„PROBBOX-ი – საქართველოს პრობაციის სისტემის მასშტაბური რეფორმა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით“ – პრობაციის ევროპული კონფედერაცია (CEP) ქართული ინოვაციური მოწყობილობის შექმნას სტატიით ეხმაურება

Read Time:43 Second

კონფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლის და მომსახურების ახალი მექანიზმის შექმნის წინაპირობებს, ფუნქციებს, მასში ინტეგრირებულ სერვისებს და მოწყობილობის საერთაშორისო პოპულარიზაციის პერსპექტივებს დეტალურად მიმოიხილავს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ PROBBOX-ის შექმნით, პირველად ევროპაში, პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლი და მომსახურება, პრობაციის ბიუროებთან ერთად, ალტერნატიულ შენობებში გახდა შესაძლებელი, რითაც პრობაციონერთა ანონიმურობის დაცვა და მათი კონტროლისა და მომსახურების არეალი გაიზარდა.

PROBBOX-ი, საპილოტე რეჟიმში, 2021 წლის 22 დეკემბერს, თბილისის, თელავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში დაინერგა. მოწყობილობის საშუალებით, მეტი ანონიმურობის დაცვით, პრობაციონერებს შეუძლიათ გაიარონ დადგენილი რეჟიმის შესაბამისი გამოცხადება. მოწყობილობა მათთვის ისეთ მომსახურებებს უზრუნველყოფს, როგორიცაა პრობაციის ოფიცრის მონაცემები და შეტყობინებები, შეთავაზებები სერვისების და დასაქმების შესახებ, გამოცხადების რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენა, ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე და ნასამართლეობის მოხსნაზე, საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა, რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა, გამოცხადების რეჟიმის შემსუბუქების საფასურის გადახდა, შინაპატიმრობის მომსახურების საფასურის გადახდა და მსჯავრდებულთან ვიდეო პაემნის დაჯავშნა.

სტატიის ბმული: https://bit.ly/3JAIXyJ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ხუხაშვილი: ბატონ ბიძინას ვუსურვებ სულიერ სიმშვიდეს, რომელსაც ვერც იყიდი და ვერც ძალაუფლებით მოიპოვებ
Next post გიორგი ვოლსკი: საკანში მყოფი სააკაშვილის იდეებს ვერავინ გადაუხვევს, მათ შორის, ვერც ბადრი ჯაფარიძე