გოგი მეშველიანი ნახიდურის მოსახლეობას: ვერცერთი პროვოკაციული ძალა ვერ მოახერხებს ჩვენი საზოგადოების წევრებს შორის განხეთქილებას

Read Time:25 Second

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშელიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ ნახიდურის მოსახლეობას შეხვდა .

მეშველიანის თქმით, დღევანდელ შეხვედრას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ვინაიდან, სამიოდე კვირის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიმართ სწორედ ამ სოფელში მოხდა პროვოკაცია, რასაც ორი მათგანის ფიზიკური დაზიანება მოჰყვა.

„გვიხარია, რომ ადგილობრივი საზოგადოება ამ პროვოკაციას არ აჰყვა, მათი განწყობები გახლავთ აბსოლუტურად ადეკვატური. მათ კარგად გააცნობიერეს იმ პროვოკაციის შინაარსი, რომელსაც სურდა ჩვენს მულტიეთნიკურ საზოგადოებაში განხეთქილების შემოტანა. ვერცერთი პროვოკაციული ძალა ვერ მოახერხებს ჩვენი საზოგადოების წევრებს შორის განხეთქილებას“,- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post IPSOS France: “მთავარი არხის” დაკვეთილი კვლევა ჩვენ არ ჩაგვიტარებია, უკრაინის ოფისმა ჩაატარა
Next post თენგიზ ცერცვაძე: ჩვენი ამოცანაა, სიკვდილობის ისეთი დაბალი მაჩვენებელი გვქონდეს, რომ მოსახლეობისთვის COVID19 გრიპის ტოლფასი დაავადება იყოს