GORBI: გამოკითხულთა 75,9% ეთანხმება, რომ რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც უკრაინას

Read Time:43 Second

მსჯელობას, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც უკრაინას, „გორბიმ“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით ეთანხმება გამოკითხულთა 75,9 პროცენტი, არ ეთანხმება – 20 პროცენტი. 4,1% კი ამბობს, რომ არ იცის.

პოზიციას, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან არსებულ ვითარებაში გვაქვს რუსული ჯარის დამარცხებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესაძლებლობა – ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 22, 7 პროცენტი, არ ეთანხმება 71 პროცენტი და 6,3% პასუხობს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა პოლიტიკური გემოვნების გათვალისწინებით, იმ რესპონდენტებს შორის, ვინც ეთანხმება პოზიციას, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან არსებულ ვითარებაში გვაქვს რუსული ჯარის დამარცხებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესაძლებლობა – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია 14 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კი – 53%.

კვლევა „ტელეიმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1 008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %-ია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ბორჯღალოსნები“ „რაგბი ევროპის“ გამარჯვებულები გახდნენ
Next post GORBI: გამოკითხულთა უმეტესობა მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს და გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში