშინ არა მხოლოდ ენერგოდამოუკიდებლობაზე უნდა ვიზრუნოთ, ენერგოუსაფრთხოებაზე ამ შემთხვევაში, არამედ სასურსათო უსაფრთხოებაზეც უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, როდესაც საუბარია ხოლმე იმაზე, რომ ეკონომიკა იზრდება და მზარდი ეკონომიკა ითხოვს მეტ ენერგეტიკას, ცხადია, ენერგეტიკის გარეშე ეკონომიკა ვერ ფუნქციონირებს, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რა დარგები ვითარდება.„სახელმწიფოს აქვს რამე სტრატეგია, სადაც მე, როგორც მოქალაქეს, მექნება წარმოდგენა, რა დარგებს ავითარებს? ავითარებს, მაგალითად, ე.წ მაინინგს, დატა ცენტრებს და ასე შემდეგ, რომლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, შეიძლება, მაგრამ დასაქმების მაჩვენებელია ძალიან დაბალი, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ ზონებშია და რომელსაც არანაირი ეკონომიკური სარგებელი რიგითი მოქალაქისთვის საქართველოში არ აქვს; ცდილობს, განავითაროს ეს სექტორი თუ ცდილობს განავითაროს, მაგალითად, დამამუშავებელი მრეწველობა, სადაც მაღალი დამატებითი ღირებულება იქმნება, ადამიანები საქმდებიან, კომპეტენციის საჭიროება ჩნდება და ასე შემდეგ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.ბექა ნაცვლიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ქარის და მზის ენერგიის, თუმცა ამ მიმართულებით განვითარება არ მომხდარა.„განვავითარეთ ჩვენ ქარის ან მზის ენერგია, წინ წავიწიეთ? არა. ჩვენ გვინდა, აუცილებლად მივიდეთ სადღაც, რაღაც ჩავაბეტონოთ და ა.შ. ჩვენ გენერაცია როდის გჭირდება ხოლმე, როდის არის დეფიციტი? ეს არის ზამთრის პერიოდი, შემოდგომა-ზამთრის, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კი სწორედ ქარი არის ყველაზე საინტერესო ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ვარდნა, ანუ ფრუქტაცია ქარს ბევრად უფრო დაბალი აქვს, ვიდრე ამ შემთხვევაში წყალს. მოკლედ, ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და, უბრალოდ, რომ ჩვენ გვინდა, 2030 წელს ენერგოდამოუკიდებელი გავხდეთ, ასე მარტივი არ არის, ბევრი რაღაც არის“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ბოლო სიახლეები