ამერიკული გამოცემა New York Times-ის ჟუნალისტმა მელისა კლარკმა ქართულ წითელ ლობიოს სტატია მიუძღვნა.
ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოში ჩასულ ამერიკელებს ძირითადად ხაჭაპური და ხინკალი უყვარდებათ, თუმცა მისთვის ქართული კერძები მოხარშული ლობიოთი იწყება.
“პირველად ლობიოს სახელი ჩემი მეგობრისაგან ალისა ფეირინგისგან გავიგე, რომელიც საქართველოდან ჩამოვიდა. ის ღვინის დამზადების უძველეს ქართულ ტრადიციებს იკვლევდა და ამის შესახებ წიგნიც დაწერა. ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ ალისა დიდხანს მიყვებოდა ქართული ბოსტნეულისაგან მომზადებული კერძების შესახებ”- წერს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ მეგობრის რეცეპტით ლობიო თავადაც მოამზადა.
ჟურნალისტი თავის სტატიაში ჭადის და ტყემლის შესახებაც წერს.