ბოლო მონაცემებით საქართველოში 242 დაინფიცირებულიდან – 60 პაციენტი გამოჯანმრთელებულია

Read Time:27 Second
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, პაციენტის ანალიზების საბოლოო პასუხი covid 19-ზე უარყოფითია.
 
67 წლის კაცს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა.
 
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 ადამიანით გაიზარდა და სულ 242 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 60-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსვდა. კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.
 
საქართველოში კორონავირუსი ამ დრომდე 233 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული იყო – 56 ადამიანი. 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post WHO: კორონავირუსზე დაწესებული შეზღუდვების დროზე ადრე გაუქმება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილიანობის მატებას გამოიწვევს
Next post ადამიანი საქართველოდან