VIDEO: რა უთხრა ილია თოფურიამ ბაბუას გამარჯვების შემდეგ

Read Time:39 Second

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანი ანი გიუნტერი UFC- ის ჩემპიონის ილია თოფურიას ოჯახს ესტუმრა.

ილია თოფურიას გამარჯვების კადრების განმეორებით ნახვისას ანი გიუნტერმა და ილიას ბაბუამ, იუზა კერესელიძემ ცრემლები ვერ შეიკავეს.

 

„მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ბედნიერება გაიზიარა. ეს იყო მწვერვალი, რომლის მიღწევაც გვინდოდა, მივაღწიეთ და ძალიან გახარებული ვარ. უკვე აღარავინ კითხულობს , ვინ ვისია, ილია ყველასია“. – ამბობს ილიას ბაბუა.

მან ის მომენტი გაიხსენა, როდესაც გამარჯვების შემდეგ ილიას პირველად ესაუბრა.

„ილიას დები, სიძეები, ყველა იქაა, გამარჯვების შემდეგ დაგვირეკეს. „ხომ შეგისრულე, ბაბუ“ – მითხრა ილიამ.

99 % მჯეროდა, რომ გაიმარჯვებდა, მაგრამ სპორტში ყველაფერი ხდება, წამები წყვეტს ხოლმე ყველაფერს და ერთ პროცენტს მაინც ვიტოვებდი, რომ შეიძლება ვერ გაემარჯვა.

„27 წლის არის და ხუთი წლის რომ იყო, იმ დროიდან ვოცნებობდი ამ მომენტზე“. – ამბობს იუზა კერესელიძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად სასიხარულო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ილია გოგონას მამა გახდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ, აუხსნას საზოგადოებას, ვისთან კოალიციაზე მოგვიწოდებს, როცა ჩვენი მხარდაჭერა 60% ია და არჩევნების შემდეგ მთავრობის გაკომპლექტება შეგვიძლია
Next post რომან გოცირიძე: საკითხს სჭირდება მეტი გამჭვირვალობა, რადგან “საქართველოს ბანკმა” სომხური ბანკის შესყიდვაში 303 მილიონი დოლარი გადაიხადა და ამ ბანკის რუსული კავშირებიც არავისთვისაა საიდუმლო