მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი, 2017 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, iPhone X გახდა. Apple-მა მსოფლიოში 29 მილიონი ახალი სმარტფონი გაყიდა. შედეგებს დამოუკიდებელი ანალიტიკური კომპანია Canalys-ი აქვეყნებს.
“ნოემბერის დასაწყისში Apple-ს მიწოდების პრობლემა გაუჩნდა, თუმცა თვის ბოლოს წარმოებამ უდიდეს რიცხვს მიაღწია”, – აღნიშნავს ანალიტიკოსი ბენ სტენტონი.
Apple-მა, 2017 წლის ყველაზე საინტერესო ტელეფონის, iPhone X-ის გაყიდვა გასული წლის 3 ნოემბერს დაიწყო.
10 ნოემბერს Apple-მა აღიარა რომ iPhone X-ის ეკრანს გარკვეული პრობლემები აქვს.