The Guardian-ი “უეფას” პრეზიდენტის თანამდებობის ერთ-ერთ კანდიდატად ლევან კობიაშვილს ასახელებს

Read Time:37 Second

The Guardian-ი თავის ერთ-ერთ სტატიაში, „უეფას“ პრეზიდენტის თანამდებობაზე მსჯელობისას, მის ერთ-ერთ კანდიდატად ლევან კობიაშვილს მოიაზრებს.

გამოცემის ცნობით, ჩეფერინის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ის არ აპირებს მეოთხე ვადით კენჭისყრას, გააძლიერა კამათი ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით.

„რომ არა ჩეფერინის ეს განცხადება, 2027 წლის არჩევნებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით დისკუსია თითქმის არ იქნებოდა. პრეზიდენტობის მსურველები დაიწყებენ თანამდებობისთვის ბრძოლას. აშკარა კანდიდატი რამდენიმეა: პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო გომეში, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობს, მაგრამ არჩევნების წელს ის 75 წლის იქნება; „ფიფას“ საბჭოს წევრი რუმინელი რაზვან ბურლეანუ ახალგაზრდა კანდიდატად ითვლება, თუმცა, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას მოისურვებს. ექსფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს და გასულ წელს „უეფას“ აღმასკომის წევრი გახდა, ჩეფერინის ახლო მოკავშირეა და აშკარა ფავორიტებს მიღმა, შეიძლება მისმა კანდიდატურამაც იმუშაოს“, – აღნიშნულია სტატიაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ასოცირების საბჭო – მივესალმეთ საქართველოს კონსტრუქციულ თანამშრომლობას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების პრევენციის მიმართულებით
Next post იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს პრემიერად დანიშვნა მიულოცა – მოუთმენლად ველოდებით თქვენთან ერთად მუშაობას