სოზარ სუბარი: ბიძინა ივანიშვილისთვის არსებობს ერთი მთავარი ღირებულება – სამშობლო და ქართველი კაცი, რომელიც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი უნდა იყოს და არის

Read Time:50 Second

„როცა საქართველოში ყველაზე დიდი გაჭირვება იყო, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ქართული ელიტა გადაერჩინა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ქველმოქმედების შესახებ ისაუბრა.

„სპორტსმენები, მეცნიერები, ხელოვანები – ისინი, ვინც საქართველოს და ქართველობას ქმნიან, ვინც საქართველოს წარსული შექმნა და ვინც მომავალს ქმნიან; ვინც საქართველოს სახეები არიან – ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ადამიანი გადაარჩინა შიმშილით სიკვდილს. მან ძალიან კარგად იცოდა, რამხელა საფრთხეში იგდებდა თავს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებას დაუპირისპირდა. იმ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე იყო წამსვლელი.

არც ვიცი მაქვს თუ არა ამის თქმის უფლება, ამიტომ, არ დავასახელებ, თუ რომელი ქვეყნის ელჩი იყო – როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთ ელჩთან ერთად მთათუშეთში უნდა გაფრენილიყო, ელჩმა უთხრა, არ წავიდეთ, სახიფათოა, რადგან სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, ჯერ კიდევ აქვს გავლენები და შეიძლება ჩამოგვაგდონო. ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ელჩებმა ამ დონეზე იცოდნენ, თუ რა საფრთხეები იყო. მაგრამ, ბიძინა ივანიშვილისთვის არსებობს ერთი მთავარი ღირებულება – სამშობლო და ქართველი კაცი, რომელიც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი უნდა იყოს და არის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის, მირიან მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Next post VIDEO: ქარელში, 138 გველი აღმოაჩინეს