სამშაბათი, მაისი 26, 2026

NBC NEWS-ი – უახლოესი გარემოცვა ტრამპს ურჩევს, რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკავშირდეს, ვიდრე პუტინი ცეცხლის სრულ შეწყვეტას არ დათანხმდება

დონალდ ტრამპის უახლოესი გარემოცვა პრეზიდენტს ურჩევს, პუტინს იქამდე არ დაუკავშირდეს, ვიდრე ის ცეცხლის სრულ შეწყვეტას არ დათანხმდება.

ამის შესახებ ინფორმაციას NBC NEWS-ი ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ტრამპმა, შესაძლოა, მოულოდნელად გადაწყვიტოს პუტინთან საუბარი. ამიტომ მას ურჩიეს, რომ კარგი იდეა არ იქნება სატელეფონო ზარი, თუ პუტინი თეთრ სახლს არ აცნობებს, რომ ეთანხმება ცეცხლის სრულ შეწყვეტას.

მანამდე, NBC News-თან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში პუტინთან საუბარს გეგმავდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკო რუბიო – ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს, აშშ ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის გაღრმავებისა და ჩვენი ორივე ერის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით. შეერთებული შტატები უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ მდგრადი უსაფრთხოებისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში. შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

სტუ-ის რექტორი – 26 მაისმა შექმნა საძირკველი, რომელზეც საქართველოს აწმყო და მომავალი შენდება – გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კოლეგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, მკვლევრებს, სტუდენტებსა და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 108-ე წლისთავს ულოცავს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.როგორც მილოცვაშია აღნიშნული, 1918 წლის 26 მაისი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია - დღე, როდესაც ქართველმა ერმა თავისუფლების, ეროვნული თვითმყოფადობისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი განვითარების მკაფიო განაცხადი გააკეთა და ღირსეულად დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მტკიცე საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებებს.„26 მაისი თითოეული ქართველისთვის ეროვნული სიამაყის, თავისუფლებისა და უდიდესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის დღეა. ეს არის ისტორიული თარიღი, რომელიც ჩვენი ერის ურყევი ნების, დამოუკიდებლობისკენ განუწყვეტელი სწრაფვის, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მომავლის მტკიცე რწმენის სიმბოლოდ იქცა.დღეს, უპირველეს ყოვლისა, უდიდეს პატივს მივაგებთ წინაპრებს - 26 მაისმა შექმნა საძირკველი, რომელზეც საქართველოს აწმყო და მომავალი შენდება. ჩვენი ვალია მომავალ თაობებს გადავცეთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და მათ მამულიშვილობისა და ქვეყნის სამსახურის ღირსეული მაგალითი ვუჩვენოთ.თანამედროვე, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში დამოუკიდებლობის მოპოვებაზე არანაკლებ რთული მისი შენარჩუნება და განმტკიცებაა. ამ გზაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მმართველი პარტიის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვისკენ. სწორედ სტაბილური და მშვიდობიანი გარემოა ის საძირკველი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას, ეკონომიკურ წინსვლასა და მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. მშვიდობის გარეშე შეუძლებელია განვითარება, სამეცნიერო პროგრესი და ძლიერი, წარმატებული სახელმწიფოს შენება.გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენი ქვეყნის სიყვარული, წინაპრებისადმი პატივისცემა და მომავლის რწმენა გვაერთიანებდეს და გვაძლიერებდეს უკეთესი ხვალინდელი დღის შესაქმნელად.მშვიდობა, ერთიანობა და წინსვლა ჩვენს სამშობლოს!“, - აღნიშნულია მილოცვაში.

საფრანგეთის ელჩი – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთი ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობასა და სოლიდარობას გამოხატავს, საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს

საქართველოში საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.მისივე თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს, როგორც დღეს, ასევე მომავალში, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.„26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საფრანგეთი ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობასა და სოლიდარობას გამოხატავს. 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის შემდეგ საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა მშვიდობისა და სტაბილურობის ცენტრალურ საკითხად რჩება ევროპაში.საფრანგეთი მხარს უჭერს, როგორც დღეს, ასევე მომავალში, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას“, – აღნიშნულია მილოცვაში.

მიხეილ ყაველაშვილს მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – „ვამაყობ ჩვენს ერებს შორის ხანგრძლივი მეგობრობით, გადმოგცემთ საუკეთესო სურვილებს მომავალი წლისთვის“

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.„მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ ჩვენს ორ ერს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობით. მე და ჩემს მეუღლეს გვსურს, ქართველ ხალხს გულწრფელი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ მომავალი წლისთვის“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

ისრაელის ელჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – „საქართველო არის საამაყო ისტორიის, გამორჩეული ადამიანების ქვეყანა, გისურვებთ მშვიდობას, წარმატებას ნათელი მომავლის მშენებლობაში“

საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.ელჩის თქმით, მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, ორი ერი დაკავშირებულია უძველესი ისტორიით, საერთო დემოკრატიული პრინციპებითა და მტკიცე მეგობრობით, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული.„ამ განსაკუთრებულ დღეს გულითადად ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი საქართველოს თავისუფლების ურყევი სულისკვეთების, გამძლეობისა და ეროვნული სიამაყის ნათელი სიმბოლოა – ღირებულებებისა, რომლებიც ღრმად ეხმიანება ისრაელის ხალხს. ჩვენი ორი ერი, მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, დაკავშირებულია უძველესი ისტორიით, საერთო დემოკრატიული პრინციპებითა და მტკიცე მეგობრობით, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული.საქართველო არის საამაყო ისტორიის, ლამაზი ტრადიციებისა და გამორჩეული ადამიანების ქვეყანა, რომლის სითბო, კულტურა და სულისკვეთება მრავალი ხალხისთვის შთაგონების წყაროა. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებას ნათელი მომავლის მშენებლობაში“, – აღნიშნულია მილოცვაში.

ბოლო სიახლეები