Reuters: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ

Read Time:22 Second

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრები შეთანხმდნენ რუსული გაზის ფასი 180 ევროს დონეზე შეიზღუდოს.

ზედა ზღვარის ამოქმედება შესაძლებელია 2023 წლის 15 თებერვლიდან. შეთანხმება ოფიციალურად დამტკიცდება ქვეყნების მიერ წერილობით, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.

რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის შემოღების მიზანი ენერგეტიკული კრიზისის შედეგების შერბილებაა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ზომა „ბოლოს მოუღებს რუსეთის მიერ ბაზრის მანიპულაციას“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი მარგველაშვილი: „ოცნების“ პიარმანქანა სრულიად სხვა ლოგიკაზეა აგებული, ახლა შეიძლება თქვან, რომ ჰააგამ უკრაინაში ომი წაახალისა
Next post შსს: თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა, ჯერ პოლიციელებს მიუშვირა იარაღი, შემდეგ კი მათ თვალწინ თავი მოიკლა