სამშაბათი, მაისი 19, 2026

IMDB-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მაღალრეიტინგული ქართული ფილმები ცნობილია

ფილმების, ტელეგადაცემებისა და სერიალების უმსხვილესი ონლაინ ბაზის,IMDB-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მეტი დადებითი შეფასების მქონე ქართული ფილმების ხუთეული ცნობილია. IMDB-ის გვერდზე ფილმები 10-ვარსკვლავიანი სისტებით ფასდება. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ექვთიმე ღვთისკაცი (10/10) – ნიკოლოზ ხომასურიძის 2018 წლის ნამუშევარი, რომელიც ისტორიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლს გერმანიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

2. “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” 8.9/10 – ქართული მხატვრული ფილმი. მისი რეჟისორია ელდარ შენგელაია. გამოვიდა 1984 წელს. ფილმი გადაღებულია რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

3. “ფესვები“ (8.9/10) – გადაღება დაიწყო 1985 წლის იანვარში და დამთავრდა 1987 წლის სექტემბერში. ფილმი ქართველი ემიგრანტის სამშობლოსადმი განუწყვეტელი (დოდო აბაშიძე) მიემგზავრება საფრანგეთში, თუმცაღა I მსოფლიო ომის დაწყებისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო, სამუდამოდ რჩება საფრანგეთში, მიუხედავად ამისა ის საქართველოში დაბრუნების იმედს არ კარგავს.

4. „ჯარისკაცის მამა“ (8.7/10) – მხატვრული ფილმი, – გადაღებული სტუდიაში “ქართული ფილმი” 1964 წელს, რეჟისორ რეზო ჩხეიძის მიერ, სულიკო ჟღენტის სცენარით. მთავარ როლს – სერგო ზაქარიაძე ასრულებს.

5. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (8.7/10) — რეჟისორ თენგიზ აბულაძის მიერ 1962 წელს გადაღებული ფილმი. გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

საუკეთესო ათეულშია ფილმები: „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „მანდარინები“, „გასეირნება ყარაბაღში“ და „გრძელი ნათელი დღეები“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.„ამა წლის 16 მაისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო.დელეგაციაში შედიოდნენ თიატირის მთავარეპისკოპოსი ნიკიტა, სელებრიის მიტროპოლიტი მაქსიმე და პროტოსვინგელოსი იერონიმე.დელეგაციის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრება მიულოცეს და მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის დღეს მსოფლიო პატრიარქის ვიზიტზე ისაუბრა და ნუგეშისთვის მათ მადლობა გადაუხადა.შეხვედრაზე ასევე ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობასა და დელეგაციის წევრების მონაწილეობაზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კატარის, საუდის არაბეთისა და საამიროების ლიდერების თხოვნით, ირანზე სამშაბათს დაგეგმილ დარტყმას დროებით გადადებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე სამშაბათს დაგეგმილ დარტყმას კატარის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერების თხოვნით, დროებით გადადებს.როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ლიდერებს იმედი აქვთ, რომ შეთანხმება მიიღწევა, თუმცა, ტრამპის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდება, სამხედროებს სრულმასშტაბიანი ოპერაციისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებს.„კატარის ამირამ, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ, საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანიმ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მთხოვეს, დროებით შევაჩერო ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე დაგეგმილი სამხედრო შეტევა, რომელიც ხვალისთვის იყო დაგეგმილი, რადგან ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი, როგორც დიდი ლიდერებისა და მოკავშირეების აზრით, შეთანხმება მიიღწევა, რომელიც ძალიან მისაღები იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყნისთვის და მის ფარგლებს გარეთაც. ეს შეთანხმება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ირანისთვის ბირთვული იარაღის არქონასაც მოიცავს. ზემოაღნიშნული ლიდერებისადმი ჩემი პატივისცემის საფუძველზე, მე დავავალე ომის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, გენერალ დენიელ კეინს და შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს, რომ ხვალ არ განვახორციელებთ ირანზე დაგეგმილ თავდასხმას, მაგრამ ასევე დავავალე, რომ მზად იყვნენ ირანზე სრული, ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მისაღები შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული“, – წერს ტრამპი.

დაკავებულია 79 წლის „კანონიერი ქურდი“ – დეტალები

პოლონეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 79 წლის რუსეთის მოქალაქე, რომელიც „კანონიერი ქურდის“ სტატუსით არის იდენტიფიცირებული. ქვეყნის ხელისუფლება მის დეპორტაციას ამზადებს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, განაცხადა.მისი თქმით, პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს, შიდა უსაფრთხოების სააგენტოსა და სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ პოლონეთის ტერიტორიაზე ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.

გოგა მანია ახალ მიმართვას ავრცელებს

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს:„2025 წლის ჩანაწერების გაგრძელება!!! ეხება მომავალს 2028 წლამდე !! ძალიან ბევრი ლიდერია ლიკვიდირებული და უდიდესს თამაშს თამაშობენ ხალხის წინაშე… ახალი წინასწარმეტყველებით მოვედი თქვენთან!! ომები ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი!! საქართველო დაცულია!!! მეტად გიყვარდეთ და დააფასეთ ერთმანეთი. ბოლომდე ნახეთ!! გააზიარეთ!! ჩემთვისაც მძიმეა ამ ყველაფრის ნახვა და მერე თქვენამდე მოტანა მერწმუნეთ!!! ვერტმფრენი!!!", - წერს გოგა მანია. 

ცვლილებების თანახმად, პროკურორი ვალდებული აღარ იქნება, მომეტებული საშიშროების დანაშაულებთან დაკავშირებით ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ პირს დაუყოვნებლივ აცნობოს

პროკურორი ვალდებული აღარ იქნება, მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამის პირს სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს.შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.„საკითხის ამგვარი გადაწყვეტა არათანმიმდევრული და ალოგიკურია. შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, შესაბამისი პირისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულებთან მიმართებით არ უნდა არსებობდეს, რადგან შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინება ავტომატურად მიზანშეწონილია. სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შესაძლებელია, ისეთი ახალი გარემოება გამოვლინდეს, რომელიც შესაძლოა, არა მხოლოდ იმაზე მიანიშნებდეს, რომ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მიზანშეუწონელი იყო, არამედ აღნიშნული ახალი გარემოება შესაძლებელია, გახდეს იმის საფუძველი, რომ თუ შემაჯამებელი გადაწყვეტილების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გაუქმდეს ეს შემაჯამებელი გადაწყვეტილება და სისხლისსამართლებრივი დევნა განახლდეს, როგორც ამას „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 108-ე მუხლი ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინების ვალდებულება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ კი არ წარმოიშობოდეს, არამედ აღნიშნული შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებიდან კანონით დადგენილი გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ბოლო სიახლეები