NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს კობი ბრაიანტის სახელი მიენიჭა

Read Time:31 Second

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს კობი ბრაიანტის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ორგანიზაციის კომისარმა ადამ სილვერმა განაცხადა.

„კობი ბრაიანტი ყველა ვარსკვლავის მატჩთან ასოცირდება და ამ თამაშის სულისკვეთებას გამოხატავს. ის ყოველთვის საუკეთესოების წინააღმდეგ თამაშისკენ ისწრაფვოდა და უმაღლესი დონის კალათბურთით მილიონობით გულშემატკივარს ანიჭებდა სიამოვნებას“, – განაცხადა სილვერმა.

კობი ბრაიანტი ყველა ვარსკვლავის მატჩში 18-ჯერ მონაწილეობდა. 2002, 2007, 2009 და 2011 წლებში ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 1998 წელს, 19 წლის ასაკში კობი ბრაიანტი ყველა ვარსკვლავის მატჩის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.

41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ესსხვერპლა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გუდაურში ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს
Next post სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია