PACE-ს თანამომხსენებლების განცხადებით, ზაზა გახელაძეს უკანონო სასამართლომ უკანონო განაჩენი გამოუტანა

Read Time:50 Second

ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის წინააღმდეგ გამოტანილი უკანონო განაჩენის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ.

„ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. ჩვენ ბატონი გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ. ამ მხრივ, გვინდა, ხაზი გავუსვათ რუსეთის, როგორც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე კონტროლის მქონე ქვეყნის, პასუხისმგებლობას, როგორც ეს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაშია აღნიშნული“, – ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.

ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საპარლამენტო ასამბლეა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 იანვარს დაჭრეს და დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელიაზე: ჩემთვის წარმოუდგენელია, სად „ნაცი„ და სად გმირი
Next post დღეიდან სკოლაში ონლაინ სწავლების მსურველთა რეგისტრაცია იწყება