ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

გიორგი შარაშიძე – ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლების გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება

ჩვენ ოპოზიციისგან გამიჯნული ვართ და ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

შარაშიძის თქმით, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლებას კი არ ასუსტებს, არამედ მის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ არასოდეს ექნება.

„„ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები როდის გაერთიანდებიან, როდის დაიშლებიან, რა ესთეტიკით და რა ეთიკური სტანდარტით აქვთ ერთმანეთში კომუნიკაცია, ეს არ არის ჩვენთვის არც საინტერესო, არც პრიორიტეტული. „ნაცმოძრაობასთან“ ურთიერთობა წითელი ხაზია მათი დამოკიდებულების გამო. ამ რეჟიმის დანაშაულების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება იცით, ასევე მათი დამოკიდებულების გამო არჩევნების თაობაზე და 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე. სწორედ ისინი არიან შემოქმედები. ამ ყველაფრით „ოცნება“ გააძლიერეს, ჩვენ კი ხელისუფლებას ვებრძვით საკმაოდ მწვავედ და, მათ შორის, პარლამენტში. ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლებას კი არ ასუსტებს, არამედ მის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება“, – აღნიშნა შარაშიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან კარგი და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა.მისი თქმით, დისკუსია უკრაინასა და ირანს შეეხო.„კოსმოსზე არ მისაუბრია, უკრაინაზე ვისაუბრე. ცოტა ირანსაც შევეხე. რამდენიმე სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ძირითადად უკრაინაზე. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს. მგონია, რომ მასაც უნდა გამოსავლის პოვნა და ეს კარგია”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინმა ირანს დახმარება შესთავაზა გამდიდრებული ურანის საკითხში, რაც ირანთან ომის დასრულების შეთანხმების მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.„მან მითხრა, რომ სურს ჩაერთოს გამდიდრების პროცესში, თუ შეძლებს, დაგვეხმაროს მის მიღწევაში. მე კი ვუთხარი, რომ ბევრად მირჩევნია, ის უკრაინის ომის დასრულებაში ჩაერთოს“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, ტრამპის განცხადებით, მარუს ნ კოლეგას ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შესთავაზა, რასაც მისივე თქმით, რუსეთი სავარაუდოდ დათანხმდება.„პრეზიდენტ პუტინთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. შევთავაზე მცირე ცეცხლის შეწყვეტა და ვფიქრობ, შეიძლება, ამას დათანხმდეს. მან შეიძლება, ამასთან დაკავშირებით რაიმე გამოაცხადოს. მას ვუთხარი თუნდაც ეს მცირეხნიანი ცეცხლის შეწყვეტა იყოს, ამდენი ადამიანი იღუპება, ეს უბრალოდ აბსურდია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჩვენ არ გვინდა აღიარება, ვითომ, სიგიჟე, რაც მოაწყო გვარამიამ, მთელი ოპოზიცია რომ გამოყარა პარლამენტიდან, 60 კაცი, თითქოს მას არ უქნია და ამის შემდეგ მაინც...

"ჩვენ არ გვინდა არაფრის აღიარება, ვითომ არაფერი შეცვლილა, ვითომ არავინ არ არის გაქცეული, ვითომ არავისთვის პარტია არ წაურთმევიათ, ვითომ, სიგიჟე, რაც მოაწყო გვარამიამ, მთელი ოპოზიცია რომ გამოყარა პარლამენტიდან, 60 კაცი და გაანადგურა ოპოზიციური ინფრასტრუქტურა, ეს თითქოს მას არ უქნია და ამის შემდეგ ის მაინც ოპოზიციონერი რჩება", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ გადაცემა "ღამის კურიერში საუბრის დროს განაცხადა.როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ არ აქვს პარტია, იმიტომ, რომ "გაძიძგნეს" სააკაშვილის პარტია.მისივე თქმით, ოდიოზური ფიგურები ოპოზიციური ველიდან, დაეპატრონებიან "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატს."პარტიებად რომ არის საქართველოში რეგისტრირებული, ისინი ყველა პარტიები არ არიან. "ლელო" არანაირი პარტია არ არის, მისი ერთი ლიდერი გაქცეულია, მეორე მძევლად არის საქართველოში. შესაბამისად, როგორ შეიძლება გქონდეს ასეთი პარტიის იმედი.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წარმოგიდგენიათ ადამიანი გაქცეული არ იყოს, ხაზარაძისნაირი და პატრიარქის სამძიმარზე არ მისულიყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემთვის ეს უტყუარი ნიშნებია. გახარია რომ გაქცეულია, ასევე ყველამ იცის. "ნაცმოძრაობის" ლიდერი ციხეშია და მისი პარტია დაქუცმაცებულია და ახლა ცდილობს მიხეილ სააკაშვილი გააკეთოს კონსოლიდაცია.სინამდვილეში, მარტო ჩვენ დავრჩით პოლიტიკური პარტია. "ნაცმოძრაობას" ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ არ აქვს პარტია, "ლელო" და "გახარიები" აღარც არიან პარტიები. რესურსები ნაკლები გვაქვს, სად ჩემი რესურსები და სად ხაზარაძის, ან მიშას რესურსები, მაგრამ პარტია რასაც ჰქვია, მარტო ჩვენ გვაქვს "ქართული ოცნების" გარდა ამ წუთებში. "ნაცმოძრაობას" ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ არ აქვს პარტია, იმიტომ, რომ წაართვეს მიხეილ სააკაშვილს პარტია, გაძიძგნეს მისი პარტია.ჩვენ არ გვიდა არაფრის აღიარება, ვითომ არაფერი შეცვლილა, ვითომ არავინ არ არის გაქცეული, ვითომ არავისთვის პარტია არ წაურთმევიათ, ვითომ სიგიჟე, რაც მოაწყო გვარამიამ, მთელი ოპოზიცია რომ გამოყარა პარლამენტიდან, 60 კაცი და გაანადგურა ოპოზიციური ინფრასტრუქტურა, ეს თითქოს მას არ უქნია და ამის შემდეგ ის მაინც ოპოზიციონერი რჩება. ვხედავთ, რომ ოდიოზური ფიგურები, ვითომ ოპოზიციური ველიდან, დაეპატრონებიან "ნაცურ" ელექტორატს. სანამ ეს ასე იქნება, არ მჯერა, რომ რამე გამოვა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„სრულად უფასო იქნება…“ – მერიის გადაწყვეტილება, რომელიც პირველი მაისიდან ამოქმედდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა, 1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება.როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.„თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა, 1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება. მას დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს“, - აღნიშნა კალაძემ.

ირანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი – აშშ აღარ არის იმ პოზიციაში, რომ დამოუკიდებელ ქვეყნებს თავისი პოლიტიკა უკარნახოს

აშშ აღარ არის იმ პოზიციაში, რომ დამოუკიდებელ ქვეყნებს თავისი პოლიტიკა უკარნახოს – ამის შესახებ ირანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, რეზა თალაი-ნიკმა განაცხადა.პრესსპიკერის თქმით, აშშ-მ უარი უნდა თქვას უკანონო და ირაციონალურ მოთხოვნებზე.მისი განცხადებით, ირანი აგრძელებს ქვეყნის ეროვნული თავდაცვის გაძლიერებას და შეიარაღებული ძალების საჭიროებების უზრუნველყოფას. თალაი-ნიკმა აღნიშნა, რომ ირანი მზად არის, გაუზიაროს თავდაცვითი შესაძლებლობები სხვა დამოუკიდებელ ქვეყნებსაც.პარალელურად კი, ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი მოჰამად აქრამინია აცხადებს, რომ ირანში კვლავ საომარი მდგომარეობაა და ირანის შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულეს სამიზნეების სიის განახლება და სამხედრო აღჭურვა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული – „სტუ სტარი 2026“ გამოვლინდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პოპულარული სტუდენტური მუსიკალური კონკურსის - „სტუ სტარი 2026“ დასკვნითი ღონისძიება - გალა კონცერტი გაიმართა, რომელზეც ჟიურიმ განსაკუთრებული საესტრადო-საშემსრულებლო უნარებით დაჯილდოებული ორი სტუდენტი გამოავლინა. წლევანდელი „სტუ სტარი“ გახდა საუნივერსიტეტო კონკურსის საუკეთესო ვოკალისტად აღიარებული ნინი იმნაძე, რომელიც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრია, ხოლო II საპრიზო ადგილი აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტმა - შთამბეჭდავი ვოკალური მონაცემებით დაჯილდოებულმა იკაკო ალექსიძემ მოიპოვა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საუნივერსიტეტო პროექტი „სტუ სტარი“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით და სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით განხორციელდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის - გასული საუკუნის 90-იან წლებში უნივერსიტეტის ახალგაზრდობის ერთ-ერთი ლიდერის - გოგა გიორგობიანის ხსოვნას მიეძღვნა.„სტუ სტარი 2026“-ის მხარდამჭერია საქართველოში სამთომოპოვებითი საქმიანობის ლიდერი კომპანია „არემჯი“, რომელსაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს.კონკურსის დასკვნით კონცერტს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.კონკურსის ფინალში ცოცხალი ბენდის თანხლებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი წარდგა: მარიამ ნარიმანიძე - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან, ნინი იმნაძე - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტიდან, თემუკა ცინცაძე - არქიტეტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან და იკაკო ალექსიძე - აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან.ფინალისტები მუსიკალურ-საესტრადო და საშემსრულებლო უნარების მიხედვით შეაფასა 5-წევრიანმა ჟიურიმ - ქეთი ოძელაშვილის (მუსიკოსი), ნათია დუმბაძის (მომღერალი), ბადრი ლებანიძის (სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი), პროფესორ ლიანა თარგამაძის (სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი) და პროფესორ ქეთევან ქუთათელაძის (სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი) შემადგენლობით.ფინალურმა ტურმა ოვაციების ფონზე ჩაიარა. შემსრულებლებს თავიანთი ფაკულტეტებიდან გულშემატკივარ სტუდენტთა გუნდები ქომაგობდნენ. რაც შეეხება გალა კონცერტს, მასში მონაწილეობა წლევანდელმა ყველა კონკურსანტმა მიიღო.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებულ სტუდენტებს - წლევანდელ „სტუ სტარ“ ნინი იმნაძეს და მეორე საპრიზო ადგილის მფლობელ იკაკო ალექსიძეს 3000 და 2000 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდოები გადაეცათ. „არემჯის“ რჩეული კონკურსანტი ნინი იმნაძე გახდა, რომელიც კომპანიამ 2000 ლარით დაასაჩუქრა. ამასთან ერთად, „სტუ სტარი 2026“-ის ყველა მონაწილეს პრიზები გადაეცა.ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტის - გამარჯვებული ნინი იმნაძის თქმით, „სტუ სტარმა“ მას შემოქმედებითად განვითარების დიდი სტიმული მისცა. „კონკურსის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩემი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და რექტორს, გულშემატკივრობისთვის მადლობა ჩემი ფაკულტეტის დეკანს და პროფესორ-მასწავლებლებს, ჩემს ჯგუფელებს, ჩემი ფაკულტეტის სტუდენტებს და მეგობრებს, მადლობას ვუხდი ბენდს საუკეთესო შესრულებისთვის და ჟიურის ასეთი მაღალი შეფასებისთვის. მე წლევანდელი „სტუ სტარი“ გავხდი. ეს გამარჯვება მაძლიერებს და მიბიძგებს, რომ ძირითად პროფესიასთან ერთად, შემოქმედებით გზაზეც უფრო თავდაჯერებულად ვიყო“, - აღნიშნა ნინი იმნაძემ.როგორც II საპრიზო ადგილის მფლობელმა, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტმა იკაკო ალექსიძემ აღნიშნა, „სტუ სტარი“ მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება და ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპია, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგება.„უდიდესი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ - ფინალი განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა. რეპეტიციები რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ძალიან დავუახლოვდი როგორც მონაწილეებს, ისე პროექტზე მომუშავე თითოეულ ადამიანს. „სტუ სტარში“ მიღებული გამოცდილება ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ის მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩემს ცხოვრებაში”, - აღნიშნა იკაკო ალექსიძემ.კონკურსის მიმდინარეობა და შედეგები სტუ-ის რექტორმა შეაფასა, გამარჯვებულებს კი წარმატება და შემდგომი წინსვლა უსურვა. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, სტუდენტური კონკურსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.როგორც რექტორმა აღნიშნა, თავდაპირველად „სტუ სტარი 2026“-ის ფინალური ტურის ჩატარება მარტის ბოლოს იყო დაგეგმილი, მაგრამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალების გამო სტუდენტებმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს და კონკურსის ფინალის ჩატარება პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ახალგაზრდების მხრიდან ეროვნული ტრადიციებისა და საზოგადოებრივი ღირებულებების პატივისცემის დადასტურებაა.რექტორის შეფასებით, კონკურსის მონაწილე თითოეულმა სტუდენტმა ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და დაამტკიცა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არა მხოლოდ სამეცნიერო და საინჟინრო-ტექნოლოგიური ცოდნის კერაა, არამედ ასევე წარმოადგენს სივრცეს, სადაც ახალგაზრდები აქტიურად ავითარებენ შემოქმედებით მისწრაფებებს და ეძიებენ თვითგამოხატვის მრავალფეროვან ფორმებს.„მინდა გულწრფელად მივულოცო გამარჯვებულ სტუდენტებს და ყველა მონაწილეს, რომლებმაც თავიანთი ნიჭით, შრომითა და მონდომებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც ახალგაზრდები სრულფასოვნად ვითარდებიან. სტუდენტური მუსიკალური კონკურსი „სტუ სტარი“ უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა - აქ, საუნივერსიტეტო სცენაზე იბადება ახალი ხმები, ახალი იდეები და შესაძლებლობები; აქ ერთმანეთს ერწყმის ინტელექტი, ახალგაზრდული ემოცია და შემოქმედებითი ენერგია. მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებულ როლს ასრულებს სტუდენტების მოტივაციის ამაღლებაში, მათ პროფესიულ და პიროვნულ ზრდაში. კონკურსი ხელს უწყობს არა მხოლოდ ნიჭის აღმოჩენასა და განვითარებას, არამედ ახალგაზრდების შორის ჯანსაღ კონკურენციასა და პარტნიორობის კულტურის ჩამოყალიბებასაც. გამარჯვებულებთან ერთად წარმატებას ვუსურვებ ყველა კონკურსანტს - როგორც სასწავლო პროცესში, ისე შემოქმედებითი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, მათი მიღწევები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არაერთხელ გახდება სიამაყის საფუძველი და მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საქართველოს ინტელექტუალურ და კულტურულ განვითარებაში“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო სტუდენტურმა მუსიკალურმა კონკურსმა - „სტუ სტარი 2026“ - სტარტი 26 იანვარს აიღო, ნახევარფინალური ტური კი 27 თებერვალს ჩატარდა.ცნობისათვის, პროექტი „სტუ სტარი“ 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მისი მიზანი კულტურულ და შემოქმედებით აქტივობებში სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობა, უნივერსიტეტის სტუდენტთა შორის ნიჭიერი შემსრულებლების აღმოჩენა, მათი მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა. „სტუ სტარის“ მხარდამჭერია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროექტის ავტორია ნათია ივანაშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი - ქეთევან ოძელაშვილი, ხოლო ორგანიზატორები, ავტორთან ერთად, არიან სტუ-ის სტუდენტური სერვისების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი და სტუდენტური თვითმმართველობა.

ბოლო სიახლეები