IPSOS France: “მთავარი არხის” დაკვეთილი კვლევა ჩვენ არ ჩაგვიტარებია, უკრაინის ოფისმა ჩაატარა

Read Time:39 Second

“ორგანიზაცია “იპსოსი” რომლის ჩატარებული კვლევის შესახებ ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, აცხადებს, რომ IPSOS France “მთავარი არხის” დაკვეთილ კვლევასთან არანაირ კავშირში არ არის.

IPSOS France -კვლევების დირექტორი, მეთიუ გალადი აცხადებს, რომ კვლევა მათ ორგანიზაციას არ ჩაუტარებია. მისი განცხადებით, ქართულმა მხარემ, ანუ ტელეკომპანია “მთავარმა” საპარლამენტო არჩევნების შესახებ კვლევა იპსოსის უკრაინის ოფისს დაუკვეთა და შესაბამისად, ჩვენი კითხვების ადრესატებიც ისინი იყვნენ.

მეთიუ გალადი: მე შემიძლია დავადასტურო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის ჩვენმა ადგილობრივმა ფილიალმა “Ipsos Ukraine”-მ ჩაატარა გამოკითხვები საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამასთან, Ipsos France არ მონაწილეობდა ამ კვლევებში. თუ დამატებითი დეტალები გჭირდებათ ამ გამოკითხვებთან დაკავშირებით, გირჩევთ პირდაპირ დაუკავშირდეთ ჩემს კოლეგებს უკრაინაში.

შესაბამისად, კითხვები, რომელიც კვლევასთან დაკავშირებით გვქონდა, უკრაინის ოფისთან გადავამისამართეთ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ კვლევების გამოქვეყნებამდე სწორედ იპსოს საფრანგეთი დაანონსა თავის “ფეისბუქ” სტატუსში.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იპოდრომზე ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
Next post გოგი მეშველიანი ნახიდურის მოსახლეობას: ვერცერთი პროვოკაციული ძალა ვერ მოახერხებს ჩვენი საზოგადოების წევრებს შორის განხეთქილებას