WHO: კორონავირუსზე დაწესებული შეზღუდვების დროზე ადრე გაუქმება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილიანობის მატებას გამოიწვევს

Read Time:33 Second
„კორონავირუსზე დაწესებული შეზღუდვების დროზე ადრე გაუქმება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილიანობის მატებას გამოიწვევს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
 
კორონავირუსის მხრივ ევროპის ყველაზე ცხელი წერტილები, ევროპა და იტალია, კარანტინის პარალელურად სხვადასხვა შეზღუდვას აუქმებს.
 
ჟენევაში, ვირტუალურ კონფერენციაზე საუბრისას ექიმმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიის შენელებასთან დაკავშირებით განაცხადა, – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
 
მისი განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მთავრობებთან ერთად ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შესარბილებლად მუშაობდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს დროზე ადრე არ მოხდეს.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ ანჯაფარიძე: ნაცებმა იმ ფულის წარმომავლობა განუმარტონ ხალხს, რომლითაც 1000 თანამოქალაქის ჩამოყვანას აპირებდნენ საქართველოში
Next post ბოლო მონაცემებით საქართველოში 242 დაინფიცირებულიდან – 60 პაციენტი გამოჯანმრთელებულია