Tesla-მ საბავშვო ელექტროკვადროციკლი გამოუშვა

Read Time:28 Second

Tesla-მ ახალი პროდუქტი, Cybertruck-ის მოტივებზე შესრულებული, საბავშვო ელექტროკვადროციკლი გამოუშვა – კვადროციკლი ყველგანმავალია, მას ფოლადის კარკასი, მოქნილი საკიდარი, დასაჯდომი ბალიში, უკანა მუხრუჭი და LED-სანათები აქვს. Tesla-ს უახლესი პროდუქტი $1900 ღირს და მისი შეძენა კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შეიძლება, მაგრამ პროდუქტის მოწოდებას, ორიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება.

Tesla-ს უახლესი Cyberკვადროციკლი განკუთვნილია რვა წლის ასაკზე უფროსი ბავშვებისთვის – მისი მაქსიმალური სიჩქარე 16 კმ/სთ-შია, ხოლო ელემენტის ერთი დამუხტვით ის 24 კილომეტრს გადის. Tesla-ს განცხადებით, კვადროციკლის ელემენტის სრულად დამუხტვას ხუთი საათი სჭირდება, თუმცა მისი მოხმარება დამოკიდებულია მძღოლის წინაზე, ადგილის რელიეფსა და სიჩქარეზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლუკა კურტანიძე-ვარ მხარდამჭერი იმ იდეის, რასაც ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი და ბოლომდე ვიქნები, იმიტომ, რომ მისი სადარი ადამიანი, ჯერ არ დაბადებულა ამ ქვეყანაზე იმ ქველმოქმედებით, რაც მან გააკეთა
Next post ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს – 28%, არადა პირბადე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია