არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ, აუხსნას საზოგადოებას, ვისთან კოალიციაზე მოგვიწოდებს, როცა ჩვენი მხარდაჭერა 60% ია და არჩევნების შემდეგ მთავრობის გაკომპლექტება შეგვიძლია

Read Time:1 Minute, 5 Second

სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ, დააკონკრეტოს და აუხსნას საზოგადოებას, ვისთან კოალიციაზე მოგვიწოდებს, მით უმეტეს, მაშინ, როცა ჩვენი მხარდაჭერა არის 60% და არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტება შეგვიძლია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის შიგნით კოალიციაზე თუ საუბრობს, ესეც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

„სალომე ზურაბიშვილმა უნდა აუხსნას საზოგადოებას, ვისთან კოალიციაზე მოგვიწოდებს. „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს, რათა შემდეგ არჩევნებში მყარი უმრავლესობა პარლამენტში პარლამენტში და კანონის, კონსტიტუციის შესაბამისად, დამოუკიდებლად დავაკომპლექტოთ მთავრობა. შესაბამისად, ახლა კოალიციაზე საუბარი, მით უმეტეს, პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც ზეპარტიული თანამდებობა აქვს – მისი მანდატი კონსტიტუციაში მკაფიოდ არის განსაზღვრული – რეალობის დამახინჯებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის შიგნით კოალიციაზე თუ საუბრობს, ესეც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რადგან ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც იყო შეკრებილი, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებდნენ. ასე რომ, ამ ოპოზიციას ყველანაირი კოალიცია მოსინჯული აქვს და არანაირი სხვადასხვა ძაძა იქ არ არის. რეალურად, ერთი გაერთიანებაა, ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც არავითარი კოალიციის მორალური უფლება არ აქვს. მით უმეტეს, ჩვენ არანაირი კოალიციას არ ვაპირებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იმ ძალასთან, რომელიც რეკეტს ახორციელებდა ქვეყანაში, უხეშად არღვევდა ადამიანის უფლებებს, მედიაში აწყობდა რეიდებს და ძირს უთხრიდა საქართველოს ევროპულ მომავალს, ადამიანების წამებით იყო დაკავებული.სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ, დააკონკრეტოს და აუხსნას საზოგადოებას, ვისთან კოალიციაზე მოგვიწოდებს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა არის 60% და არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტება შეგვიძლია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესახებ უახლესი ინფორმაცია ვრცელდება
Next post VIDEO: რა უთხრა ილია თოფურიამ ბაბუას გამარჯვების შემდეგ