ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

აზერბაიჯანის პირველი ლედის ცხოვრების გზა

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან – მეჰრიბან ალიევასთან ერთად იმყოფება საქართველოში.

მეჰრიბან ალიევა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პირველი ლედია მსოფლიოში. წლების წინ, ყველაზე გემოვნებიან და ლამაზ პირველ ქალბატონთა სიებშიც ხვდებოდა. 61 წლის მეჰრიბანი ახლა ისე აქტიურად არ ჩანს მსოფლიო მედიის ფურცლებზე, თუმცა აზერბაიჯანში მისი გავლენა არ შემცირებულა. მას ამიერკავკასიაში ყველაზე გავლენიან ქალადაც მოიხსენიებენ ხოლმე და მრავალი ტიტულის მფლობელია.

მეჰრიბან არიფ ყიზი ალიევა (ქალიშვილობის გვარი – ფაშაევა) დაიბადა 1964 წლის 26 აგვისტოს, ბაქოში. ის ეთნიკური აზერბაიჯანელია. ინტელექტუალების ოჯახში დაიბადა, მისი წინაპრები, ფაშაევების კლანი, აღიარებული იყო, როგორც ყველაზე გავლენიანი, ეკონომიკის აკადემიურ წრეებსა და ბიზნეს სექტორებში. მისი ბაბუა, მირ ჯალალ ფაშაევი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და ფილოსოფიის დოქტორი იყო. მამამისი, არიფ ფაშაევი – აზერბაიჯანის საავიაციო აკადემიის რექტორი. დედამისი, აიდა იმანგულიევა, აღმოსავლეთმცოდნეობას სწავლობდა. აიდას მამა, ნასირ იმანგულიევი, ბაქოს გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო.

მეჰრიბანის გარდა, მის მშობლებს კიდევ ერთი ქალიშვილი, ნარგიზ ფაშაევა ჰყავდათ, რომელმაც ასევე მიიღო ფილოლოგიის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი და აზერბაიჯანის დედაქალაქში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის რექტორია.

მეჰრიბანმა ბავშვობაში სწავლისადმი განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, რამაც მას საშუალება მისცა მარტივად ჩარიცხულიყო მშობლიურ ქალაქში სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი მედიცინის განყოფილებაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგივან სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში გადავიდა, რომელიც 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა.

სწავლის შემდეგ რუსეთის დედაქალაქში დარჩა და სამსახურიც იქვე იშოვა, მოსკოვში, ჰერმან ჰელმჰოლცის თვალის დაავადებათა კვლევით ინსტიტუტში. იმ დროს ინსტიტუტს აკადემიკოსი მიხაილ კრასნოვი ხელმძღვანელობდა. ეს შესანიშნავი მომზადება იყო ახალგაზრდა ექიმისთვის.

1990-იანი წლების შუა პერიოდში სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საზოგადოებრივ საქმიანობას შეუდგა. მისი მონაწილეობით დაარსდა ფონდი „აზერბაიჯანული კულტურის მეგობრები“, რომელსაც პირველი ლედი დღემდე ხელმძღვანელობს.

მეჰრიბანი და ილჰამი 1983 წელს დაქორწინდნენ. ახალდაქორწინებულები იმ დროს ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ. მეჰრიბანი ახალი გადასული იყო მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში, ხოლო ილჰამი მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ასპირანტურას სწავლობდა.

ერთი წლის შემდეგ შეეძინათ ქალიშვილი, ლეილა ალიევა, ხოლო 1989 წელს – გოგონა, სახელად არზუ. 1997 წელს, როდესაც წყვილი ლონდონში იმყოფებოდა, ვაჟი, ჰეიდარი გაჩნდა.

წყვილის შვილები აზერბაიჯანში ასევე დიდი გავლენით სარგებლობენ. მათი პირადი ცხოვრებაც იყო განხილვის საგანი. ლეილა მომღერალ ემინ აგალაროვზე დაქორწინდა. წყვილს 2008 წელს ტყუპი ვაჟი შეეძინა. ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ თბილი ურთიერთობა შეინარჩუნეს.

არზუმ ბიზნესმენ აიდინ კურბონოვის ვაჟზე, სამედ კურბონოვზე იქორწინა. ერთი წლის შემდეგ ახალდაქორწინებულებს პირველი შვილი, აიდინი შეეძინათ, ხოლო 2016 წელს ქალიშვილი, აზიზა ეყოლათ.

რაც შეეხება წყვილის ერთადერთ ვაჟს, რომელიც ბაბუის მოსახელეა და მამის მემკვიდრე, ხშირად საუბრობენ მის გავლენებზე და დუბაისა თუ სხვა ქვეყნებში არსებულ მის ქონებაზე. ჰეიდარს ცოლი და ორი შვილი ჰყავს.

როცა 2017 წლის 21 თებერვალს მეჰრიბან ალიევამ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ამან პოლიტოლოგებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბევრი ამტკიცებდა, რომ ეს აზერბაიჯანში ნეომონარქიისთვის მზადების დასაწყისი იყო. არსებობდა თეორია, რომ ალიევის გადადგომის შემდეგ მის თანამდებობას მისი მეუღლე დაიკავებდა, შემდეგ კი დედამისი ქვეყნის კონტროლს თავის ზრდასრულ ვაჟს, ჰეიდარ ალიევ უმცროსს გადასცემდა…

ბევრს წერენ ალიევების ოჯახის გავლენებზე და უზარმაზარ ქონებაზე. გავრცელებული ცნობებით, მათ საკუთარ ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც ეკუთვნით უძრავი ქონება თუ კომპანიები. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ჟურნალისტების ცნობით, The Washington Post-ზე დაყრდნობით, 2011 წელს მეჰრიბანის 14 წლის ვაჟი, ჰეიდარი, დუბაიში ცხრა მდიდრული სასახლის მფლობელი გახდა. სასახლეები დაახლოებით 44 მილიონ დოლარად შეიძინეს. ქალიშვილები, ლეილა და არზუ, ასევე ფლობენ დუბაიში მათ სახელზე რეგისტრირებულ ქონებას. ალიევის შვილების საკუთრებაში არსებული ქონების ჯამური ღირებულება 75 მილიონ დოლარად არის შეფასებული. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ლეილა და არზუ აკონტროლებენ აზერბაიჯანულ მობილურ ტელეფონების კომპანია „აზერფონს“.არზუ „სილქ ვეი ბანკის“ თანამფლობელია…

მეჰრიბანი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა, ასევე, აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი (2017 წლიდან), ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი. მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) წევრი (2005–2017); მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე. აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი, აზერბაიჯან-საფრანგეთის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების სამუშაო ჯგუფისა და „აზერბაიჯანის კულტურის მეგობრების ფონდის“ ხელმძღვანელი; კეთილი ნების ელჩი ISESCO-ში (2006), გაეროსა და ოის-ში.

ასევე წლების განმავლობაში მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და გემოვნებიან პირველ ლედიდ მსოფლიოში. საჯარო მოხელე შიიტი მუსლიმია. თუმცა ორთოდოქსმა ფრთამ არაერთხეд გააკრიტიკა “რწმენისთვის შეუფერებელი” ქცევისა და ჩაცმულობის სტილის გამო.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ალიევამ არაერთხელ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია; პლასტიკური ქირურგიის გავლენა მეჰრიბანის გარეგნობაზე, სავარაუდოდ, „ადრე და შემდეგ“ ფოტოებს შორის განსხვავებაში ჩანს. თუმცა, აზერბაიჯანის პირველ ლედის კომენტარი ამ ჭორებზე არ გაუკეთებია.

დღეს მეჰრიბან ალიევა კვლავ აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და უცხოურ ვიზიტებზეც სულ ახლავს მეუღლეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სგპ ,,სარფსა“ და ,,ბათუმის პორტში“ საბრძოლო ვაზნებისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,ბათუმის პორტი“ მებაჟე ოფიცრებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 149 ცალი საბრძოლო ვაზნისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა.საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული აღნიშნული საქონელი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონისა და სატვირთო ავტომობილის მისაბმელი განყოფილების დეტალური დათვალიერებისას იქნა აღმოჩენილი.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

როდის დათბება საქართველოში – როგორია განახლებული ამინდის პროგნოზი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.„მაისის პირველი კვირა საქართველოში კვლავ არასტაბილური და გრილი იქნება, არათანაბრად განაწილებული ნალექითა და პერიოდულად ძლიერი ქარით.ამის ძირითადი მიზეზი ატმოსფერული წნევის არამდგრადობა და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ციკლონთან არსებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასების ხშირი გავრცელება იქნება. ჯერჯერობით, ახალი თვის დასაწყისში, ხანგრძლივი პერიოდით - არც დათბობა და არც მშრალი პერიოდია მოსალოდნელი.ვარდობისთვე საქართველოში ყოველთვის იყო ხიდი -სევდიან სიჩუმესა და ზაფხულის სიხარულის ხმაურს შორის. გპირდებით თვის მეორე ნახევარში, საქართველო კვლავ შეიგრძნობს გაზაფხულის ნამდვილ სუნთქვას - ყვავილებით, ზღვისპირა სიცილით და მთის ბილიკებზე გაღვიძებული სიცოცხლით...",- წერს ფარტენაძე.  

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შემცირების საკითხს განიხილავს

აშშ გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შემცირების საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.„შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შესაძლო შემცირებას, რის შესახებაც გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

„ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა

ნავთობის ფასები ისევ იზრდება და 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს აღწევს, ეს კი იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის პორტების ბლოკადის გახანგრძლივებას განიხილავს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.მედიის ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 12 პროცენტზე მეტით მოიმატა და ერთ ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა.ხოლო ამერიკული West Texas Intermediate-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი სამ პროცენტზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 110 დოლარს გადააჭარბა.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს მხრის ოპერაციას, საფრანგეთში ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში გაუკეთებენ

,,საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და უშუალოდ მინისტრ შალვა გოგოლაძის მონაწილეობით, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მხრის ოპერაციას, საფრანგეთის ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში გამგზავრებასა და საოპერაციო ხარჯებს სრულად დააფინანსებს. ოპერაციას ჩაატარებენ მხრის ქირურგიის მიმართულებით წამყვანი ფრანგი სპეციალისტები - პასკალ ბუალო და ჟან-კრისტიან ბალესტრა. ოლიმპიური ჩემპიონის საფრანგეთში ოპერაცია, ასოციაციის პრეზიდენტთან, ზურაბ კახაბრიშვილთან კოორდინაციით, ექიმმა ნიკა ხუნგურუამ დაგეგმა. ლაშა ბექაური პარიზში, 3 მაისს, თანხმლებ ექიმთან ერთად გაემგზავრება. ლაშა ბექაურმა მარჯვენა მხრის მძიმე ტრავმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა. ქართველი ჩემპიონის ოპერაცია 5 მაისს ჩაინიშნა. საქართველოს სპორტის სამინისტრო-ინფორმაციას ამის შესახებ ფედერაცია ავრცელებს

ბოლო სიახლეები