VIDEO: ქარელში, 138 გველი აღმოაჩინეს

Read Time:38 Second

17 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს წითელმუცელა მცურავების (Dolichophis schmidti) გამოსაზამთრებელი ადგილი აღმოაჩინეს.

კერძო მესაკუთრის დახმარებით ადგილზე ჩავიდნენ ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი (“ორკინი – საქართველოს” ველური ბუნების მენეჯერი) და ილიაუნის მკვლევრები და სტუდენტები: გიორგი იანქოშვილი, იოანე როსტიაშვილი, ანდრო სოლომანაშვილი, ალისა სანაკოევა და მარი წულაია. სამუშაოების დროს ამოიყვანეს 136 წითელმუცელა მცურავი (Dolichophis schmidti), 1 წენგოსფერი მცურავი (Platyceps najadum) და 1 წყლის ანკარა (Natrix tessellata).

მკვლევრებმა სარდაფში გაზომეს ტემპერატურა, ტენიანობა და შემდეგ გველები მსგავს გარემოში, ერთ-ერთის აგარაკზე, უსაფრთხოდ გამოსაზამთრებლად გადაიყვანეს.

,,ამდენი და მეტი გველიც ბინადრობს და სულ ბინადრობდა ჩვენ გარშემო, რაც ბუნებისთვის და ეკოსისტემისთვის აუცილებელია. თუმცა ასე, ერთ სივრცეში ამდენი ინდივიდის ნახვა ძალიან იშვიათია, იმიტომ კი არა, რომ გველები ცოტანი არიან, არამედ იმიტომ, რომ ჩვეულებრივ გაგვირბიან და იმალებიან“, – ამბობს ,,რადიო თავისუფლებასთან“ გიორგი იანქოშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
100 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ბიძინა ივანიშვილისთვის არსებობს ერთი მთავარი ღირებულება – სამშობლო და ქართველი კაცი, რომელიც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი უნდა იყოს და არის
Next post „ყველას სამწუხარო ინფორმაცია უნდა გაცნობოთ…“ – სალომე უშხვანი