GORBI: გამოკითხულთა უმეტესობა მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს და გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში

Read Time:36 Second

GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „მხარს უჭერთ/ეთანხმებით თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს და გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში?“ პასუხები ასე გადანაწილდა:

ეთანხმება 67,7%, 26,3% არ ეთანხმება, 6%-მა არ იცის.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს და გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში ეთანხმება გამოკითხული რესპონდენტების ის 91,8%, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიდან ამას ეთანხმება 31,5%. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებებს და ქმედებებს ეთანხმება 87% იმ რესპონდენტებისა, რომლებიც „იმედის“ მაყურებლები არიან, „რუსთავის“ მაყურებლების 75.5%, „მთავარის“ მაყურებლების 29% და გამოკითხულთაგან იმ რესპონდენტების 58%, რომლებიც „ტვ პირველის“ მაყურებლები არიან.

კვლევა ტელეიმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post GORBI: გამოკითხულთა 75,9% ეთანხმება, რომ რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც უკრაინას
Next post რუსმა ოკუპანტებმა ბერდიანსკიდან მარცვეულით დატვირთული 5 გემი გაიტაცეს